კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლელები აზერბაიჯანულ კომპანიას დასაქმებას სთხოვენ...

7 ივლისი, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მიერ მიღებული ფულადი დახმარების დიდი წილი ინფრასტრუქტურის, კერძოდ გზების რეაბილიტაციაზე მოდის. შეკეთდება როგორც ცენტრალური მაგისტრალი, ასევე შიდა გზები. ბოლო დროს მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას სვენეთი-რუისის მონაკვეთზე დაგეგმილი სამუშაოები იწვევს. ადგილობრივი მოსახლეობა, მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებას ითხოვს.

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის წარმომადგენლები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებენ, რომ აზერბაიჯანული კომპანია ადგილობრივი მოსახლეობის, კონკრეტულად დევნილების დასაქმებაზე არ ფიქრობს:

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მაგისტრალური გზის სვენეთი-რუისის მონაკვეთის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში აზერბაიჯანულმა ფირმა - „აკორდ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა. აღნიშნული ფირმის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის მკვიდრნი არიან. აქედან გამომდინარე, უგულვებელყოფილია ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები. ამ სოფლების მოსახლეობა ითხოვს, რომ სამუშაოებზე შიდა ქართლის მაცხოვრებლები და ცხინვალიდან დევნილი ლტოლვილები დასაქმდნენ. სამუშაოზე აყვანის დროს პრიორიტეტი ეძლევა გარდაბნისა და მარნეულის მკვიდრთ. ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვამბობთ იმას, რომ მარნეულის, გარდაბანისა და ბოლნისის მოსახლეობა არ უნდა დასაქმდეს. თუმცა მიგვაჩნია, რომ პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება უნდა იყოს“ - აცხადებენ „სამართლიანი საქართველოსთვის“ ოფისში.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თბილისი-სენაკი-ლესელიძის ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ავტობანის სვენეთი-რუისის მონაკვეთის პროექტის პრეზენტაცია გორში, 29 ივნისს გაიმართა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშომლები და რწმუნებულები ბერბუკის, ტინისხიდის, კარალეთისა და მეჯვრისხევის თემებიდან, რომელთა ტერიტორიაზე უნდა გაიაროს ახალმა გზამ. რწმუნებულებმა შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საკითხი დააყენეს, თუმცა კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ.

ბერბუკის თემის მამასახლისის სოსო ბეჟანიშვილის თქმით, ამ შეხვედრას მხოლოდ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც მოსახლეობის წარმომადგენლებს დასაქმებაზე კონკრეტული პასუხი ვერ გასცეს. „ძალიან ზედაპირული შეხვერდა იყო, კონკრეტული პასუხები ვერ გაგვცეს. ავუხსენით, რომ კარგი იქნებოდა ადგილობრივი მაცხოვრებლები დასაქმებულიყვნენ, თუმცა რადგანაც ისინი უშუალოდ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები არ იყვნენ, პასუხი ვერ მივიღეთ.“

კარალეთის მამასახლისი ზვიად ბერიანიძე ამბობს, რომ მან 5 კაცის სია საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს მაინც გადასცა. „მე ეს სია გადავეცი უკვე, თუ დაასაქმებენ ძალიან კარგი იქნება. ხალხის ბევრ რაოდენობას არ ითვალისწინებს ჩემი სოფლის მონაკვეთზე ჩასატერებლი სამუშაოებიო, მითხრეს. მაქვს თუ არა ამ ხალხის დასაქმების იმედი, ვერ გეტყვით. ეს ისევ მაგ აზერბაიჯანული კომპანიის  გადასაწყვეტია. ჯერ-ჯერობით პასუხი არ ვიცი“ - ამბობს კარალეთის მამასახლისი.

საქართველოს საგზაო დეპარტამენტისა და საპროექტო კომპანიების „კოკს-კონსალტინგისა“ და მისი ადგილობრივი პარტნიორის შპს „ბითის“ წარმომადგენელთა განმარტებით, სვენეთი-რუისის მონაკვეთი 15 კილომეტრის სიგრძისაა და მთლიანი მაგისტრალის ერთ-ერთ ყველაზე რთულ უბანს შეადგენს, რადგან აქ მოქცეულია რამდენიმე ხიდი და საკვანძო გადასასვლელი. გარდა ამისა, ამავე მონაკვეთზე უნდა აშენდეს 830 მეტრიანი გვირაბი, რომელიც პროექტის მიხედვით რუისის უღელტეხილზე გადასასვლელი გზის ალტერნატივა უნდა გახდეს.

ავტომაგისტრალის სვენეთი-რუისის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს აზერბაიჯანული ფირმა „აკორდი“, ხოლო გვირაბის მშენებლობაზე იმუშავებს იტალიური კომპანია „ტოდინი“. სამუშაოების დასრულება 2012 წლისთვის იგეგმება.

ახალი ამბები