კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ (FIDH) საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტს ადასტურებს

30 ივლისი, 2009

საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტს უკვე საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციებიც აღიარებენ. „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ“ (FIDH) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ცალსახადაა აღნიშნული საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი. კერძოდ, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ პოლიტპატიმრებად განიხილავს 8 ადამიანს: ნორა კვიციანი, ჯონი ჯიქია, რევაზ კლდიაშვილი, შალვა რამიშვილი, მაია თოფურია (და მასთან ერთად ამავე საქმესთან დაკავშირებით დაჭერილი პიროვნებები), დემურ ანთია, ომარ ქუცნაშვილი, მერა რატიშვილი.
 
აღსანიშნავია, რომ აქამდე არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტს არ ადასტურებდა.
გთავაზობთ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემოკლებულ ვერსიას.

შესავალი

2008 წლის ნოემბერში, თბილისში FIDH-ის რეგიონალურ სემინარზე „მართლმსაჯულების ადმინისტრირება“ საერთაშირისო ორგანიზაცია შეხვდა რამოდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. მათ FIDH-ის ყურადღება გაამახვილეს 2007-2008 წწ საქართველოში პოლიტპატიმრების თემაზე. შესაბამისად, FIDH გადაწყვიტა საქართველოში გაეგზავნა მისია ამ საკითხის გამოსაკვლევად. მისიის წევრები იყვნენ:

გრეგორი ტერი - FIDH-ის წარმომადგენელი ევროკავშირში; კირილ კოროტიევი - რუსული ადამიანის უფლებათა ცენტრის „მემორიალის“ იურიდიული კონსულტანტი და ელდარ ზეინალოვი - აზერბაიჯანის  ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი.

მისია თბილისში 2009 წლის 19-25 თებერვალს იმყოფებოდა სადაც მან ჩაატარა შეხვედრები და ინტერვიუები. მიუხედავად მთავრობისადმი გაგზავნილი ოფიციალური მიმართვებისა მისიამ ვერ შეძლო შეხვედროდა პოლიტიკურ პატიმრებს. მისიის წევრები შეხვდნენ მხოლოდ პატიმართა ადვოკატებსა და მათი ოჯახის წევრებს; ასევე ხელისუფლების, სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. მისია დაესწრო ქართული სამოქალაქო საზოგადოების კომისიის შეხვედრას რომელზეც განიხილეს პოლიტპატიმრების საკითხი.

საკითხი არის ზედმეტად პოლიტიზირებული შიდა და საგარეო სერიოზული დაძაბულობის ფონზე.

1. 2007 წლის ნოემბერში საერთაშორისო საზოგადოება (მათ შორის სააკაშვილის მხარდამჭერებიც) აღაშფოთა ოპოზიციის დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ სასტიკი და არაპროპორციული ძალის გამოყენებამ. ხელისუფლება შეიჭრა და დახურა ოპოზიციური ტელეკომპანია „იმედი“.
2. 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს დოკუმენტები რომელიც მიუთითებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ნომრების დარღვევის მრავალ ფაქტზე მიუხედავად იმისა რომ  ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნები დემოკრატიულად გამოაცხადა.
3. 2008 წლის აგვისტოს რუსეთთან ომმა გაზარდა შიდა დაძაბულობა მთავრობის მტკიცებით პრო-რუსულ პოლიტიკურ პარტიებთან და ოპონენტებთან.
4. 2008 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციებზე კვლავ შეიკრიბა ათასობით ადამიანი თბილისის ქუჩებში რომლებიც პრეზიდენტს მოუწოდებდნენ გადამდგაროყო

მიუხედავად იმისა რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა დამცველები, პოლიტიკური პარტიაბი და სახალხო დამცველი ამტკიცებენ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას, არც სამთავრობოთაშორისო, არც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აღიარებენ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას. ევროსაბჭომ ოფიციალურად აღიარა პოლიტპატიმრების არსებობა აზერბაიჯანსა და სომხეთში.

მიუხედავად ამისა, რამოდენიმე სამთავრობოთაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა დოკუმენტურად დაასაბუთა და ბრალი დადო საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური რეპრესიების განხორციელებაში.

FIDH-ის ანგარიში ასკვნის რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები. ანგარიშში არ არის წარმოდგენილი პოლიტპატიმრების სიას მაგრამ მისი მიზანია აღნიშნული შეფასება გაამყაროს 8 საპილოტო საქმით. ამ საქმეებში  ნათლად ჩანს რომ რამოდენიმე პოლიტიკური ოპონენტი, ოპოზიციის დამფინანსებლები და გავლენიანი ადამიანები რომლებიც ოპოზიციასთან არიან დაკავშირებულები დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს მთლიანად ან ნაწილობრივ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ბრალდება არის იარაღის ან ნარკოტიკების უკანონო შენახვა; ხელისუფლების დამხობის მცდელობა.

დასკვნები

2008 წლის ნოემბერში FIDH ყურადღება გაამახვილა საქართველოში პოლიტპატიმრების თემაზე. საქართველოში FIDH-ის წევრი ორგანიზაციებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ HღIDჩ და რამოდენიმე პარტნიორმა ორგანიზაციამ - მათ შორის, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, - წარმოადგინეს მათ მიერ განხილული რამოდენიმე საქმე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ამავე დროს, მტკიცებულებებს ქვეყანაში  პოლიტპატიმრების არსებობასთან დაკავშირებით ეთანხმებოდნენ მხოლოდ ადგილობრივი ადამიანის უფლებათა არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ასევე საქართველოს სახალხო დამცველი.

2009 წლის თებერვალში საქართველოში გაგზავნილი საგამოძიებო მისია ესაუბრა სავარაუდო პოლიტპატიმრების 19 ოჯახის წევრსა და ადვოკატს; ქართული ადამიანის უფლებათა არასამთავრობო ორგანიზაციების 18 წარმომადგენელს, საერთაშორისო ორგანიზაციების 2 წარმომადგენელს, საქართველოს ხელისუფლების 3 წარმომადგენელს; FIDH-ის მისიამ დაადგინა რომ ძირეულად შესწავლილი 8 საპილოტო საქმის საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები.

 FIDH-ის დასკვნა არ გულისხმობს რომ ყველა პატიმარი ბოლომდე უდანაშაულოა; მაგრამ დასკვნის მიხედვით მათი პატიმრობა მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი ან ყველა ტენდენცია შეინიშნება შესწავლილ საქმეებში:

- დაკავებულები და/ან მათი ნათესავები არიან მთავრობის ოპოზიციურ საქმიანობაში ჩართულები (ყველა საქმეში) - სასამართლოს დანიშვნის პერიოდი და წინანწარი პატიმრობის პერიოდი დაკავშირებულია დაკავებულთა სპეციფიკურ პოლიტიკურ საქმიანობასთან (ყველა საქმეში);

- დაკავებულები ამტკიცებენ რომ ხელისუფლება თავად არაოფიციალურად უკავშირებდა მათ დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას როდესაც მათთან მოლაპარაკებების დროს თავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდნენ პოლიტიკურ გარანტიებს (უმეტეს საქმეებში მსგავსი პრაქტიკაზე საუბარია ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში 2008 წლის არჩევნების შესახებ) - ოფიციალური ბრალდებები ძალიან შეუსაბამო ჩანს ნათესავებისა და კოლეგების ჩვენებებთან და დაკავებულთა წარსულ საქმიანობასთან (თითქმის ყველა საქმეში რომელიც მტკიცების მიხედვით გაყალბებულია) - მსგავსი ოფიციალური ბრალდებები გამოიყენეს უამრავი ადამიანის წინააღმდეგ რომლებიც ოპოზიციურ საქმიანობაში არიან ჩართულები (თითქმის ყველა გაყალბებულ საქმეში) - არსებობს სერიოზული ეჭვები სამართლიანი სასამართლოს შესახებ (ზოგადად საქართველოში და ამ კონკრეტული საქმეებიდან რამოდენიმეში).

