კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას ეროვნული უმცირესობების პრობლემების მოგვარებას სთხოვს

15 ოქტომბერი, 2009

ევროსაბჭოს ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის კონვენციაზე მომუშავე სათათბირო კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით პირველი დასკვნა გამოაქვეყნა. 54 გვერდიან დოკუმენტში დაწვრილებითაა საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ კუთხით საქართველოში შეიმჩნევა. დასკვნის თანახმად, ძირითად პრობლემას წარმოადგენს ენობრივი პრობლემები, რაც საქართველოში მცხოვრები უმცირესობების წარმოადგენლებს ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის პროცესს აფერხებს. ევროსაბჭო რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას გადადგას უფრო ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გთავაზობთ ამ დასკვნის ძირითად დებულებებს. დასკვნის სრული ტექსტი და საქართველოს მთავრობის კომენტარები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენსავე ვებ-გვერდზე. 

სტრასბურგი 12.10.2009. დღეს სათათბირო კომიტეტმა ეროვნული უმცირესობების დაცვის კონვენციის ფარგლებში, საქართველოზე თავისი პირველი დადგენილება გამოაქვეყნა. გარდა ამისა ქვეყნდება საქართველოს ხელისუფლების კომენტარები დადგენილების ტექსტთან დაკავშირებით. დადგენილება (რომელიც არ მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს) შემუშავებულია ქვეყანაში 2008 წლის დეკემბერის ვიზიტის შემდგომ.

მთავარი დასკვნები ასეთია:

სათათბირო კომიტეტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიკაციამ ეროვნული უმცირესობების დასაცავად უფრო ღრმა, ლეგალური სტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებული დებატები გამოიწვია.

კომიტეტი საქართველოს მთავრობასა და ყველა პარტიას მოუწოდებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. ეს კონფლიქტი ხელს უშლის კონვენციის განხორციელებას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

მთავარი მოთხოვნაა - ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა ლინგვისტური უფლებების დაცვა. მათი უმრავლესობა სათანადოდ არ ფლობს ქართულ ენას. ქართული ენა ქვეყნის ოფიციალური ენაა და მთავრობის ძალისხმევა, შეუქმნას უმცირესობების წარმომადგენლებს ენის შესწავლის შესაძლებლობა არ არის საკმარისი ამ პრობლემის დასაძლევად.

ქართული ენის უპირატესობის პოლიტიკამ ზიანი არ უნდა მიაყენოს უმცირესობების მშობლიური ენის გამოყენების უფლებას და ეს უფლება საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. ამიტომ აუცილებელია უფრო გადამჭრელი ზომების მიღება, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითაც.

საჭიროა დამატებითი ზომების მიღება რათა განათლება, უმაღლესი განათლების ჩათვლით, იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის. ნაკლები რესურსების ინვესტირება უმცირესობათა ენების სწავლების საქმეში, ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეები, რომლებიც განეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობას, არ არიან თანაბარ მდგომარეობაში დანარჩენ მოსწავლეებთან.

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში კვლავაც შეზღუდულია. მთავრობამ უნდა მიიღოს გადამჭრელი ზომები რათა მოხსნას ის საკანონმდებლო და პრაქტიკული შეზღუდვები, რომლებსაც ისინი აწყდებიან. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა უნდა შეძლონ მონაწილეობის მიღება არჩევით და აღმასრულებელ ორგანოებში და იმუშაონ საჯარო სამსახურში. ისინი აგრეთვე უფრო მეტად უნდა ჩაერთონ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობაში.

კომიტეტი წუხს რელიგიური დაძაბულობის ზრდაზე, რაც განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებზე.

ახალი ამბები