კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალი დირექტორი გიორგი ჭანტურია გახდა

10 აგვისტო, 2009

თაკო ხუციშვილი

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომამ 1 არხის გენერალური დირექტორი გამოავლინა. საბჭოს წევრების 5 ხმით საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეიდან გიორგი ჭანტურია უხელმძღვანელებს. კონკურსის დანარჩენ ორ კანდიდატს არცერთი ხმა არ ერგო.

“ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ბატონი გიორგი ჭანტურია შეძლებს იმას, რაც სამწუხაროდ წინა წლებში ვერ მოხერხდა. ეს არხი გახდება ყველასთვის საინტერესო და სასურველი“-განაცხადა სამეურვეო საბჭოს თავჯდომარემ ლევან გახელაძემ, რომელმაც არ დამალა, რომ ხმა გიორგი ჭანტურიას მისცა.

,,ძალიან ობიექტურად და ნათლად ჩატარდა ეს არჩევნები, ამას წყალი არ გაუვა, გიორგიმ სამართლიანად  გაიმარჯვა.  მივესალმები მის კანდიდატურას,  ვინაიდან  ვიცი მისი მუშაობის პროცესი, მისი ჩანაფიქრები მეტად საინტერესოა. ვფიქრობ, არა მარტო პირველ არხს, არამედ ძალიან ბევრ არხს სჭირდება გაწმენდა- გასუფთავება და  გემოვნების ამაღლება“-ასე შეაფასა 1 არხის ახალი გენერალური დირექტორი სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური 15 ივლისს გახდა, მას შემდეგ რაც ლევან ყუბანეიშვილი დირექტორის  თანამდებობიდან გადადგა.

ახალ გენერალურ დირექტორთან შესაბამისი  ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.

ახალი ამბები