რეკომენდაციები

იმის გათვალისწინებით რომ

საქართველოს ოპოზიციური პარტიები, ასევე საქართველოს ძირითადი ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, თვლიან რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები და შექმნეს მათი რამოდენიმე სია.

საქართველოს სახალხო დამცველი საჯაროდ მხარს უჭერდა ამ მტიკიცებულებას საქართველოს პარლამენტში და ხელისუფლებას კითხვებით მიმართავდა პოლიტპატიმრად აღიარებული რამოდენიმე პატიმრის შესახებ.

FIDH-ის საგამოძიებო მისიამ დაადგინა 8 საპილოტო საქმის შესწავლის დროს რომ საქართველოში ნამდვილად არსებობენ ადამიანები რომლებიც დააპატიმრეს ევროსაბჭოს პოლიტპატიმრის ცნების განმარტების შესაბამისად.

არცერთი საერთაშორისო არასამთავრობო და სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია დღემდე ოფიციალურად არ აღიარებენ რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები.

თუმცა, რამოდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო და სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციამ დაასაბუთა და აღიარა საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიმართ სხვადასხვა ფორმის რეპრესიების განცორციელებას ბოლო წლების განმავლობაში.

საქართველოს ხელისუფლებამ ნება არ მისცა FIDH-ის საგამოძიებო მისიას შეხვედროდა სავარაუდო პოლიტპატიმრებს მიუხედავად ოფიციალური მიმართვებისა.

საქართველოს ხელისუფლებას უნდა გამოეყენებინა საშუალება წარმოედგინა ნივთმტკიცებები მსგავსი განცხადებების გასაბათილებლად.

 FIDH მოუწოდებს

ევროსაბჭოს

მანდატით აღჭურვოს დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფი რომელიც შეისწავლის საქართველოში სავარაუდო პოლიტიკური პატრიმრების საქმეებს და გამოხატავენ საკუთარ აზრს აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით უნდა მივიჩნიოთ თუ არა ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად ევროსაბჭოს ადრე მიღებული დოკუმენტების შესაბამისად.

უზრუნველყოს ამ ჯგუფის მანდატი და შესაძლებლობა შეხვდეს სავარაუდო პოლიტპატიმრების ნაწილს, მათ ადვოკატებს, ნათესავებს, სახელმწიფო მოხელეებს, სამთავრობოთაშორისო და ადამიანის უფლებათა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ევროკავშირს და ეუთოს

მხარი დაუჭიროს ევროსაბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის ჩამოყალიბებას რომელიც შეისწავლის საქართველოში სავარაუდო პოლიტპატიმრების საქმეებს.

იურიდიულად დააკვირდნენ სავარუადო პოლიტიკური პატიმრების ყველა საქმის წარმოებას და ასევე პოლტიკურად მოტივირებულ ნებისმიერ საქმეს.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქართველოს ადამიანის უფლებათა არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტებისა და პატიმართა ოჯახების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს სავარაუდო პოლიტპატიმრების საქმეებთან დაკავშირებით.

ევროსაბჭოს ეხპერტებს გაუზიარონ ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დასკვნები საქართველოში სავარაუდო პოლიტპატიმრების საქმეებთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლებას

ხელი შეუწყოს ევროსაბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის შექმნას რომელიც საქართველოში სავარაუდო პოლიტპატიმრების საქმეებს შეისწავლის

გაუგზავნოს FIDH ყველა მტკიცებულება რომელიც გააბათილებს საგამოძიებო მისიის დასკვნას და/ან დაიწყოს FIDH-თან კონსტრუქციული დიალოგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

უფლებას მისცეს FIDH შეხვდეს სავარაუდო პოლიტპატიმრების პატიმრობის ადგილებში

ახალი ამბები