კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის პროკურატურის წინ, პატიმრის მეუღლემ თვითმკვლელობა სცადა

23 ივლისი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

17 წლის ნათია ჯაშმა 17 ივლისს ბათუმში, პროკურატურის შენობის წინ ბენზინი გადაისხა და რამოდენიმე წამში ცეცხლში გაეხვა. თვითმკვლელობის მცდელობა საბედნიეროდ „უშედეგო“ აღმოჩნდა, რადგან ცეცხლის ჩაქრობა აჭარის პროკურორის მძღოლმა პლედის საშუალებით მოახერხა.

ნათია ჯაშმა თვითმკვლელობის შესახებ გადაწყვეტილება რამოდენიმე დღის წინ მიიღო, ის აცხადებდა, რომ სწორედ ასე დაასრულებდა სიცოცხლეს თუ მისი მეუღლის, სლავა ბუკავაძის საქმეს ხელახლა არ გამოიძიებდნენ.

ძმები სლავა და რუსლან ბუკავაძეები მეგობარ ნიკა ხრუშოვთან ერთად ერთი წლის წინ ჯგუფური ყაჩაღობისთვის გაასამართლეს. სასამართლომ ბუკავაძეებს 7, ხოლო ხრუშოვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თვითმკვლელობის შესახებ გადაწყვეტილება ნათია ჯაშმა მას შემდეგ მიიღო, რაც დაკავებულებმა ციხეში შიმშილობა დაიწყეს და პროტესტის ნიშნად ტელევიზორიდან ამოღებული მავთულებით პირი ამოიკერეს.

ინფორმაცია ამის შესახებ ბუკავაძეების ოჯახმა სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან მიიღო. საქმე ისაა, რომ ბუკავაძეები ადვოკატს პატიმრების მოსანახულებლად აუცილებელი ორდერების გამოწერისთვის საჭირო თანხას - 1000 ლარს ვერ აძლევენ. ნათია ჯაში პატიმრების პირადად მონახულებას ან მათთან ადვოკატის შეშვებას უშედეგოდ ითხოვდა. ორდერების გარეშე ადვოკატს პატიმრების მონახულება არ შეუძლია.

ოჯახი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობს. დაკავებული ნიკა ხრუშოვის მეუღლის, მარია ხრუშოვას განცხადებით, თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად მიღებული დამწვრობებით საავადმყოფოში მიყვანილი ნათია ჯაში კლინიკიდან ექიმებმა უსახსრობის გამო უკან გამოისტუმრეს.

ამიტომ დაზარალებულს, პატიმარის მეუღლის ოჯახში, დედამთილი და მეზობლები შინ დამზადებული მედიკამენტებით მკურნალობენ. მას დამწვრობის გამო განძრევა უჭირს და პერიოდულად ძლიერი ტკივილები აწუხებს.

„პროკურატურას ვთხოვ რომ ყურადღება მომაქციოს და ჩემი ქმრის საქმე თავიდან გამოიძიონ. თუ ამას არ შეასრულებენ, ბენზინს კიდევ გადავისხამ და ცხოვრებასაც ასე დავასრულებ“, - ამბობს პატიმრის მეუღლე.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მინდია ნაკაშიძე უარყოფს მარია ხრუშოვას ბრალდებებს და ამბობს, რომ დაზარალებულს პერსონალმა ამბულატორიული დახმარება აღმოუჩინა. მისი ინფორმაციით დაზარალებულის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, რის გამოც მოხდა მისი გაწერა საავადმყოფოდან.

ამ თემაზე:

პატიმრის მეუღლე თვითმკვლელობით იმუქრება

ახალი ამბები