კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანო მერაბიშვილის თაყვანისმცემლებში ჟურნალისტები ფიქსირდებიან

6 ივლისი, 2009

წყარო: „ყველა სიახლე“

სატელევიზიო გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრად მყოფმა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ ნინო შუბლაძეს განუცხადა, „სირცხვილია, ცნობილ საიტ „ფეისბუქზე“ ვანო მერაბიშვილის ფანკლუბი რომ არის გახსნილი“. ეს რიგით ტელემაყურებელს, სავარაუდოდ, ხუმრობა ეგონებოდა, თუმცა ქვეყნის „ხერხემლად“ შერაცხულ შინაგან საქმეთა მინისტრს თურმე მართლა ბევრი ფანი ჰყოლია.

ქვეყნის პირველი პოლიციელის საქმიანობას თაყვანისმცემლები მაღალ შეფასებას აძლევენ და მიიჩნევენ, რომ ქართული სახელმწიფო სწორედ მის მხრებზე დგას. ჩვენთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა ის იყო, რომ მერაბიშვილის თაყვანისმცემელთა შორის ბევრი ჟურნალისტი აღმოჩნდა, მათ შორის გადაცემა „პოზიციის“ წამყვანი და „რუსთავი 2“ -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე.

ფანებს შორისაა ამავე გადაცემის თანამშრომელი რუსუდან ვაშაკიძეც. თავისი სიმპათია სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ არასდროს დაუმალავს ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს.

ბოლო ხანს, ქართულ ნაციონალურ არხებზე ხშირად ჩნდება რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას აფასებს ხოლმე. ბატონი პანფილოვიც ასევე ქართველი მინისტრის ფანკლუბის წევრია.

„პირველი არხის“ გადაცემა „აქცენტების“ წამყვანი ეკა კვესიტაძე, რომელიც ყოველთვის ცდილობს, მაყურებელი თავის ობიექტურობაში დაარწმუნოს, ვანო მერაბიშვილის თაყვანისმცემელი გახლავთ. ალბათ, არავის გაუკვირდება ფანებს შორის „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის ლევან რამიშვილისა და „კმარას“ აქტივისტის, თეა თუთბერიძის ხილვა.

ვანო მერაბიშვილს, წესით, საამაყოდ უნდა ჰქონდეს, რომ მისი თაყვანისმცემლები არიან კავკასიის უახლესი ისტორიის ორი ლეგენდარული ადამიანის, ორი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის შვილები: გიორგი გამსახურდია და დეგი დუდაევი.

განსაკუთრებული სიმპათია ჰქონიათ ვანო მერაბიშვილის მიმართ გერმანიაში საქართველოს ელჩს, ლევან დუჩიძესა და ეკონომიკური განვითარების ყოფილ მინისტრს, გიორგი არველაძეს. ფანკლუბშია გაწევრებული აგრეთვე გაზეთ „24 საათის“ მიმომხილველი ნოდარ ლადარიაც. შინაგან საქმეთა მინისტრის, ფანკლუბის წევრია საქართველოში ყველაზე ცნობილი „სახედარი სანდრო“ - ამ სახედრის გამხმოვანებელი გადაცემაში „საღამოს შოუ სანდროსთან ერთად“ - გიგა ნასარიძე.

ვერ ვიტყვით, რომ რიცხოვნობით შინაგან საქმეთა მინისტრის ფანკლუბი განსაკუთრებით გამოირჩევა, მაგრამ თვალში ერთი რამ მომხვდა, ვანო მერაბიშვილის თაყვანისმცემელთა შორის სანდრო გირგვლიანის ტოლი გოგო-ბიჭები ჭარბობენ...

ახალი ამბები