კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ჟურნალისტის უფლებების დარღვევას აპროტესტებს

22 სექტემბერი, 2009

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტ ბესიკ ფიფიასთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისგან თავის შეკავებას ითხოვს. ჟურნალისტი ბესიკ ფიფია საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ჟურნალისტი და თბილისის ოფისის ხელმძღვანელია. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოში მას ზეწოლის ქვეშ უწევს მუშაობა. გთავაზობთ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადების ტექსტს.

დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით რუს ჟურნალისტს პატიმრობა ემუქრება

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს სისხლის სამართლის დევნა თბილისში რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ოფისის ხელმძღვანელის წინააღმდეგ და საშუალება მისცეს მას გააგრძელოს პროფესიული საქმიანობა ზეწოლის შიშის გარეშე. „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტების გაყალბების ბრალდება დაუმტკიცდა ბესიკ ფიფიას სამწლიანი პატიმრობა ელის.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, 3 სექტემბერს  ქართულმა პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ფიფიას წინააღმდეგ; მას ბრალი ედება 1991 წელს გაცემული მანქანის მართვის მოწმობის გაყალბებაში. ფიფიამ ჟურნალისთა დაცვის კომიტეტს განუცხადა, რომ მის მართვის მოწმობაში ტრანსპორტის კატეგორია არასწორად იყო მითითებული; მოწმობის თანახმად მას შეუძლია მართოს კომერციული და არა ჩვეულებრივი მანქანები.

ფიფიამ და მისმა სააგენტომ გააპროტესტეს ბრალდება; მათი მტკიცებით ეს პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლო ბრალდებაა. ჟურნალისტსა და საინფორმაციო სააგენტოს სჯერა რომ აღნიშნული ფაქტი მის საქმიანობასთან არის დაკავშირებული. „რია ნოვოსტის“ დირექტორის მოადგილე ვალერი ლევჩენკომ კომიტეტს განუცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დაემთხვა ორი რუსი ჟურნალისტის საქართველოში არ შეშვების ფაქტს; რუსი ჟურნალისტები თბილისში საჯარო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იყვნენ მოწვეულნი, რომელზეც ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის შემდგომი ურთიერთობები უნდა განეხილათ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის რეგიონში არსებული სიტუაცია ორივე ქვეყნის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების საშუალებით, ცალმხრივად შუქდებოდა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის შეფასებით, აღნიშნულმა სიტუაციამ ორივე ქვეყანაში გამოიწვია აგრესია „მოწინააღმდეგე“ მხარის ჟურნალისტების მიმართ.

„ბესიკ ფიფია გახდა ზეწოლის ობიექტი რუსული საინფორმაციო სააგანტოში მუშაობის გამო“, - განაცხადა რობერტ მაჰონიმ, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის დირექტორის მოადგილემ. „ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააუქმოს მის მიმართ არსებული ყველა ბრალდება და მას პროფესიული მოვალეობის თავისუფლად შეასრულების საშუალება მისცეს“.

ფიფიამ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს განუცხადა, რომ ივნისის თვეში მიმართა შესაბამისს უწყებას მართვის მოწმობის განსაახლებლად. დოკუმენტში არსებული ხარვეზის შესახებ მან მხოლოდ გამომძიებლისაგან გაიგო, როდესაც ის დაკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტის განცხადებით 3 სექტემბრამდე  მისთვის არავის უცნობებია, რომ მას ბრალი ყალბი დოკუმენტის მფლობელობის გამო ედებოდა.

ამ ბრალდების გარდა, საქართველოს ხელისუფლებას არ განუახლებია მისი აკრედიტაცია სამთავრობო დაწესებულებებში მიუხედავად იმისა, რომ მან ამის შესახებ განაცხადი მაისის თვეში შეიტანა. „კანონის მიხედვით, ხელისუფლებას ჩემთვის პასუხი ერთი თვის განმავლობაში უნდა გაეცა, მაგრამ განაცხადის შეტანის შემდეგ უკვე რამოდენიმე თვე გავიდა“, განაცხადა ჟურნალისტმა კომიტეტთან საუბრის დროს.

ნიუ-იორკში არსებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი  დამოუკიდებელი, არასამეწარმეო ორგანიზაციაა რომელიც იცავს პრესის თავისუფლებას მთელს მსოფლიოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მის ვებგვერდს - www.cpj.org

ნიუ-იორკი, 2009 წლის 18 სექტემბერი

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი

მუზაფარ სულეიმანოვი

ახალი ამბები