კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო: დევნილებს ყურადღება კვლავ სჭირდებათ

10 ივლისი, 2009

„დევნილთა მონიტორინგის საერთაშორისო ცენტრმა“ (IDMC), საქართველოში დევნილებთან მიმართებაში არსებულ სიტუაციაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ასახულია ის გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელშიც დევნილებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უწევთ ყოფნა. გთავაზობთ ამ ანგარიშის შესავალი ნაწილის თარგმანს.

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მომხდარმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა მოსახლეობის ფართომასშტაბიანი იძულებითი გადაადგილება გამოიწვია. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ დევნილების უმეტესმა ნაწილმა მოახერხა სახლებში დაბრუნება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში. ეთნიკური ოსების უმეტესი ნაწილი კი, სამხრეთ ოსეთში საკუთარ სახლებში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, 2009 წლის პირველი ნახევრის დასასრულისთვისაც კი, 37 000 ქართველი ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

2008 წლის დევნილების ახალი ნაკადის გარდა საქართველოს ჰყავს სეპარატისტული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, წლების წინ 220 000 დან 247 000-მდე დევნილი, რომლებიც პრობლემის მოგვარებას და შინ დაბრუნებას 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ ელოდებიან. მათი დიდი ნაწილი აფზახეთის მოსაზღვრე რეგიონში, მეორე ნაწილი კი თბილისში ცხოვრობს. დევნილები ყოფილი სასტუმროებისა და სახელმწიფო დაწესებულებების შენობებში მძიმე პირობებში ცხოვრობენ; ისინი ძალიან მწირ დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან. გასული წლების განმავლობაში 45 000 ადამიანი დაბრუნდა გალის რაიონში, რომელიც აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს; ეს ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ“.

ანგარიშის სრული ტექსტი

ახალი ამბები