კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვადამდე ამოქმედებული კანონი სარფის საბაჟოზე

25 ივნისი, 2009

მაკა მალაყმაძე ბათუმი

მოვაჭრეები მასობრივი აქციებით იმუქრებიან

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ორი დღეა ხმაურია. იმპორტიორები, რომლებიც საზღვარზე ფეხით გადავიდნენ და თურქეთიდან ხელბარგით ბრუნდებოდნენ, საბაჟო გადასახადის დაკისრებას აპროტესტებენ. მათ საშუალება არ მიეცათ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით ესარგებლათ, რომელიც თვეში ერთხელ საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. მებაჟეები მედიასთან აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ქართული მხარის მიერ სარფის გამშვებ პუნქტზე წესების გამკაცრების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. 18 ივნისიდან კი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანება მოქმედებს, რომლის თანახმადაც, საზღვრის გადამკვეთს ქვეყანაში ნივთების შემოტანა თვეში მხოლოდ ერთხელ შეუძლია განუბაჟებლად. სხვა შემთხვევაში მათ, თითოეული შეძენილი ნივთის განბაჟება და ღირებულების 23%-ის გადახდა მოუწევთ. აღნიშული ბრძანება საბაჟოზე რამდენიმე დღეა გაკრულიცაა.

გუშინ, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კი, იმ მოვაჭრეთა საქონელიც განაბაჟეს, ვისაც 500 ლარამდე ღირებულების საქონელი მოჰქონდა და ბრძანების ამოქმედების შემდეგ პირველად გადმოკვეთა საზღვარი. თუ რატომ მოხდა ასე, მებაჟეებმა კომენტარი არ გააკეთეს.

მარინა ჩაგუნავა, მოვაჭრე: „ჩაალაგეს ჩემი ნივთები დიდ პარკებში და დაალეგეს მანქანაზე. რომ ვუთხარით, რას აკეთებთო, ტერმინლაში მიბრაძნდითო. მოვედით აქ ტერმინალში, არ გაგვატანეს ჩვენი ბარგი - საბაჟოს თანხა გადაიახადეთო. მე ხუთასი ლარის საქონელი მქონდა გადმოტანილი, მეტი კაპიკი არ მაქვს რომ გადავიხადო“.

ია ლაკანდელიძე, მოვაჭრე: „გამოგვიყვანეს, ნახევარ საათზე მეტი გვალოდინეს აქ. 150 ლარი განბაჟებაში დაგვატოვებინეს“.

ლია ბერიძე: „არც ქვითარი მოუციათ, ასე თაბახის ფურცლებზე გვიწერენ გადასახადის ოდენობას და ბანკში გვახდევინებენ. ამ თვეში პირველად ვარ და მაშინ გამოდის, რომ თვეში ერთხელ გადმოტანილი ტვირთის განუბაჟებლობა არ ყოფილა“.

საბაჟოსთან ახლოს მცხოვრებთათვის საბაჟო, შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო. ისინი ქართველ მოვაჭრეებს ყოველდღიურად ეხმარებოდნენ თურქეთის საბაჟოდან ტვირთის გადმოტანაში, რისთვისაც გარკვეულ გასამრჯელოს იღებდნენ.
დავით ქავთარაძე, ადგილობრივი მკვიდრი: „მოვაჭრეების მიერ შეძენილი ნივთები გადმომქონდა საზღვარზე, რადგან ორზე მეტი ერთნაირი ნივთის გადმოტანა არ შეიძლება და ამ გზით არიდებდნენ თავს განბაჟებას. ჩვენ, მოქალაქეებს გვინაწილებდნენ ტვირთს გადმოსატანად. ასე, დღეში მინიმუმ 5 ლარს მაინც ვაკეთებდი. ახლა, თვეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება საქონლის განუბაჟებლად გადმოტანაო. ეს წყაროც მოგვისპო ჩვენმა ხელისუფლებამ, სამუშაო ჩვენ არ გვაქს და თავი რითი ვირჩინოთ?“.  აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა კი, ე. წ. „ქემალ ფაშას“ ბაზრობის კლიენტია. ისინი თითქმის ყოველდღიურად გადადიოდნენ საზღვარს იაფი საქონლის შესაძენად. თურქეთიდან გადმოტანილი საქონლის რეალიზაციას კი აჭარის ბაზრობებზე ახდენდნენ.

ბათუმელი მოვაჭრეები ფინანსთა მინისტრის ბრძანების წინააღმდეგ, ამ დღეებში მასობრივი აქციების გამართვასაც აპირებენ.

ახალი ამბები