03:59, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ამიერკავკასიაში სიტუაცია უარესდება

31.07.2009
რომან აფაქიძე

დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. მასში  ადამიანის უფლებათა ცენტრის, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პრესკონფერენციის მიზანი იყო მედიისთვის იმ ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მსოფლიო წამების ორგანიზაცია OMCT-სა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) ერთობლივი პროგრამის „ობსერვატორია ადამიანის უფლებათა დამცველების დასაცავად“ ფარგლებში მომზადდა. ანგარიშში ასახულია 2008 წელს ამიერკავკასიის სახელმწიფოებში ამ თვალსაზრისით არსებული სიტუაცია.

პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა სიმონ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ანგარიშის თანახმად 2008 წელს ამ რეგიონის სახელმწიფოებში ადამიანის უფლებადამცავი ორგანიზაციების მუშაობა წინა წლებთან შედარებით უფრო პრობლემური გახდა. ანგარიშის თანახმად, თავისუფლებების შეზღუდვის ფაქტები მნიშვნელოვანწილად უკავშირდება მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, თუმცა სიმონ პაპუაშვილის განცხადებით საქართველოში ამ კუთხით ვითარება 2008 წლის აგვისტოში წარმოებულმა ომმაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა, რადგან წაგებული ომის შემდეგ მნიშვნელოვნად იმატა უკმაყოფილო ადამიანების რიცხვმა და ხელისუფლებამ გადაწყვიტა მათი უფლებების ძალის გამოყენებით შელახვა.

სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე არტაკ კირაკოსიანმა სომხეთში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით რუსეთთან შედარებით, ამიერკავკასიის სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა დამცველებს ბევრად უსაფრთხო პირობებში უწევთ მუშაობა. მიუხედავად ამისა, დასძინა მან, იკვეთება ნიშნები, რომლებიც ამ თვალსაზრისით სიტუაციის გაუარესებაზე მიუთითებენ. შესაბამისად არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ეს ასე იქნება მომავალშიც. კირაკოსიანმა აღნიშნა ისიც, რომ 2009 წლის განმავლობაში აშკარად შეინიშნება სიტუაციის გაუარესება გასულ წელთან შედარებით, რაც მისი აზრით, აუცილებლად პოვებს ასახვას მომავალ ანგარიშებში.

აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის ელდარ ზეინალოვის განცხადებით, აზერბაიჯანში ამ თვალსაზრისით ყველაზე რთული მდგომარეობაა რეგიონის სახელმწიფოებს შორის. ამის დასტურად მან ის ფაქტი დაასახელა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაპატიმრებული ჰყავს რამოდენიმე უფლებადამცველი. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ სანამ დასავლეთისთვის აზერბაჯანში ენერგეტიკული ინტერესები ადამიანის უფლებათა დაცვაზე მაღლა იდგება სიტუაცია არ გამოსწორდება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC