კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მკაცრი რეალობა

11 აგვისტო, 2009

ნინო ბურჯანაძე

მკითხველი, რომელიც უფრო იცნობს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ალბათ იგრძნობდა რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 6 აგვისტოს სტატია („საქართველო აღდგენის გზაზე“) ისევ ის შემთხვევა იყო, როდესაც დასავლეთში ერთი უნდა ითქვას და შინ საპირისპირო გაკეთდეს

შესაძლოა ზუსტად იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი იმ სტატიას სწერდა, რომელშიც „უფრო ღრმა დემოკრატიულ რეფორმებზე“ ლაპარაკობდა, უნიფორმაში ჩაცმული ადამიანები ჩემი პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელს იტაცებდნენ,  თავს ესხმოდნენ, სასტიკად სცემდნენ, მათ წინააღმდეგ ელექტროშოკსა და ხელკეტებს იყენებდნენ ან იქნებ პლასტიკურ ტყვიებსაც ესროდნენ. ასე მოხდა სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ჩვენ ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი სტუმრობდა.

ეს ერთეული ინციდენტი როდი იყო. ნიღბიანი კაცები დემონსტრანტებს თვეების მანძილზე სცემდნენ და ესროდნენ და ახლა აღარავინაა ოპოზიციაში ისეთი, რომელიც არ იცნობდეს ადამიანს, ვისაც თავს დაესხნენ ქუჩაში ან საკუთარ ბინაში, მაგრამ თქვენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მხოლოდ ჩემს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს არ უნდა ენდოთ. ამერიკულმა ორგანიზაციამ Freedom House -მა ამას წინათ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატია კი არ ღრმავდება, არამედ  უკან იხევს.

საქართველოს უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, მაგრამ რეალური სტაბილურობა, დემოკრატიის ხარჯზე ვერ მიიღწევა. როგორც საგარეო, ასევე შიდა საფრთხისაგან ჩვენი საუკეთესო დაცვა ჭეშმარიტის დემოკრატიაა.

ნინო ბურჯანაძე,

თავმჯდომარე

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“

თბილისი, საქართველო

ამ თემაზე:

საქართველო აღდგენის გზაზე

ორიგინალი

წყარო : foreignpress.ge/

ახალი ამბები