კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასვენება ჩინოვნიკებისთვის და გაჭირვება მოსახლეობისთვის...

20 აგვისტო, 2009

საბა წიწიკაშვილი, გორი

სოფელ ფლავის მაცხოვრებლები  გორში, სამხარეო ადმინისტრაციისგან დახმარების სათხოვნელად ჩამოვიდნენ.

სოფლიდან ჩამოსულ ადამიანებს ადმინისტრაციაში პრაქტიკულად არავინ დახვედრია. საქმე ისაა, რომ ჩინოვნიკები ერთდროულად გავიდნენ შვებულებაში, რის გამოც შიდა ქართლი ფაქტობრივად კანცელარიის მთავარ უფროსს - ზურაბ ლომიძეს აბარია.

სოფლიდან ჩამოსულები სამხარეო ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება მათი ბედით არ ინტერესდება, სოფლებში არ ჩადის, რათა შეისწავლოს მოსახლეობის გასაჭირი, ხოლო როცა თვითონ მიდიან ხელისუფლებასთან არც ეს მოსწონთ, უკმაყოფილოდ ხვდებიან და არც ხალხის შეურაცხყოფას ერიდებიან.

„მოგეხსენებათ, საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გვაქვს და ამდენად შესაძლოა ყველასთვის ჩვენი მუშაობა დამაკმაყოფიელები არ იყოს“ - გვითხრა ზურაბ ლომიძემ, რომელსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აგვისტოს დასაწყისში შეტანილ განცხადებებზე პასუხის გაცემა უშედეგოდ სთხოვა.

ფლაველები და ნიქოზელები განცხადებების წერას ადგილზე ჩასვლას ამჯობინებენ.

„რა აზრის აქვს, განცხადების წერას, პასუხი ერთი თვის შემდეგ მოგვდის ან საერთოდ არ მოგვდის. წერილობითი მოთხოვნის შემდეგ კომპეტენტურ კომისიას ველოდებით ხოლმე სოფელში. კომისიის ნაცვლად უკვე გამზადებული პასუხები მოგვდის და გვატყობინებენ, რომ ჩვენი საკითხი განხილვის პროცესშია. მაინტერესებს, როგორ ახერხებენ ჩვენს წერილებზე პასუხის გაცემას, როცა ადგილზე შემოწმებას არ ახდენენ“, - გვითხრა სოფელ ფლავში მცხოვრებმა მარინა ცერცვაძემ.

სოფელ ქვემო ნიქოზის მკვიდრი იოსებ მეტრეველი და მისი ოჯახი დღესაც გორში საბავშვო ბაღში ცხოვრობს. მათი სახლი ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მოხვდა, რის გამოც იქ ცხოვრება შეუძლებელია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში იოსებ მეტრეველი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღიდან მისი ოჯახის გაყვანა იგეგმება, წასასვლელი კი არსადა აქვთ. ნიქოზში ვერ იცხოვრებენ, რადგან სახლი ჯერ ერთი შესაკეთებელია, მეორეც - არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები.

მეტრეველის პრობლემებთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას წერილობით 3 აგვისტოს მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. პასუხის დაგვიანების მიზეზადშიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, თანამშრომლების მასიურად შვებულებაში წასვლას ასახელებს.

მარინა მეტრეველი ამბობს, რომ მისი ბოლო იმედი პრეზიდენტია, რომელსაც მან უკვე სათანადო წერილი გაუმზადა. საერთოდ, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ პრეზიდენტმა არაფერი იცის:

„ბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით და კეთილ სურვილებს გისურვებთ. ბატონო მიშა ბევრი კეთილი საქმე გაგიკეთებიათ ქართველებისთვის და ამჟამადაც აკეთებთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“ - ასე იწყებენ წერილს მარინა და იოსებ მეტრეველი პრეზიდენტის გულის მოსაგებად.

„ჩემი სახლი საშინლად დაზიანებულია, შიგნით არ იცხოვრება, არის შიგნით გაუსაძლისი მდგომარეობა. ძალიან ჭირს ამ სოფელში ცხოვრება. ისმის ყოველდღე სროლები. ამჟამად ვიმყოფებით საბავშვო ბაღში. სიღარიბის ზღვარს მიღმა ვარ. მარტიდან დამენიშნა 125 ლარი. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის. მყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი 7, 6 და 3 წლის შვილი. 2 ოქტომბერს მეოთხე შვილს ველოდები. ჩემს ერთ-ერთ ბავშვს ოპერაცია აქვს გაკეთებული და ცალი თირკმელი არა აქვს. მივმართე გუბერნატორს, მაგრამ ჩემი თხოვნა და და ჩემი მდგომარეობა დარჩა უყურადღებოდ“, - სწერს მარინა მეტრეველიუ პრეზიდენტს.

წერილში ასევე მოთხრობილია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში ნიქოზში დარჩენილი სახლი. სახურავი კი გადააფარეს, მაგრამ ჭერზე ,,ფანერკა“ არა აქვს აკრული. კარ-ფანჯარა ამოლესილი არ არის. დაზიანებული კედლები იშლება და იფხვშნება, ისე რომ სახლის გადახურვას აზრი არ ჰქონდა. ასეთ პირობებში მეტრეველის ოჯახს საბავშვო ბაღიდან გასახლება და იძულებით ნიქოზში შესახლება ემუქრება.

„არც მახსოვს როდის მითხრეს რომ მეკუთვნის პოლისი, რომელსაც დღემდე ველოდები. ჩემს სამი წლის ბავშვს გლანდების ოპერაცია სჭირდება. არა მაქვს საშუალება, რომ ოპერაცია გავუკეთო“, - ჩივის მარინა მეტრეველი.

ამ საკითხს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია 3 აგვისტოდან სწავლობს. გუბერნატორი და მისი ყველა მოადგილე შვებულებაში, ზღვაზე არიან წასულები. ფლაველებსა და ნიქოზელებს არ სჯეროდათ, რომ გუბერნატორი და მისი მოადგილეები ასე ერთიანად „გაიხვეტნენ დაისვენებლად“, ამიტომ საკუთარი თვალით ვარძელაშილის კაბინეტის ნახვა მოისურვეს. „გაბრაზებულმა“ მდივანმა მათ ტუალეტის კარებიც გაუღო და უთხრა - მიბრძანდით და ბარემ ტუალეტშიც ნახეთო...

ახალი ამბები