კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულმა პოლიციამ ოპოზიციის კარვებში რეიდი მოაწყო

25 ივნისი, 2009

ქართულმა პოლიციამ დააპატიმრა აქტივისტები, პრეზიდენტის რეზიდეციასთან განთავსებულ კარვებში რეიდი მოაწყო.

ნიღბიანმა პოლიციელებმა პარასკევს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ოპოზიციის კარვების ბანაკში ჩხრეკა მოაწყეს და დააპატიმრეს ექვსი აქტივისტი, იუწყებიან  ოპოზიციის ლიდერები და თვითმხილველები.

ეს დემონსტრანტები იმ უფრო ფართო საპროტესტო მოძრაობის მონაწილენი იყვნენ, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტი ხანია მიმდინარეობს და რომლის მიზანიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის იძულებაა.

ოპოზიციის რამდენიმე ათეული მხარდამჭერი მის სახლთან პატარა კარვებსა და მეტალის საკნებში დაბანკდა, რომლებიც ციხის საკნებს განასახირებენ. მეზობლად მცხოვრები ადამიანები ჩიოდნენ, რომ მათ ზოგიერთი ვიწრო ქუჩა დაბლოკეს.

პარასკევს, გამთენიამდე ნიღბიანმა პოლიციელმა კარვები ამოტრიალეს და   ლეიბები ქუჩაში გადმოყარეს, ამბობენ თვითმხილველები და ოპოზიციის ლიდერები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია იქ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეტაკების აღსაკვეთად მივიდა, რათა სიტუაცია კონტროლიდან არ გამოსულიყო. ექვსი აქტივისტი უმნიშვნელო ბრალდებით დაპატიმრებულია, განაცხადა მან.

ამ ბოლო დღეებში პოლიციამ ოპოზიციის იმიტირებული საკნები თბილისის სხვა ქუჩებიდანაც აიღო.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მთავრობა მას შემდეგ, რაც აშშ-ს და დასავლეთის სხვა ელჩებმა  დემონსტრანტები პარლამენტარების მანქანებისთვის კვერცხის სროლის გამო გააკრიტიკეს, უფრო აგრესიული გახდა.

“მანამდე არც ერთი ასეთი ინციდენტი არ მომხდარა” - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “მაესტროში”. “მაშ რატომ ხდება ეს ერთი მეორეს მიყოლებით ბოლო სამი დღეა?… ეს პატარა გამარჯვებები საკაშვილს კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ჩააგდებს”.

ოპოზიციის ლიდერები პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს. ისინი სააკაშვილს ავტორიტარიზმში სდებენ ბრალს და რუსეთთან გასული წლის ომის გამო ადანაშაულებენ. ამ ომში რუსეთმა საქართველოს ჯარი უკუაგდო და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ რუსეთის ჯარმა სეპრატისტული რეგიონების ოკუპირება მოახდინა.

ამ დროს კი საქართველოს სადაზვერვო სამსახურის უმაღლესმა ჩინოვნიკმა რუსეთს ქვეყნის გარეთ მცხოვრები ქართველების მეშვეობით საქართველოს დესტაბილიზაციის მცდელობაში დასდო ბრალი.

“ისინი კრიმინალურ ლიდერებს, მათ ფინანსებს, მათ ფულს იყენებენ, კონკრეტულ ადამიანებს, ვინც საქართველოდან გაიქცა. ისინი აფინანსებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ატარებენ დაგეგმილ პრესკონფერენციებს” - უთხრა საქართველოს საგარეო დაზვერვის  სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, გელა ბეჟუაშვილმა პარლამენტარებს - “მათი მიზანი… საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობაა”.

კრემლი არ მალავას, რომ მას ეზიზღება სააკაშვილი და ღიად იმედოვნებს მის გადადგომას.

საქართველოს ოპოზიცია უარყოფს იმ ფაქტს, რომ რუსეთიდან ფინანსდება.

სტატიის ორიგინალი

წყარო: „foreignpress.ge"

ახალი ამბები