კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოძალვის ბრალდებით დაპატიმრებული ქართველი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ოთხ-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს

1 სექტემბერი, 2009

არსებობს ვარაუდი რომ მისი დაპატიმრობა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიაზე ზეწოლის ნაწილი იყო.

ოთხშაბათს, საქართველოს ხელისუფლებამ ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლა ჟურნალისტი შალვა რამიშვილი, რომელსაც ბრალი შანტაჟში ედებოდა.

ტელეკომპანია „202“-ის ყოფილი ჟურნალისტი და ერთ-ერთი მფლობელი შალვა რამიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და ირწმუნებოდა, რომ ის  მხოლოდ იმიტომ დააპატიმრებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებდა.

2005 წლის აგვისტოში, როცა რამიშვილი დააპატიმრეს ის პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი იყო. მას ბრალი მმართველი პარტიის დეპუტატის კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვის მცდელობის გამო წაუყენეს. სასამართლომ რამიშვილი დამნაშავედ ცნო და ოთხ-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რამიშვილი და „202“-ის გენერალური დირექტორი დავით კოხრეიძე ესაუბრნენ კობა ბექაურს. საუბრის დროს ისინი პარლამენტის წევრს კორუფციაში ადანაშაულებდნენ. ჟურნალისტებმა ბექაურს ამ ფაქტის დასამალად  100 000 დოლარი მოსთხოვეს. ბექაურმა ჩუმად გადაიღო მათი საუბარი და შემდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში.

დავით კოხრეიძეს სამი წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 2007 წელს ის შეიწყალეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საერთაშორისო პრესის ინსტიტუტს (IPI) განუმარტა, რომ რამიშვილმა შეწყალებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, მისი მხრიდან შეწყალების თხოვნა უკვე გულისხმობს დანაშაულის აღიარებას

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ადამიანის „უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ აცხადებენ რომ რამიშვილის ბრალდება უკანონოა.

„შალვა რამიშვილის საქმის შესწავლის შემდეგ დავადგინეთ რომ ის პოლიტიკური პატიმარია“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ანა ნაცვილიშვილმა. „რამიშვილის გისოსებს მიღმა რამოდენიმე წლით მოთავსება, ერთ-ერთი პირველი ნიშანი იყო იმის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა შორსმიმავალი გეგმა, კანონის საბურველის გამოყენებით დაეშალა ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებები და გაეჩუმებინა მისდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები“.

2006 წლის ოქტომბერში ტელეკომპანია „202“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა.

„ზუსტი გარემოებები რამაც რამიშვილის დაპატიმრებამდე მიგვიყვანა კვლავ გაურკვეველი რჩება“, - განაცხადა საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ალისონ ბეტელ მაკკენზიმ, - „უნდა ითქვას ისიც, რომ ყოველთვის, როცა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ცნობილი ჟურნალისტის გაჩუმება ასეთი საეჭვო გზებით ხდება, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლების საქციელი რეალურად მედიის შევიწროებისკენ იყო მიმართული“.

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი: გლობალური ქსელი თავისუფალი მედიისთვის

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პრესის თავისუფლების განვითარებისა და დაცვის სფეროში მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ახალი ამბებისა და ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების ხელშეწყობა და ჟურნალისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა

ახალი ამბები