კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კლინტონმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონებთან დაკავშირებით მოთმინებისკენ მოუწოდა

24 სექტემბერი, 2009
ვაშინგტონი - სახელმწიფო მდივანმა ჰილარი როდამ კლინტონმა საქართველოს მოუწოდა, გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინება თავისი ორი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემებისა და რუსეთის მიერ ამ ორი რეგიონის ოკუპაციის საკითხის გადაწყვეტისას.

კლინტონი 21 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დებატების წინ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა ვცადოთ იმის, უზრუნველყოფა, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის საზავო შეთანხმება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში თქვენი ქვეყანა გაერთიანდება ისე, როგორც უნდა იყოს“, - განაცხადა კლინტონმა პრესკონფერენციაზე. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, აღნიშნა მან.

შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ მოუწოდა რუსეთს პატივი სცეს თავის ვალდებულებებს და გამოიყვანოს თავისი ჯარის უდიდესი ნაწილი აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და „დაუბრკოლებლად“ დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება რეგიონში.

სააკაშვილმა მაღალი შეფასება მისცა შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ მხარდაჭერას და ზეწოლას, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო საზოგადოება, რათა იძულებელყონ რუსეთი უერთგულოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ერთი წლის წინ საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს. „ჩვენ მადლობელნი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც აღმოგვიჩინეთ“ - აღნიშნა მან.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ თავის მოლაპარაკებებში სააკაშვილთან კლინტონმა ხაზი გაუსვა შემდეგს - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ წარმოადგენენ პრობლემას, რომელსაც მოკლე ხანში გამოასწორებ. „საუკეთესო გზა იქნებოდა სტრატეგიული მოთმინება, რომლის მეშვეობითაც საქართველო დაადასტურებდა, რომ ის მიმზიდველი ადგილია, უფრო ძლიერი, დემოკრატიული“ ქვეყანა, - განაცხადა გორდონმა შეხვედრის შემდეგ.

„სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა დემოკრატიის მნიშვნელობას და მიესალმა პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიის განმტკიცების პროცესში, და პრეზიდენტი სააკაშვილი ამ გზით სვლისაკენ წაახალისა“, - განაცხადა გორდონმა. „ეს ნაწილია იმ მიდგომისა, რომელიც საქართველოს გააძლიერებს, უფრო მიმზიდველ ადგილად და დასავლეთისთვის უკეთეს პარტნიორად აქცევს“, - განაცხადა გორდონმა.

სააკაშვილმა შეხვედრა იმისთვის გამოიყენა, რომ განემარტა, რამდენად დიდ პროგრესს მიაღწია მისმა მთავრობამ იმაში, რომ საქართველო უფრო ძლიერი, წარმატებული, დემოკრატიული გამხდარიყო და შეემცირებინა კორუფცია, განაცხდა გორდონმა. გორდონი სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

„ეჭვი არაა მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მაგრამ ცხადია, რომ მათ კიდევ მეტი უნდა გააკეთონ“, - განაცხადა მან. შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რათა მეტი დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის იმუშაონ. კომისიამ, რომელიც გააკონტროლებს ამ სამუშაოს, უკვე დაიწყო შეხვედრები, განაცხადა გორდონმა. შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს დახმარების სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მისი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად 1 მილიარდი დოლარი გამოყო. ნატომ ნატო-საქართველოს კომისია დააფუძნა. ეს კომისია წელიწადში ორჯერ იკრიბება.

სააკაშვილმა 22 სექტემბერს CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპირებას. „ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი და სხვა ეთნიკური ჯგუფები, ყველა საქართველოს მოქალაქე ლტოლვილებად იქცნენ. იქ რუსული ჯარის მასობრივ კონცენტრაციას აქვს ადგილი“ - განაცხადა მან.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე ომის შემდეგ ყველა ელოდა, რომ საქართველო დაეცემოდა და გაქრებოდა.

„შეხედეთ სად ვართ ჩვენ“, - განაცხადა მან - „ჩვენი ეკონომიკა კარგ ფორმაშია და ის მეტს აკეთებს ვიდრე რომელიმე რეგიონული ეკონომიკა. ჩვენი პოლიტიკური სისტემა კარგად მუშაობს... ქვეყანა მართლა წინ მიიწევს. ჩვენ მთავარი საინვესტიციო ადგილი ვართ რეგიონში, მთავარი, პირველი, მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად“.

„ასე რომ ბევრი თვალსაზრისით, საქართველო იმარჯვებს მშვიდობაში“, - განაცხადა მან.

2008 წლის აგვისტოში რუსეთს და საქართველოს სეპარატისტული პროვინციების გამო, რომელთა დამოუკიდებლობაც შემდგომში რუსეთმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს, ხუთდღიანი ომი ჰქონდათ. 23 ივლისს საქართველოში წარმოთქმულ სიტყვაში ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა „ჩვენ არ ვცნობთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას“.

რუსეთი ორივე რეგიონში მნიშვნელოვან სამხედრო ძალას ინარჩუნებს მიუხედავად 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში დადებული საზავო შეთანხმებისა, რომელიც ჯარის გამოყვანას ითხოვდა. რუსეთმა ასევე გააპროტესტა საქართველოში ევროპელ მეთვალყურეთა მუშაობა. შეერთებული შტატები მხარს უჭერს შეუიარაღებელი, საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიების გაფართოებას მთელს საქართველოსა და სადავო რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის გავრცელებისთვის.

წყარო: foreignpress.ge

ორიგინალი: media-newswire.com/release_1099554.html


ახალი ამბები