კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„აფხაზეთის აღიარება სიტუაციის განმუხტვას შეუწყობდა ხელს“

8 ოქტომბერი, 2009

ბერტოლდ ედერი

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ოტო ლიუჰტერჰანდტი, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოს ომზე ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდა, აგვისტოს ომის გაკვეთილებზე საუბრობს.

კავკასიური ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირის საგამოძიებო კომისიამ კონფლიქტის მიზეზებზე საკუთარი ანგარიში გამოაქვეყნა. სართაშორისო სამართლის სპეციალისტი ჰამბურგიდან ოტო ლიუჰტერჰანდტი ამ 900 გვერდიან დოკუმენტზე მუშაობაში მონაწილობდა. ბერტოლდ ედერთან ინტერვიუში ის იმაზე საუბრობს, თუ რა უნდა ისწავლოს მსოფლიომ ამ კონფლიქტის მაგალითზე და როგორ შეიძლება სამხრეთ-კავკასიაში მოვლენები განვითარდეს.

რისი გაკეთება შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც აგვისტოს ომის დროს შიშისგან პარალიზებული იყო და რა უნდა ისწავლოს მან ამ კონფლიქტიდან?

- წარსულს ვერ შეცვლი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო იმისთვის, რომ საჭიროა მსგავსი კონფლიქტების ამ მიმართულებით განვითარებას შევეწინააღმდეგოთ. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო საზოგადოება სამხრეთ-კავკასიაში მთიანი-ყარაბახის კონფლიქტს არ აქცევს სათანადო ყურადღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც სჩანს ვერაფერი ვისწავლეთ.

ომი იმის გამოც დაიწყო, რომ დასავლეთმა დაუშვა ის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მტკიცედ ამბობდა უარს აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე. ასეთი შეთანხმება რომ ყოფილიყო, მას გაცილებით გაუჭურდებოდა თავდასხმაზე გადაწყვეტილების მიღება, რადგან როგორც ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდა, ასეთ შემთხვევაში ის მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე როგორც აგრესორი ისე წარსდგებოდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ივლისის შუა რიცხვებში, ლონდონში წარმოდგენილ ანგარიშში არ გამორიცხა სამხედრო გზებით მთიანი-ყარაბახის პრობლემის გადაწყვეტა. თურქეთისა და სხვა ქვეყნების დახმარებით ის სერიოზულად აძლიერებს  ავიაციას. ალიევიც შეიძლება სააკაშვილივით მოიქცეს და სწრაფი დარტყმით მსოფლიო, ვიდრე ის გაიღვიძებს, ფაქტის წინაშე დააყენოს.

როგორ ფიქრობთ, სააკაშვილისთვის ამ დასკვნას რაიმე შედეგები მოჰყვება?

- არ მგონია. ის სახელისუფლო სტრუქტურებს მყარად აკონტროლებს და ხუთი წლის განმავლობაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა, ინსტრუმენტი, რამაც „ვარდების რევოლუცია“ შესაძლებელი გახდა. ის ასევე აკონტროლებს სასამართლოს და პარლამენტში უმრავლესობა მისი პარტიაა. ხელისუფლების ბალანსის პრინციპი ფაქტობრივად გაუქმებულია. ოპოზიციის ყველაზე სერიოზული ლიდერები ცოტა ხნის წინ სააკაშვილის გუნდში იყვენ, მაგრამ ესეც ვერაფერს შეცვლის.

პრეზიდენტ სააკაშვილის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ქალაქ ცხინვალის დაბომბვა მხოლოდ რუსების გარდაუვალ თავდასხმაზე რეაქცია იყო, რამდენად რეალური გახლდათ?

- ფაქტები მის წინააღმდეგ იყო. ის თუ რა მოხდა იმ დღეებში ვიდრე ცხინვალზე თავდასხმა მოხდებოდა, ევროკავშირის მისიამ განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლა. არც ერთი ეს მტკიცება უტყუარი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, იმ ინფორმაციაზე, რომელიც თავდასხმის მომენტზე საიდუმლო პოლიციას, ამერიკის სადაზვერვო ბიუროს და ფედერალური გამოძიების სამსახურს გააჩნდა, კომისიას ხელი არ მიუწვდებოდა.

კონფლიქტის შემდეგ ფრონტის ხაზი გამკაცრდა. ათობით-ათასი დევნილი საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ავტონომიების საკითხის გადაწყვეტა, რასაც ომის თავიდან აცილება შეეძლო, დღეს უკვე არარეალურია. მსგავსი გადაწყვეტილების რეალიზება ადრე შესაძლებელი იყო?

- აბსოლუტურად. 90-იან წლებში სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით Gruber-De-Gasperi-ის შეთანხმების გამოყენება შეიძლებოდა, რომელმაც 1946 წელს სამხრეთ-ტიროლის ავტონომიის საკითხი დაარეგულირა. ბუნებრივია, კავკასიაში უფრო მძიმე ვითარებაა, ვიდრე ცენტრალურ ევროპაში: ძალადობისკენ მიდრეკილება და ემოციები იქ უფრო მძლავრობს, ამიტომ მისთვის უფრო სერიოზული საერთაშორისო გარანტიები გახდებოდა საჭირო, ვიდრე ავსტრიის პროტექტორატის აუცილებლობა.

იმდროინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, სამწუხაროდ სამხრეთ-ოსეთისთვის აჭარის მსგავსი სტატუსის მიცემაც კი არ უცდია. აჭარა, ეთნიკური ქართველებით დასახლებული რეგიონია, რომლებმაც ისლამი ოსმანთა ბატონობის დროს მიიღეს. ის ქართული სახელმწიფოს ფარგლებში რესპუბლიკის სტატუსით სარგებლობს.

თბილისში ეშინოდათ, რომ სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკად გამოცხადების შემთხვევაში, ის რუსეთის ფედერაციაში არსებულ ჩრდილოეთ-ოსეთს შეუერთდებოდა. მსგავსი გადაწყვეტილება მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

როგორ ფიქრობთ, ომის გარეშე რუსეთი სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას როდესმე აღიარებდა?

- არა. რუსებს არა აქვთ სურვილი რომ ქართულ პოლიტიკაზე სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის თემებით გავლენა დაკარგონ. იმავდროულად მათი ამოცანაა ეს ორი პროვინცია შეინარჩუნონ.

როგორ ფიქრობთ, უახლოეს მომავალში სხვა სახელმწიფოები აღიარებენ აჯანყებული რეგიონების დამოუკიდებლობას?

- არ გამოვრიცხავ. ამ კონფრონტაციის შემდეგ ეს რეგიონები საქართველოს ნაწილი აღარ გახდება. ევროპული სახელმწიფოების მხრიდან აფხაზეთის აღიარება ხელს შეუწყობდა რუსეთის ფედერაციასთან მისი დაახლოების საპირისპირო პროცესს, ასევე სიტუაციის განმუხტვას და ამ რეგიონის საქართველოსთან დაახლოებას. ბოლოს და ბოლოს აფხაზეთის მოსახლეობის ერთ მეოთხედს ქართველები შეადგენენ. სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით უფრო რთული მდგომარეობაა, რადგან რეგიონი ჩრდილოეთ-ოსეთთანაა დაკავშირებული და ეთნოსის დიდი ნაწილი რუსეთში ცხოვრობს.


ორიგინალი: - http://derstandard.at/fs/1254310467832/derStandardat-Interview-Anerkennung-Abchasiens-wuerde-zur-Entspannung-beitragen 

წყარო: foreignpress.ge

ახალი ამბები