კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მდუმარე აქცია რუსეთის საელჩოსთან

20 ივლისი, 2009
19 ივლისს, ადამიანის უფლებათა დამცველების სამხრეთკავკასიური ქსელის წარმომადგენლებმა რუსეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს.

აქციაში უფლებადამცველების სამხრეთკავკასიური ქსელის ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ქსელი სამივე სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) 30 ორგანიზაციას აერთიანებს. ქსელში ყველა ქვეყანა 10 ყველაზე ცნობადი უფლებადამცავი ორგანიზაციითაა წარმოდგენილი. აქციაში ასევე მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა დამცველების ქსელის პარტნიორი ნორვეგიული ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა სახლი“ წარმომადგენელი ანე ბონდე.

აქცია რუსეთში ცნობილი უფლებადამცავის, ნატალია ესტემიროვას მკვლელობას ეძღვნებოდა. დუმილის ფორმა აქციის მონაწილეებმა ერთი მხრივ კოლეგისადმი პატივისცემის დასადასტურებლად აირჩიეს, ხოლო მეორე მხრივ ამით მიანიშნეს იმ დუმილზე, რომლითაც რუსეთის საზოგადოება ამგვარ ფაქტებს პასუხობს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთი რჩება ქვეყანად, სადაც უფლედამცავებისა და ჟურნალისტების საქმიანობა მაღალ რისკთანაა დაკავშირებული.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოლიდარობის აქცია სამი კავკასიური ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებდა. ამით ისინი საკუთარი ქვეყნების ხელისუფლებასაც მიანიშნებენ, რომ მზად არიან ერთად იბრძოლონ ერთმანეთის უფლებებისათვის.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვნენ აზერბაიჯანელი უფლებადამცავების ედნან ჰაჯიზადესა და ემინ მილის გათავისუფლებას.

ნატალია ესტემიროვა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრ „მემორიალის" გროზნოს ოფისის აქტივისტი იყო, რომელიც 16 ივლისს მოკლეს. ბოლო წლების განმავლობაში ის ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მართვის მეთოდებს საჯაროდ აკრიტიკებდა.

ჩვენსავე ვებ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ამ აქციის ამსახველი ფოტორეპორტაჟი


ახალი ამბები