კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო მხოლოდ იმ დევნილებს ეხმარება, რომლებიც კოტეჯებში შეასახლა

25 სექტემბერი, 2009

თეა თედლიაშვილი, გორი

ე.წ. ახალმა დევნილებმა (ასე უწოდებენ აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირების შედეგად დევნილ ადამიანებს) რამოდენიმე თვეა დევნილობის სტატუსი მიიღეს, თუმცა ნაწილობრივ... სტატუსი ყველა დევნილს არ მიუღია, რადგან სტატუსი ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმ დევნილებს მიენიჭა, ვინც კოტეჯებში შეასახლეს.

რაც შეეხება მათ, ვისაც კოტეჯები ჯერ არ მიუღია, ისევ საბავშვო ბაღებში უწევთ ცხოვრება და პრინციპში უფრო მეტად საჭიროებენ დახმარებას, მათთვის სტატუსი სახელმწიფოს ჯერ არ მიუნიჭებია.

შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანანა ჭამპურიძის თქმით, საბავშვო ბაღში დარჩენილი დევნილები სტატუსს მხოლოდ კოტეჯებში შესახლების შემდეგ მიიღებენ. მანმადე 413 დევნილი ოჯახი, რომლებიც თავს ისევ საბავშო ბაღებს აფარებს სტატუსის და დევნილთა შემწეობის გარეშე არიან დარჩენილები.

„საბავშვო ბაღში დარჩენილი დევნილები, სულ ადგილის ცვლაში არიან და მათი ზუსტი მისამართების დადგენა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მათ ჯერ არც სტატუსი მიუღიათ და არც დევნილთა შემწეობას იღებენ“, - ამბობს მანანა ჭამპურიძე.

კოტეჯებში ჩასახლებული დევნილები კი დევნილთა შემწეობის ნაცვლად (შემწეობის თანხა 28 ლარს შეადგენს), სოციალურ დახმარებას იღებენ. სახელმწიფოს ინიციატივით ყველა დევნილი ავტომატურად მოხვდა სოციალურ ზღვარს მიღმა მყოფთა სიაში და სოციალური დახმარებების პაკეტი მათზეც გავრცელდა.

სოციალური დახმარების მიხედვით დევნილთა ოჯახიდან პირველი განმცხადებელი 30, ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრები 24 ლარს იღებენ. თუმცა იმათთვის ვინც სოციალურ დახმარებას იღებს, დევნილთა შემწეობები შეწყვეტილია. კოტეჯში შესახლებულ დევნილთა 90 პროცენტი კი სოციალურ შემწეობას იღებს და არა დევნილათ შემწეობებს.

„დევნილებს დაურიგდათ თანხმობის ბლანკები, რომლის საშუალებითაც ისინი აფიქსირებდნენ თანხმობას დევნილთათვის გამოყოფილი დახმარების სანაცვლოდ სოციალური შემწეობის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიღებაზე. ვინც უარი თქვა სოციალური დახმარების პროგრამაში მონაწილეობაზე ისინი დევნილთა 28 ლარიან შემწეობას იღებენ“ - ამბობს მანანა ჭამპურიძე.

„ჩვენ დევნილების 28 ლარიანი შემწეობა ჯერ არ მიგვიღია, მხოლოდ ძველ დევნილებს აძლევენ მაგ თანხას, ჩვენ მხოლოდ სოციალურ დახმარებას ვიღებთ“ - ამბობს ბერბუკის ჩასახლებაში მცხოვრები ზურაბ ოქროპირიძე.

კოტეჯში ჩასახლებულ დევნილებს არჩევანის საშუალება აქვთ. ისინი თვითონ წყვეტენ რა სახის და რა ოდენობის დახმარება მიიღონ.

საბავშვო-ბაღში ჩასახელბული დევნილები კი ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. არჩევანის უფლებაზე საუბარიც ზედმეტია, სტატუსის უქონლობის გამო ისინი სახელმწიფოსგან ვერანაირ დახმარებას ვერ იღებენ.

„ვერ გეტყვით იღებენ თუ არა სოციალურ დახმარებას ის დევნილები, რომლებიც საბავშვო-ბაღებში ცხოვრობენ, დევნილთა შემწეობას რომ ნამდვილად არ იღებენ ეს ფაქტია. ასეთ დევნილებს სტატუსი ჯერ არ აქვთ და მხოლოდ მას შემდეგ მივცემთ, რაც კოტეჯებში შევასახლებთ. საბავშვო-ბაღში ჩასახლებულ დევნილებს შეუძლიათ სოციალური დაცვის სააგენტოს პირადად მიმართონ და შემოწმება მოითხოვონ, მათთან მივა აგენტი, შეამოწმებს და შემწეობას ჩვეულებრივი წესით მიიღებენ. მათზე ვერ გავრცელდება სახელმწიფო პროგრამა დევნილების შესახებ, რომელიც დევნილ მოსახლეობას ავტომატურად ათავსებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა სიაში“ - განაცხადა მანანა ჭამპურიძემ.

ახალი ამბები