კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოტყუებული სოფელი და სატელეფონო ანძებს შეწირული ჯანმრთელობა

21 აგვისტო, 2009

შორენა სარიშვილი, ბათუმი

უგზოდ, უტრანსპორტოდ, უშუქოდ და უწყლოდ დარჩენილ ლანჩხუთის რაიონის სოფელში კოკათში ბოლო დროს სხვადასხვა დაავადებებმა იჩინა თავი. სოფლის მოსახლეობა ირწმუნება, რომ ამის მიზეზი მობილური ტელეფონის ანძებია, რომლებიც დასახლებულ ტერიტორიაზე განთავსებული.

მობილური კავშირგაბმულობის ორმა მსხვილმა კომპანიამ „ჯეოსელმა“ და „მაგთიმ“ ლანჩხუთის რაიონის ერთერთ სოფელ კოკათში, მობილური სატელეფონო ანძები რამდენიმე წლის წინ დადგეს მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ანძების დადგმის წინააღმდეგ გამოდიოდა. მაშინ მოსახლეობა პროტესტის სხვადასხვა გზას მიმართავდა, კერძოდ ის ორმოები ამოავსეს სადაც ეს ანძები უნდა ჩაედგათ, ვის აღარ მიმართეს დახმარებისთვის, მაგრამ ამაოდ - არაფერი გამოუვიდათ.

კომპანიებმა მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად მოახერხეს სოფელში ანძების დადგმა, მხოლოდ იმ პირობით რომ კომპანიები ანძების დადგმის სანაცვლოდ სოფელს პრობლემების მოგვარებაში დაემხარებოდა, მაგრამ პრობლემები პრობლემად და დაპირებები დაპირებათ დარჩა, მოსახლეობაში კი სხვადასხვა ტიპის დაავადებებმა იჩინა თავი, კერძოდ ხშირმა წნევებმა თავის ტკივილებმა, გულსისხლძარღვთა დაავადებებმა, პროთრომბინის მატებამ. მედიკოსები მიიჩნევენ რომ აღნიშნულ დაავადებებს სატელეფონო ანძები იწვევს, თუმცა მაგთის ოფისში ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვთ და ამბობენ, რომ ანძების ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება დასაშვებ ნორმებს არ აღემატება.

ფიზიკოსი გონელ პაპავა ჯურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე „რამდენად მართებულია ანძების დასახლებულ პუნქტთან ახლოს დადგმა – პასუხობს რომ ეს მოსახლეობის სიცოცხლისთვის საზიანოა.

ლიანა ჩხაიძე სოფლის მკვიდრი: „ამ ანძების დადგმის შემდეგ მოსახლეობის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. შინაური ცხოველი და ფრინველები ყოველდღიურად გვეღუპება. მაგ ანძებთან ახლოს ბაღი მქონდა მანდარინის, ახლა კი ვერ მიხვდები რის ნამყოფს ისხამენ ხეები. რაც უნდა ამტკიცონ არაა საზიანოო მაინც ვერ დავიჯერებ, სიკვდილიანობა და ავადმყოფობა დღითიდღე მატულობს, კარგი და დადებითი მაგას არაფერი მოუტანია, დაგვპირდნენ ჯანმრთელობის პრობლემები თუ შეგექმნათ მკურნალობის თანხებს აგინაზღაურებთო, სოფლისთვის საჭირო სამუშაოს ჩატარებაში დაგეხმარებითო, მაგრამ არაფერში არ გვეხმარებიან. არის სადმე სამართალი?“

სოფლის მოსახლეობამ არც ის იცის ვის უნდა მიმართოს დასახმარებლად. არც სჯერათ, რომ ვინმე მოახერხებს მათ დახმარებას.

ახალი ამბები