კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ტუღუში-,,ყოველთვის ვიქნები კანონის და კონსტიტუციის სადარაჯოზე”

22 სექტემბერი, 2009

ანა შეშაბერიძე

დღეს ახალმა სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა პრესკონფერენცია გამართა სადაც გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

გიორგი ტუღუში პარლამენტმა ამ თანამდებობაზე 31 ივლისს აირჩია. მას მუშაობა 17 სექტემბრიდან უნდა დაეწყო, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.

ტუღუშმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატში რაიმე რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა გარკვეულ გადაადგილებებს არ გამორიცხავს. მისი თქმით, სოზარ სუბარი ყველაზე კარგი სახალხო დამცველი იყო: „სოზარ სუბარს ჰქონდა ძლიერი მიმართულებები, რომელსაც დავტოვებ და შევცვლი იმას, რაშიც მაქვს ჩემი ახლებური ხედვა, ვეცდები ყოველთვის ვიყო კანონისა და კონსტიტუციის სადარაჯოზე“.

გიორგი ტუღუშისთვის საყურადღებოა ყველა სფერო, სადაც ხდება ადამიანის უფლებათა დარღვევა, ამიტომ პრიორიტეტების გამოყოფას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს: „ხშირად პრიორიტეტად რომელიმე სფეროს გამოყოფენ, მაგრამ ჩემთვის რომელიმე კონკრეტული ადამიანის უფლება ვერ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი“. ამ ეტაპზე მთავარ პრიორიტეტად იმ ანგარიშზე მუშაობას მიიჩნევს, რომელიც სოზარ სუბარმა მოამზადა და რომლის წარდგენა პარლამენტისთვის სავარაუდოდ ნოემბერში მოხდება.

სახალხო დამველმა მედიას ახალი მოადგილე წარუდგინა - ტატა ხუნწარია, რომელიც პროფესიით იურისტია. ის ეროვნული უმცირესობების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი იყო და გიორგი ტუღუშთან ერთად ეუთოში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის სახალხო დამცველთან 1 ოქტომბრიდან იმუშავებს.

ახალმა სახალხო დამცველმა თანამშრომლებზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მისი მრჩევლის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ის საკმაოდ დამაჯერებელი და გულწრფელი იყო. მან ტუღუშს პირველი რჩევაც მისცა: „პირველი რჩევაა შეინარჩუნოს და გაზარდოს ის სტანდარტი, რომელიც დააწესა სოზარ სუბარმა და გამოიყენოს ის გამოცდილება, რომელიც ახალ ომბუდსმენს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სფეროში“.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი პრიორიტეტი ანგარიშზე მუშაობაა, სახალხო დამცველის აპარატში ყოველდღიური საქმიანობა არ შეწყდება და კვლავ გაგრძელდება საჩივრების მიღება, განხილვა და მათზე რეაგირება.

ახალი ამბები