06:11, Wednesday, 23.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ევროკავშირი ომზე დასკვნის გამოქვეყნების წინ საქართველოს პატრულს აძლიერებს

23.09.2009
ვალენტინა პოპი

ბრიუსელი - ევროპის მონიტორინგის მისია საქართველოში 2008 წლის ომზე საგამოძიებო მასალების გამოქვეყნებამდე პატრულს აძლიერებს, რაც ახალი კონფლიქტის შესაძლო განახლების წინააღმდეგ მიმართული “პროფილაქტიკური” ზომაა

“დასკვნის გამოქვეყნების წინ, ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს პატრულს და შევინარჩუნებთ მაქსიმალურ ხედვას” - ორშაბათს (21 სექტემბერს), ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა  ევროკავშირის საქართველოს მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა გერმანელმა დიპლომატმა ჰანსიორგ ჰაბერმა.

220-კაციანი მისია რეგიონში ერთი წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ განთავსდა და უსაფრთხოების შეუიარაღებელი ექსპერტებისაგან შედგება, რომლებიც სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან პატრულირებენ.

”დამატებითი ძალები “მხოლოდ პროფილაქტიკური” ზომაა” - განაცხადა ბატონმა ჰაბერმა, დაუკავშირა რა ის დაძაბულობის მატების რისკს, შარშანდელ ომზე ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

დასკვნა, რომელიც შვეიცარელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ შეადგინა, მომავალ კვირას უნდა გამოქვეყნდეს.

თავდაპირველად, დოკუმენტი ივლისის ბოლოს, შარშან 7 აგვისტოს ომის გაჩაღების წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ის მას შემდეგ გადაიდო, რაც ქალბატონმა ტალიავინიმ განაცხადა, რომ მუშაობის ბოლო სტადიაზე კომისიამ ახალი მასალები მიიღო.

SPIEGEL-ის მიერ ციტირებული დიპლომატიური წყაროების თანახმად, შვეიცარელი დიპლომატი ამ კვირაში დასკვნაზე ინფორმაციას ჯერ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ მდივანს პან გი მუნს მიაწვდის და ამის შემდეგ დაუგზავნის მას ერთდროულად საქართველოს და რუსეთის მთავრობებს და ევროკავშირის დიპლომატებს.

დასკვნა შესაძლოა ფეთქებადსაშიში აღმოჩნდეს.

თუკი დოკუმენტში დადანაშაულებული მხოლოდ მოსკოვი იქნება, ეს ხელს შეუშლის ბოლო დროს აშშ-სა და ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პროცესს.

თუკი მასში პირველ რიგში დადანაშაულებული საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ამას შეუძლია კავკასიის ამ რესპუბლიკაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს, რადგან გაზაფხულზე დაწყებულ რამდენიმეთვიან ოპოზიციურ აქციებზე, პრეზიდენტის გადადგომას უკვე მოითხოვდნენ.

წინასწარი შედეგების თაობაზე ინფორმაციამ ივნისში SPIEGEL-ში გაჟონა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დოკუმენტი სააკაშვილისთვის არასასურველ დასკვნებს შეიცავდა, რადგან ვერანაირად ვერ მტკიცდებოდა ის ფაქტი, რომ რუსული ტანკები საქართველოს ტერიტორიაზე მანამ შეიჭრნენ, ვიდრე მან ცეცხლის გახსნაზე ბრძანება არ გასცა, თუმცა ამ პუბლიკაციის შემდეგ ქალბატონმა ტალიავინიმ განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამი იყო, რომ საბოლოო სიტყვას კომისიის დასკვნებზე თავად იტყოდა.

ევროკავშირის დიპლომატების ინფორმაციის თანახმად, რომელებსაც ორშაბათს SPIEGEL-ში გამოქვეყნებული სტატია იმოწმებს, საბოლოო დასკვნაში როგორც სჩანს დადანაშაულებული ორივე მხარე იქნება - ბატონი სააკაშვილი შეტევის დაწყებისა და კონფლიქტის ესკალაციაში მოსკოვის არმიის დიდი ოდენობით გადაადგილებით.

რიტორიკის კლება

კონფლიქტის განახლების პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვას, ბატონმა ჰაბერმა უპასუხა, რომ შარშანდელთან შედარებით რიტორიკამ ორივე მხრიდან იკლო.

“ახლა ძალიან შემცირებულია კონფლიქტის წარმოქმნის შესაძლებლობა. საქართველოს ამისგან თავის დაზღვევა სურს და რაღაც დოზით რუსეთთსაც” - განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთი საქართველოში მისი 3 600 კაციანი სამხედრო კონტიგენტის განახევრებასაც კი გეგმავს, რადგან დაძაბულობა ნელ-ნელა კლებულობს.

თუმცა, ბატონი ჰაბერის თქმით, კლიმატის გაუმჯობესების მიუხედავად, რუსეთის მხრიდან ევროკავშირის მისიის სამხრეთ- ოსეთსა და აფხაზეთში დაშვების “არანაირი პერსპექტივა” არ არსებობს.

მისიას ასევე არ ძალუძს საქართველო-აფხაზეთის საზღვაო დავის მონიტორინგი, რადგან მას გემები არ ჰყავს. “მაგრამ ჩვენ მოვლენებს თვალს ვადევნებთ და ორივე მხარეს ვთხოვეთ, რომ ეს საკითხი კონფლიქტის რეგულაციის მექანიზმების ფარგლებში განიხილონ” - დასძინა მისიის ხელმძღვანელმა.

ორშაბათს რუსეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ აფხაზეთის წყლების პატრულირება დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველომ რეგიონისკენ და რეგიონიდან მომავალი სატვირთო გემები დააკავა, რაც შავ ზღვაზე საზღვაო შეტაკების საფრთხეს ზრდის.

ორიგინალი: - http://euobserver.com/9/28693

წყარო: Foreignpress.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC