კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული გამოწვევა ევროპისათვის

17 სექტემბერი, 2009

ევროპის ლიდერებმა პრეზიდენტ სააკაშვილს პირობები უნდა დაუყენონ

ნინო ბურჯანაძე

2008 წელს საქართველოს გადარჩენა ევროპის საგარეო პოლიტიკის დიდ წარმატებას წარმოადგენდა, მაგრამ სამომავლოდ ქვეყანა ევროპას ისეთ  გამოცდას ჩაუტარებს, რომელიც გამოავლენს, რეალურად რამდენად ძლიერია  ევროპის კოლექტიური ძალა საერთაშორისო სარბიელზე

გასულ აგვისტოს ევროკავშირის პრეზიდენტმა ფრანგმა ნიკოლა სარკოზიმ,   სამხრეთ-ოსეთის გამანადგურებელი ომის კონტინენტური მასშტაბის   კატასტროფად გარდაქმნის შესაძლებლობა აღკვეთა.  თავისი პირადი  პასუხისმგებლობითა და ძალისხმევით მან რუსეთი უფსკრულის პირას შეაჩერა.

მაგრამ რეალურად, საზავო ხელშეკრულებამ მხოლოდ გაყინა კონფლიქტი. ეს სალბუნი იყო და არა პრობლემის გადაწყვეტა. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა მოსთხოვს რუსეთს იმ ვალდებულებათა პატივისცემა, რომელიც მან შარშან იკისრა - ნებისმიერი სხვა რამ კრემლისთვის  სისუსტედ აღიქმება.

საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტებისთვის, ქვეყნის პერმანენტული დაყოფა წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ ოპოზიციაში, ვაცნობიერბთ, რომ ძალას ჩვენი პრობლემის გადასაჭრელად ვეღარ დავუბრუნდებით.

პირიქით, ჩვენ ახლა ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმ რჩევას უნდა მივსდიოთ, რომელიც მან ივლისში თბილისში ჩამოიატანა - „მხოლოდ მშვიდობიან და წარმატებულ“ საქართველოს ექნება გაერთიანების პერსპექტივა,  ხოლო ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ევროპის კავშირი ჩვენს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაჟინებით მოსთხოვს იმ დემოკრატიული რეფორმების შესრულებას, რომელსაც ის მუდმივად გვპირდება, მაგრამ რომელთა შესრულების სურვილი არასდროს გამოუმჟღავნებია.

გასულ სექტემბერს, ზუსტად რამდენიმე კვირიდან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სარკოზიმ ის და ჩვენი ქვეყანა კატასტროფისგან იხსნა, ჩვენმა პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე,  თავისი ბევრი გამოსვლიდან ერთ-ერთი პირველით, საერთაშორისო აუდიტორიას  მიმართა და დემოკრატიული რეფორმების ჩატარების პირობა დადო.

ამ დროს კი შინ მან რეპრესიები უფრო ინტენსიური გახადა, აპატიმრებდა და სცემდა თავის ოპონენტებს: ჩვენი ომბუდსმენის გათვლებით, დღეს საქართველოში 30-40 პოლიტიკური პატიმარია, ჩვენ ოპოზიციაში ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია.

ივლისში, ზუსტად ჯო ბაიდენის ჩამოსვლის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თითქმის ისეთივე სიტყვა წარმოსთქვა, როგორიც ნიუ-იორკში.  ის რომ ათი თვის განმავლობაში პროგრესის დეფიციტი იქნებოდა (რეალურად ჩვენ უკუსვლით წავედით)  დასავლელმა მეთვალყურეებმა, რომლებსაც ძალიან უნდათ აქ პროგრესის დანახვა, არ შეიმჩნიეს.

ბაიდენს სულ ახლად ჰქონდა დატოვებული თბილისი,  უნიფორმიანი  მკვლელები კი ისევ იტაცებდნენ და აწამებდნენ ოპოზიციის აქტივისტებს.  თბილისში ჩვენ უკვე კარგა ხანია კატა-თაგვობანას ვთამაშობთ და სასურველის რეალობად აღქმის უფლება აღარ გვაქვს.

უკეთესი ხვალინდელი დღე

„უკეთესი ხვალინდელი დღის“ დაპირებები შესაძლოა დასავლეთის მედიაში ჭრის, მაგრამ საქართველოში ის მხოლოდ ცინიკურ განწყობებს აქეზებს და რაც უფრო დიდხანს დაუშვებენ ევროპის მთავრობები ვითარების ამგვარ განვითარებას, მით უფრო ნაკლებად სარწმუნო ხდება ევროპის დანაპირები დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები.

ამიტომაა რომ დადგა დრო, როდესაც ევროპის ლიდერებმა ამ პრობლემას უნდა მიხედონ და პირდაპირ წაუყენონ პირობები პრეზიდენტ სააკაშვილს.  მას ნამდვილად სურს ევროპული დემოკრატიული კლუბის წევრობა და მას უეჭველად სჭირდება ევროპული ფული, რაც ჩვენს ეკონომიკას გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და რუსული ბლოკადისგან გადარჩენაში დაეხმარება, მაგრამ როგორც სჩანს, მას ჰგონია რომ შეუძლია არ შეასრულოს წესები, რომლებიც ამ კლუბის წევრებისთვისაა დადგენილი და თუ ის ასე ფიქრობს, ეს ნაწილობრივ იმის ბრალიცაა, რომ მას უსიამოვნება ამის გამო არ შეხვედრია.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ევროპამ ან ახალი გეგმა უნდა შექმნას ან სააკაშვილს  ახალი ვალდებულებები უნდა დააკისროს. უბრალოდ მას უნდა უთხრან, რომ ახლა უკვე აუცილებლად უნდა შეასრულოს ის, რის დაპირებასაც მუდმივად იძლეოდა.

მისი სიტყვების სარწმუნოდ მიღებამ შედეგი არ გამოიღო და პირიქით სრულ თავაშვებულობამდე მიგვიყვანა, აი ეს მოიტანა იმან, რომ აშშ და ევროკავშირი  ამარაგებენ ფულით ფაქტობრივად  რეპრესიულ მთავრობას, რომელიც ზღუდავს მედიას, სდევნის ოპოზიციას და ატარებს არჩევნებს, რომლებსაც ვერც თავისუფალს უწოდებ და ვერც სამართლიანს. ნუთუ ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი გადასახადის გადამხდელები მათი ფულის ასე გამოყენებას მოინდომებდნენ? მე ამაში ძალიან მეპარება ეჭვი.

რა სჭირდება საქართველოს ევროპისაგან

ასე რომ ჩვენ ევროპისგან ორი რამ გვესაჭიროება. უნდა დაწესდეს კრიტერიუმები და  თუ სააკაშვილსა და მის მთავრობას ევროპისგან კვლავინდებურად უნდათ დახმარების მიღება,  მათ ეს კრიტერიუმები უნდა შეასრულონ. მეორე, უნდა დაფუძნდეს ჯგუფი, რომელშიც მაღალი რანგის ევროპელი სახელმწიფო მოღვაწეები შევლენ და რომელსაც თბილისში მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა ეყოლება. სწორედ ამ ჯგუფმა უნდა განახორციელოს მუდმივი ზეწოლა სააკაშვილზე, რათა მან მოქმედება დაიწყოს.

ჩვენ ერთხელ უკვე გავხდით ამგვარი ფაქტის მომსწრენი და ამან იმუშავა. 2007 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ თოფის ლულის ქვეშ დახურა და სცადა ის მუდმივად ამ მდგომარეობაში დაეტოვებინა. პროცესში მაღალი რანგის ევროპული  წარმომადგენლობითი ჯგუფი ჩაერია და ტელეკომპანია აღსდგა, მაგრამ როგორც კი ევროპელებმა ყურადღება შეასუსტეს, სააკაშვილმა თავის ხრიკებს მიმართა და ტელეკომპანია საკუთარ ახლობლებს მიჰყიდა.

ამჯერად ევროპამ ამ საქმის ბოლომდე დასრულება დაჟინებით უნდა მოითხოვოს.

სულ რამდენიმე კვირაში შეიძლება ლისაბონის შეთანხმება ძალაში შევიდეს. სავარაუდოდ ის ევროპას ისეთ სტრუქტურებს შეუქმნის, რომელიც მას 21-ე საუკუნეში ფუნქციონირებისთვის სჭირდება და ბევრად უფრო მეტი სახელმწიფოს ერთიანობად აქცევს, ვიდრე მხოლოდ ექვსთა კავშირი როგორც ეს თავდაპირველად იყო, მაგრამ პოლიტიკური ნების გარეშე სტრუქტურებს დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება.

საქართველო ის ტესტია, რომელმაც უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა ეს ნება. კონტინენტის დემოკრატიულ ქვეყნებს შეუძლიათ იმის დემონსტრირება, რომ ისინი მშვიდობისა და თავისუფლების გლობალურ ძალას წარმოადგენენ.   არადა ისინი   იმის მოწმენი გახდებიან, თუ როგორ იწყება მათ გარშემო ახალი ცივი ომი. პრობლემის მართებულად გააზრებისთვის ჯილდო მაღალი იქნება. ნამდვილად დემოკრატიული საქართველო უფრო მშვიდობიანი იქნება, როგორც თავისი მეზობლებისთვის, ასევე საკუთარი ხალხისთვისაც.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ის თუ როგორ შესძლებს ევროპა მისი მომავლის მოგვარებას, სერიოზული ნიშანი იქნება იმისა, ინარჩუნებს თუ არა ევროპა თავის წონას.

ორიგინალი: 

წყარო:  foreignpress.ge

ახალი ამბები