კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირის დასკვნა: დამოუკიდებელი ექსპერტები სამხრეთ ოსეთის ომში საქართველოს ადანაშაულებენ

21 სექტემბერი, 2009

როგორც SPIEGEL-მა შეიტყო, ევროკავშირის ექსპერტების კომისიამ შარშანდელი ზაფხულის სამხრეთ ოსეთის ომში საქართველო დაადანაშაულა, თუმცა ნაწილობრივ პასუხისმგებლობა რუსეთსაც დააკისრა. მასალები, რომლებიც კვლავ ცხრაკლიტულშია გადამალული, როგორც ჩანს გამოქვეყნების შემდეგ, ომის მიზეზებზე დებატებს ხელმეორედ განაახლებს.

SPIEGEL-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ საქართველო-რუსეთის შარშანდელი ზაფხულის ომის გამოსაძიებლად შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ ხუთდღიანი ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი თბილისია.    

ბრიუსელში, იმ დიპლომატების ინფორმაციით, რომლებიც საიდუმლო დოკუმენტის შინაარს იცნობენ, ევროკავშირის ექსპერტები ომზე პასუხისმგებლობას რუსეთსაც აკისრებენ. დასკვნა, რომელიც ცხრაკლიტულში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და ბენელუქსის ქვეყნებიდან მისი კოლეგების ინიციატივითაა გადამალული, ასკვნის, რომ არმიის მასობრივი გადაადგილების გზით მოსკოვმა კონფლიქტის ესკალაცია მოახდინა.        

საერთაშორისო კომისიას, რომელსაც ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, სურს დოკუმენტი მომავალ კვირამდე არ გამოქვეყნოს, რადგან შვეიცარელ დიპლომატს სურს რომ პირველ რიგში ეს სადაო დასკვნა პირველ რიგში ნიუ-ორკში გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს წარუდგინოს. ამის შემდეგ, კომისიის დასკვნის შედეგების შესახებ ერთდროულად აცნობებენ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებს ბრიუსელში და საქართველოს და რუსეთის მთავრობებს.       

დასკვნის გამოქვეყნება, ომზე პასუხსისმგებელ მხარეზე დებატებს კვლავ განაახლებს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე დაიჩივლა, რომ „ზოგიერთი იდიოტი ამტკიცებს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ“-ო. თბილისს განსაკუთრებით იმის ეშინია, რომ დასკვნა უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებს შეამცირებს.  

კონფლიქტი 2008 წლის 7 აგვისტოს გაჩაღდა, როდესაც საქართველომ აჯანყებულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე შეტევა წამოიწყო. რუსეთის არმიამ ქართველების შეტევა სასწრაფოდ მოიგერია და ღრმად საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. როგორც ვარაუდობენ, ასობით ადამიანი, მათგან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთნხმება არ გაფორმდა.

წყარო: foreignpress.ge

ახალი ამბები