04:05, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

"ვინც არ შეავსებს, არ იმუშავებს"

23.07.2009
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

გასულ კვირას საქართველოს მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი განათლების სამინისტროს დაუპირისპირდა. ამის მიზეზი ქუთაისის რესურს-ცენტრის დაჟინებული მოთხოვნა გახდა - საჯარო სკოლის პედაგოგებს ე. წ. "გაურკვეველი წარმომავლობის" საინფორმაციო ბარათი უმოკლეს ვადაში უნდა შეევსოთ. საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას სკანდალი იმის გამო მოყვა, რომ მასში მასწავლებლებს უნდა მიეთითებინათ ინფორმაცია პარტიული კუთვნილების შესახებ. აღსანიშნავა ისიც, რომ ბიულეტენის ერთ-ერთი გრაფა პარტიული კუთვნილების შესახებ ოჯახის წევრებზე ინფორმაციის მიწოდებასაც ითხოვდა აპლიკანტისგან.

"დღეს პედაგოგებს ისედაც მძიმე პირობებში უხდებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამას ისიც ემატება, რომ ახლა რაღაც ბიულეტენების შევსებას აიძულებენ და ამით მათგან გარკვეული სახის ინფორმაციის მიღებას ცდილობენ. ეს არასწორია და როგორც ირკვევა, ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს არ აქვს. მინისტრმა გვარამიამ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ მართალია, სამინისტრო გეგმავს საინფორმაციო ბანკის შექმნას, თუმცა, არა ამ ფორმით. მე პირობას ვაძლევ პედაგოგებს, რომ ამ ამბავს რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. ამის შესახებ შრომის საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები აუცილებლად შეიტყობენ", - ეს პირობა, სულ ცოტა ხნის წინ, პედაგოგებს საქართველოს მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარემ მანანა ღურჭუმელიძემ მისცა.

როგორც ჩანს, ეს დაპირება საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ  ინფორმაციის მოკრების მცდელობა ქუთაისში შეჩერებულიყო. პირიქით, პედაგოგების შემდეგ ჯერი ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელთა პარტიული მდგომარეობის დადგენაზე მიდგა.

"რაღაც ბლანკები მოიტანეს და გვითხრეს, რომ უმოკლეს დროში უნდა შევავსოთ. ვინც არ შეავსებს, არ იმუშავებსო, გაგვაფრთხილეს. ვიკითხეთ, ვისგან მოდის ეს დავალება და პასუხი არავინ გაგვცა. რადგან გავსებინებენ, ე. ი. საჭიროაო, განგვიმარტეს. სამსახურის დატოვება და ზედმეტი პრობლემები, დამეთანხმებით, არავის გვჭირდება. ამიტომაც, გვირჩევნია შევავსოთ. ბოლოსდაბოლოს, ამით ქვეყანა ხომ არ დაიქცევა", - განაცხადა ქუთაისის ჩხობაძის სახელობის საავადმყოფოს ერთერთმა თანამშრომელმა, რომელმაც  ვინაობის გამხელა არ ისურვა.

"ამაშია სწორედ უბედურება. ეს ხელისუფლება და შესაბამისად, სხვადასხვა უწყების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები ცდილობენ ხალხში შიში დანერგონ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს საინფორმაციო ბარათები სკოლებში, საავადმყოფოებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში უშიშროების სამსახურებმა შეიტანეს. როცა ამ ფაქტის გამო მასწავლებელთა პროფკავშირმა ამბავი ატეხა, თქვეს, რომ ეს იყო შეცდომა და პროცესი შეჩერდებოდა. როგორც ირკვევა, არაფერიც არ შეჩერებულა, პირიქით, უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. მე ვეცადე, გამერკვია, ვისგან მოდიოდა ეს დავალება და როცა ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს ვესაუბრე, მითხრეს, რომ დავალება ზემდგომებიდან აქვთ მიღებული. კითხვაზე კი, ვინ არის ზემდგომი, პასუხი, რა თქმა უნდა, ვერ მივიღე", - ამბობს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ვლადიმერ ნაკაშიძე.

აღნიშნულ ფაქტს ქუთაისის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი შემდეგნაირად ხსნის: "არაფერი საგანგაშო ამაში არ არის. ესაა საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნის მცდელობა. ჩვენ, უბრალოდ, ავიღეთ კადრების ძველი აღრიცხვის ფურცელი და იგი უცვლელი სახით გადავაგზავნეთ სკოლებში. სწორედ ამ კადრების ფურცელში იყო მითითებული პარტიულობა, რაც ამ აურზაურის საბაბი გახდა". ლადო პატარიძის განმარტებით, საინფორმაციო ბარათის შევსება ნებაყოფლობითია და ვისაც არა აქვს სურვილი, შეუძლია იგი უბრალოდ, არ შეავსოს.

რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის მშვიდი განწყობის მიუხედავად, მოქალაქეები ფაქტს უარყოფითად აფასებენ და ყველაფერს მომავალ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირებენ. "ასე აგროვებენ ინფორმაციას, თუ რომელი პარტიისკენაა გადახრილი ჩვენი სიმპათიები და ვის ვუჭერთ მხარს, ზოგადად. თუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათ სურვილებსა და მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მერე უკვე ჩვენზე `იმუშავებენ“. აი, ესაა ცუდი და შიშის მომგვრელი. ბოლოსდაბოლოს, ეს ყველაფერი ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში", - აცხადებენ ადგილობრივები.

აღნიშნულ ფაქტს მოსალოდნელ არჩევნებს უკავშირებენ "რესპუბლიკელების" ადგილობრივი ლიდერებიც. ვლადიმერ ნაკაშიძის განმარტებით: "განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ადამიანებზე ამახვილებენ, რომლებიც ოპოზიციური პარტიების რიგებში არიან დაფიქსირებული. მათ დაშინებასა და გადაბირებაზე უკვე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს".

საინფორმაციო ბარათები, რომელზეც საუბარს ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელები, თავს არიდებენ, საბიუჯეტო დაწესებულებებში ორი სახით: ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების სახით იგზავნება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC