კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩვენს ერთ-ერთ პუბლიკაციას ეხმაურება

22 ივლისი, 2009

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დაინტერესდა სტატიით, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჩვენს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. სტატიაში, სახელწოდებით „მოსამართლეზე, რომელმაც პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, დისციპლინური დევნა დაიწყო“ საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. სტატიაში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის საბაბი მისი ერთ-ერთი გადაწყვეტილება გახდა. „მოსამართლე გოგიჩაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, არ დააკმაყოფილა კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და „ახალი მემარჯვენეების“ მხარდამჭერს კოტე კაპანაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ნაცვლად, 20 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა“ - წერია სტატიაში. საქართველოს იუსტიციის უმაჭლესი საბჭო აღნიშნულ პუბლიკაციში მოყვანილ ცნობებს არარეალურს უწოდებს. გთავაზობთ საბჭოს ოფიციალურ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ  ელექტრონულ (ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებ-გვერდი - წწწ. ჰუმანრიგჰტს.გე) და ბეჭდურ მედიაში (გაზეთი ,,ალია” 18-20 ივლისი, 2009 წლის #83) ყოვლად დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმაურება ზემოაღნიშნულ მედიასაშუალებებს და განმნარტავს, რომ თელავის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულ კოტე კაპანაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილის მიმართ დისციპლინური დევნა არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება კონკრეტულად, აღნიშნული საქმის ირგვლივ ადვოკატებისა და სხვათა მხრიდან ელექტრონულ მედიასა და პრესაში  გავრცელებულ განცხადებებს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უსაფუძვლო, მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას და წარმოადგენს  მართლმსაჯულების მიმართ არაჯანსაღ კრიტიკას.“

ავტორის კომენტარი იუსტიციის საბჭოს წერილობით პასუხზე

სტატიის ავტორი გელა მთივლიშვილი: „მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ ინფორმაცია რამოდენიმე სანდრო წყაროსგან მივიღეთ, რომლებმაც ვინაობის გამოხელა არ ისურვეს. გარდა ამისა, ინფორმაცია გადავამოწმეთ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის უფროს ნნანა ვასაძესთან, რომელმაც აღნიშნული ფაქტი არც დაადასტურა და არც უარყო. მან მხოლოდ ის გვითხრა, რომ ინფორმაცია დისციპლინური დევნის შესახებ კონფიდენციალურია და მედიას თუ სხვა დაინტერესებულ პირებს არ მიეწოდება“.

რაც შეეხება გელა მთივლიშვილის მიერ მოპოვებულ კომენტარებს, ისინი კონკრეტული რესპოდენტების დამოკიდებულებას გადმოსცემენ და არც ერთი არ წარმოადგენს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, ან სტატიის ავტორის პოზიციას.

ახალი ამბები