კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კარალეთის მოსახლეობა უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ

30 სექტემბერი, 2009

თეა თედლიაშილი, გორი

კარალეთის მოსახლეობა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება. იმ ტერიტორიის გვერდით, სადაც ბენზინგასამართი შენდება კარალეთის მცხოვრებთ სასახლკერე ნაკვეთები აქვთ. მართალია მოსახლეობა იქ ჯერ არ ცხოვრობს, მაგრამ ნაკვეთები თავის დროზე საცხოვრებლად გამოიყო.

პრობლემა ახლა არ გაჩენილა, რადგან რამოდენიმე წლის წინ, შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში აღნიშნულ ადგილას საქარე ზოლი გაჩეხეს. სწორედ იმ დროს გაიგეს კარალეთელებმა, რომ მათი ნაკვეთების გვერდით ბენზინგასამართი სადგური უნდა აშენებულიყო. მოსახლეობამ საქარე ზოლის გაჩეხვა გააპროტესტა და მშენებლობის დაწყებაც გადაიდო.

წლების შემდეგ კარალეთში, სწორედ იმ ადგილას, სადაც საქარე ზოლი გაიჩეხა ისევ გამოჩნდნენ მუშები და მშენებლობა დაიწყო. სოფლის მოსახლეობა და ხელისუფლება გაურკვევლობაში არიან, რადგან როგორც ირკვევა არც ობიექტის მეპატრონის ვინაობაა ვინმესთვის ზუსტად ცნობილი და არც რაიმე ნებართვა არსებობს, რომელიც მას მშენებლობის უფლებას მისცემდა.

სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს „უჩინარი“ მეპატრონეა ვინმე რობე, რომელიც სოფელ რეხში უნდა ცხოვრობდეს. კარალეთელების ინფორმაციით რობემ მშენებლობაზე ზეპირი თანხმობა თავის დროზე, კარალეთის ყოფილი გამგებლის იური ჭალიძისგან 10 000 ლარის სანაცვლოდ მიიღო.

"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" სოფლის მაცხოვრებელთა განცხადების საფუძველზე კარალეთის საკრებულოს წერილობით მიმართა და სთხოვა ეცნობებინა როდის, რა პირობით და რა თანხის სანაცვლოდ გასხვისდა კარალეთში საქარე ზოლში მოთავსებული მიწის ნაკვეთი და გაცემულია თუ არა ამ ფართზე მშენებლობის წარმოების ნებართვა. კარალეთის მაჟორიტარი დეპუტატის, მამუკა ბაზანდარაშვილის განცხადებით მშენებლობის შესახებ ოფიციალური თანხმობა ხელისუფლებას არ გაუცია.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული ნებართავ არ გაუციათ და იმ დოკუმენტის ძებნას შეუდგნენ, რომლის მიხედვითაც სოფელ რეხაში მცხოვრები ვინმე “რობე” ნაკვეთების გასწვრივ ბენზინგასამართ სადგურს აშენებს.
 
“მე ვიყავი იმ ადგილას სადაც მშენებლობაა დაწყებული, როგორც მუშებმა მითხრეს ადრინდელი ნებართვა აქვთ და მის საფუზველზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ მსგავსი ნებართვა არ გაგვიცია, არც ადრინდელი ნებართვა უჩვენებია ვისმეს. შევეცადე იმ ადამიანს ვინც აშენებს პირადად დავლაპარაკებოდი, მაგრამ მათთან საუბარი არაფრისმომცემი აღმოჩნდა, რადგან მუშები მეუბნებიან, რომ არც დამქირავებლის ვინაობა იციან და შესაბამისად არც ტელეფონის ნომერი აქვთ. ვიცი მარტო ის, რომ რობე ჰქვია. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება აშენებდნენ ობიექტს და არ ჰქონდეთ ინფორმაცია დამქირავებელზე. მართალი გითხრათ იმ ადამიანის გვარის დადგენაც ვერ შევძელი. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს უახლოეს დღეებში ოფიციალურად მივმართავ. პირადად გადავამოწმე იყო თუ არა გაცემული ნებართვა ამ ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობისთვის. როგორც საკრებულოში და გამგეობაში, ასევე არქიტექტურის სამსახურში და ქონების მართვის სამმართველოში მითხრეს, რომ მსგავსი ნებართვა მათ მიერ გაცემული არ არის“ - განაცხადა კარალეთის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ბაზანდარაშვილმა.

„ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან მამუკა ბაზანდარაშვილთან და მშენებლობის შეწყვეტა მოვითხოვეთ. ახლა მაჟორიტარმა გვითხრა, ბენზინგასამართ სადგურს აღარ ააშენებს, მაღაზიის მშენებლობა სურსო. არც მაღაზიის მშენებლობას არ დაუშვებთ, რადგან უკანონო მშენებლობაა, თან საქარე ზოლი ისე გაჩეხა გეგონება თავისი იყო. ვინც უნდა იმან დაუბრუნოს უკან ის ფული რაც გადაიხადა, ჩვენ მაღაზიის მშენებლობასაც ვაპროტესტებთ“ - ამბობს ერთ-ერთი ნაკვეთის მფოლბელი ნათელა თედლიაშვილი.

„თბილისამდე ჩვალათ და ვიჩივლებთ. არ დაუშვებთ აქ რაიმე სახის მშენებლობას“ - აცხადებს ერთ-ერთი ნაკვეთის მფლობელი სონია იმერლიშვილი.

მამუკა ბაზანდარაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ინფორმაცია ბენზინგასამართი სადგურის ნაცვლად მაღაზიის მშენებლობის შესახებ მას მუშებმა მიაწოდეს.

„არც მაღაზიის მსენებლობა არაა ნებადართული, საერთოდ მაგ ადამიანს მშენებლობის ნებართვა არ გააჩნია. თანაც საქარე ზოლი აქვს გაჩეხილი, ეს არ შეიძლება და ამას აუცილებლად შევეწინააღმდეგებით“, - აცხადებს ბაზანდარაშვილი.

ახალი ამბები