კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთი, საქართველო და ომი გამარჯვებულის გარეშე

7 აგვისტო, 2009

მანფრიდ კუირინგი

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ომში ჩართული მხარეები, ერთი წლის შემდეგ, დაღუპულებს იხსენიებენ. ომმა ორივე მხარე ძალიან დააზარალა. საქართველოს სწრაფვა ნატო-ში გაერთიანებისკენ, კიდევ უფრო შორეულ მომავლად იქცა. რუსეთმა კი საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციები  შეარყია.

სამხერთ კავკასიის ომიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სიტუაცია კვლავაც დაძაბული რჩება.

ის რაც ერთი წლის წინ, 10 აგვისტოს საღამოს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში  მოხდა, უჩვეულო იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამი დღის წინ ქართულმა ჯარმა, სამხერთ ოსეთის ქალაქი ცხინვალი დაცხრილა, რუსეთის ჯარებმა კი ქართული ქალაქები დაბობმეს, თბილისი ნათელ ფერებში იძირებოდა, თითქოს ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი ზაფხულის საღამო ყოფილიყოს და მეტი არაფერი: ათასობით ადამიანი მიიწევდა ქალაქის მთავარი ქუჩის, რუსთაველის პროსპექტისკენ. სათავეში კი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იდგა და ქართველ ხალხს რუსეთზე გამარჟვებას აუწყებდა.

დღესაც კი, ამ ომიდან ერთი წლის შემდეგ, სააკაშვილი ომში გამარჯვებაზე ლაპარაკობს. ის მჭერმეტყველებით და გადაჭარბებული ჟესტიკულაციით უძღვებოდა სუფრას, სადაც ცოტა ხნის წინ, უცხოელი ჟურნალისტები მიიპატიჟა. რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია და ქართული დემოკრატია ვერ დაამარცხა - მოუთხრობდა ის ჟურნალისტებს, ისე რომ ჭამა და ღვინის სმა არც კი შეუწყვეტია, - და არ არის ეს უდიდესი წარმატება? „მისი წარმატება“ როგორც ამას თავად საუბარში მსმენელს აგრძნობინებს? სიმართლე კი ის არის, რომ მისი ქვეყანა რუსეთისგან სრულ განადგურებას გადარჩა. რუსეთის ჯარი 12 აგვისტოს, თბილისიდან 40 კილომეტრის მოშორებით იდგა. იმ დროს როცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი, ქართული ჯარი ბრძოლის ველიდან უკვე აორთქლებული იყო.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს სააკაშვილმა დღეს გამარჯვებაზე, ოპოზიცია სულ სხვა დასკვნებს აკეთებს: დიდძალი თანხის საფასურად შეიარეღებულმა ქართულმა ჯარმა, ომში უუნარობა გამოაჩინა. ისინი ნახევარი ძალით მებრძოლ რუსეთის 46 არმიას ვერ გაუმკლავდნენ. აფხაზეთის და ოსეთის პროვინციები, რომლის დაბრუნებაც საქართველოს სურდა, საბოლოოდ დაკარგულია. საქართველოს მისწრაფებამ, ნატო-ს წევრობაზე შორეული მომავლისკენ გადაიწია და შედეგად ათასობით ახალი ლტოლვილის დაბინავება გახდა აუცილებელი.

რუსეთი კი ერთი წლის შემდეგ, ერთი შეხედვით, ამ ომში გამარჯვებული გამოდის.  მოკლევადიანი ომით, მან საქართველოს ნატოში გაწევრიანებება შეაფერხა, ათასობით ჯარისკაცი სამხრეთ კავკასიაში განათავსა და მეზობელ ქვეყნებს გარკვევით დაანახა, რომ რუსეთის იმპერია მზად არის, მისი ინტერესების დასაცავად სამხედრო ძალა გამოიყენოს. თუმცა ძალის დემონსტრირებას რუსეთისთვის მთლად სასურველი შედეგი არ მოუტანია: მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა მისი საერთაშორისო იმიჯი მკვეთრად გაუარესდა. ამ აღიარებამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად შეცვალა საგრძნობლად ევროპის პოლიტიკური რუკა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკარაგუას გარდა, რუსეთის გადაწყვეტილებას არავინ შეერთებია. მათ შორის ის ქვეყნებიც კი, რომლებიც რუსეთის მჭიდრო მოკავშირეებად ითვლებიან. მაგალითად გამოდგება ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელმაც ამ საკითხში მოსკოვის პოზიცია არ გაიზიარა.

ასეთი ქმედებით რუსეთმა თავისი საერთაშორისო ავტორიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ბევრ ევროპულ ქვეყანას რუსეთი ამ ომის შემდეგ მხოლოდ შიშს გვრის. რუსი პილიტოლოგის დიმიტრი ორეშკინის აზრით, მსოფლიოს მასშტაბით მის ქვეყანაზე დადებითი წარმოდგენა დაიკარგა. ევროპელების თვალში რუსეთმა გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოც დაკარგა ნდობა. ამის ფონზე, უიმედოდ ჟღერდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საერთაშორისო დონეზე გაკეთებული მოწოდება, „აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ახალი გეოპოლიტიკური რუკის“, კერძოდ, სამხრეთ ოსეთისა და აბხაზეთის აღიარებაზე.

თარგმნა: ნონა სალაღაიამ

ორიგინალი

ახალი ამბები