კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოძრაობა „შემოგვიერთდის“ აქტივისტები პოლიტპატიმართა სიას „შეუერთდნენ“

22 ივლისი, 2009

თაკო ხუციშვილი

20 ივლისს  პარლამენტის შესასვლელთან გამართული საპროტესტო აქცია ახალგაზრდული მოძრაობა „შემოგვიერთდის“ რამდენიმე აქტივისტის დაპატიმრებით დასრულდა. დაკავებულებს ბრალად პოლიციისთვის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ.

„საქართველოს პარლამენტის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, პარლამენტის ბლოკირების, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუსაჯა პატიმრობა: ანზორ ბიბინეიშვილს 13 დღით, გიორგი ბერულავას 12 დღით, მელორ ვაჩნაძეს 14 დღით, თენგიზ დობორჯგინიძეს 12 დღით, ბადრი გოგიას 14 დღით, ხოლო გიორგი დევნოზაშვილს დაეკისრა ადმინისტარციული სახდელი, 400 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია შს სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ორგანიზატორების განცხადებით აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო და ის ძალადობის არავითარ ელემენტებს არ შეიცავდა. „ჩვენი საპროტესტო აქცია საღამოს 7 საათზე დაიწყო, პარლამენტის სამივე შესასვლელთან მჯდომარე აქციით გამოვხატავდით პროტესტს სააკაშვილის პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით. დაახლოებით 5 წუთში გეგეჭკორის და გრიგალაშვილის შემადგენლობა გამოჩნდა, რომლებმაც აქციის მონაწილეთა ნაწილი, ქაშუეთის ეკლესიასთან საკნებთან დაგვწიეს, ნაწილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, ხოლო ის აქტივისტები რომლებიც პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან ჩიტაძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ დააკავეს“. -განაცხადა მოძრაობა „შემოგვიერთდის“ ხელმძღვანელმა ზუკა ჩაჩანიძემ.

დაკავებულების თანამოაზრეთა განცხადებით, აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციამ და სპეცნაზის თანამშრომლებმა მანქანებში ძალით გამოყენებით ჩატენეს და სამმართველოში წაიყვანეს. ინციდენტის დროს ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა სხეულის მცირე დაზიანებაც მიიღო. ზუკა ჩაჩანიძე განსაკუთრებით აქტივისტ ანრი ბიბინეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნერვიულობს და შიშობს, რომ ისედაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ანრი დაკავების გამო მიღებულ სტრეს ვერ გაუძლებს. მოძრაობის წევრების ინფორმაციით, დაკავებულები მძიმე ყოფაში სარდაფებში ჰყავთ გამოკეტილი, სადაც არც წყალია და არც საკანალიზაციო სისტემაა მოწესრიგებული.

ორგანიზაციას „შემოგვიერთდი“ სოლიდარობას უცხადებს ახალგაზრდული მოძრაობა „დემოკრატიული ლიგა“. „მშვიდობიანი მანიფესტანტები პროტესტს გამოხატავდნენ, პრეზიდენტი პარლამენტში ვიზიტის გამო. ცხადი იყო რომ ის ქვეყნის კეთილდღეობის საკითხის განსახილველად მობძანდებოდა. ეს დაცინვაა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ კეთილდღეობაში არ ვცხოვრობთ, ჩვენს ქვეყანაში არ არის დემოკრატია, არაა დაცული ადამიანის უფლებები, აქედან გამომდინარე ახალგაზრდების პროტესტი სრულიად სამართლიანი იყო“, - განაცხადა ,,დემოკრატიული ლიგის” და მოძრაობა ,,დაიცავი საქართველოს” წევრმა შოთა აფხაიძემ. მისივე თქმით, სააკაშვილი და მერაბიშვილი ჯერ კიდევ 3 დღით ადრე განიხილავდნენ საკითხს, თუ როგორ მოეშორებინათ აქციის მონაწილეები სააკაშვილის პარლამენტში მისვლის დღეს. „სააკაშვილს არ სურდა საპროტესტო შეძახილების ფონზე შესულიყო პარლამენტში. მას უნდა საქართველოში ჩამომავალ ბაიდენს დაანახოს, რომ ყველაფერი რიგზეა. პრეზიდენტს როგორც სჩანს ავიწყდება, რომ გარდა ოპოზიციური ძალებისა საქართველოში ცხოვრობს ოპოზიციურად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც  საკუთარი უფლებების დაცვისთვის იბრძვის“.

მუქარების და დაშინების მიუხედავად მოძრაობის წევრები დანებებას არ აპირებენ. ,,შემოგვიერთდის” მჯდომარე, 24 საათიანი აქციები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი კი 3 მოთხოვნას აყენებენ: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დამნაშავეების დასჯა და მანიფესტაციის კანონზე ვეტოს დადება. ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დღეს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მარავალრიცხოვანი მიტიგის გამართვას გეგმავენ. მათ სხვა ახალგაზრდული მოძრაობებიც შეუერთდებიან.

ამ თემაზე:

პოლიციამ ოპოზიციის შვიდი აქტივისტი დააკავა

ახალი ამბები