კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არც საქონელი დაუბრუნეს და დააპატიმრეს კიდეც

25 სექტემბერი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

მოვაჭრე ემინე პეტრიძის კუთვნილი 1 612 ლარის ღირებულების საქონელი, გამომძიებელმა სხვა მოვაჭრეს გადასცა. ბაზრის ადმინისტრაცია საქმეში მონაწილეობას უარყოფს, საქმის გამომძიებელი მიხეილ აბაშიძე კი კომენტარს არ აკეთებს.

პეტრიძეს სავაჭრო ჯიხური შპს „ბაკურის“ კუთვნილ სავაჭრო ცენტრში საიჯარო ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული. მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში მას პრობლემები  სხვა მოვაჭრესთან შეექმნა: „#209 ჯიხური, რომელსაც მე ვიყენებდი სავაჭრო საქმიანობისთვის, ჩემგან უნებართვოდ გატეხა ბაზრის სხვა მოვაჭრე ვაჟა ბერიძემ. იმ დროისათვის მე ჯიხურში მქონდა პურის ფქვილი (პატარა და დიდი ტომრებით), ჯამში 42 ტომარა. ასევე კომბინირებული საკვები საქონლისათვის - 52 ტომარა. ამ საქონლის შესაბამისი დოკუმენტაცია და ფული - 250 ლარი“.

ფაქტის გამო პეტრიძემ პოლიციის შესაბამის - თამარის დასახელბის განყოფილებას მიმართა. მოვაჭრეს ჯიხური დაუბრუნდა, თუმცა მასში არსებული სავაჭრო საქონელის გარეშე: „ჯიხური რომ ჩამაბარეს, მასში იყო ჩემი საქონელი, მაგრამ ისინი აღწერა გამომძიებელმა და მე არ დამიბრუნა. გამოსაძიებელი და ჯერ ვერ მოგცემთო“.

აღნიშნული საქონელი აქტის საფუძველზე იმავე სავაჭრო ცენტრს - „ბაკურს“ ჩაბარდა: „გამოძიებამ ითხოვა ჩვენგან თავისუფალი ფართი, სადაც შეიძლებოდა აღწერილი ქონების დროებით მოთავსება. ჩვენ გადავეცით მათ მოთხოვნილი ფართი. სხვა ჩვენ არანაირი მონაწილეობა არ მიგვიღია ამ საქმეში“, - განაცხადა სავაჭრო ცენტრ „ბაკურის“ დირექტორმა როსტომ მამუჭაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ფილიალი გამომძიებელ მიხეილ აბაშიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ რატომ არ მოხდა საქონლის მესაკუთრისთვის დაბრუნება: „აღნიშნულ საქმეზე კომენტარს არ ვაკეთებ. საქმე დასრულებულია. თუკი მასალის გაცნობის სურვილი გაქვთ,  შესაბამისი ორდერი წარმოადგინეთ“, - გვითხრა მან.

ემინე პეტრიძემ აღნიშნულის გამო, ბათუმის რაიონულ პროკურორს ავთო კილაძეს მიმართა განცხადებით, რომლითაც ითხოვდა საქმის მასალების გამოკვლევასა და სწორ სამართლებრივ შეფასებას თუმცა, არაფერი შეცვლილა.

იმ დროს, როცა ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნულ სტატიას ამზადებდა, ემინე პეტრიძე დააპატიმრეს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მას ბრალი თაღლითობაში ედება.

„აბრალებენ თითქოს სხვა მოვაჭრეს თაღლითურად 2 000 დოლარი გამოართვა საიჯარო ფართის ნაწილისთვის. ამის გამო დააპატიმრეს“, - აცხადებს მეუღლე სულიკო პეტრიძე.

ახალი ამბები