კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტაქსის მძღოლების აქციაზე ოპოზიცია ინფორმაციას წინასწარ ფლობდა

1 ივლისი, 2009

დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა. ისინი რუსთაველის პროსპექტის საკნებისგან განთავისუფლებას ითხოვდნენ.

რუსთაველზე აქციის დაწყებისთანავე მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს ხელისუფლებისგან დაგეგემილი პროვოკაცია იყო. „ესენი არიან სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები, რომლებიც პროვოკაციაზე მიდიან. მათ დაურიგეს ტაქსის ფირნიშები და ცდილობენ ტაქსის მძღოლებად წარმოაჩინონ“ - განაცხადა არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

საინტერესოა ისიც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციის დაწყებამდე იწინასწარმეტყველეს, რომ რუსთაველზე „უკმაყოფილო მძღოლები“ გამოჩნდებოდნენ. „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი „ახალი მემარჯვენეებიდან“ ფიქრია ჩიხრაძე, აქციის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე აცხადებდა, რომ ხელისუფლება რუსთაველზე პროვოკაციას გეგმავდა.

მან განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ თანამშრომლები დაიბარა და პროვოკაცია დაგეგმა. „სამსახურის თანამშრომლებს დაურიგდათ ტაქსის ფირნიშები და ბენზინის ტალონები. დაიგეგმა, რომ ისინი მივლენ რუსთაველის გამზირზე საკნებში მყოფ ადამიანებთან, შევლენ მათთან კონფლიქტში და მოითხოვენ გზის გახსნას. ეს ნაცადი ხერხია, რომლის უკანაც დგანან სახელისუფლებო სტრუქტურები“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამ განცხადებას თემურ გიორგაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფიქრია ჩიხრაძის განცხადება უბრალოდ სიცრუეა და მსგავსი არაფერი დაგეგმილა.

მართლაც ამ განცხადებების გაკეთების შემდეგ რუსთაველის გამზირზე ტაქსის მძღოლების აქცია დაიწყო. ისინი, როგორც უკვე აღვნიშნეთ რუსთაველის გამზირიდან საკნების აღებას ითხოვენ.

მომზადებულია „ინტერპრესნიუსის“ მასალებზე დაყრდნობით

ახალი ამბები