კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ოს-ქართველობა ჩვენს სოფელში არასდროს ყოფილა”

16 ოქტომბერი, 2009

თეა თედლიაშვილი, გორი

ადამიანის უფლებათა ცენტრი უკვე წერდა სოფელ წითელუბნის შესახებ. ეს ძალიან საინტერესო სოფელია, ერთ-ერთი მათ შორის სადაც ოსები და ქართველები ჯერ კიდევ ერთად ცხოვრობენ და ქართულ-ოსური კონფლიქტის ოცწლიანი ისტორიის მიუხედავად, მაინც ახერხებენ მშვიდობიან თანაარსებობას.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ ბევრმა დატოვა სოფელი და ცხინვალში ან სულაც ვლადიკავკაზში გადავიდა საცხოვრებლად, წითელუბანში დღემდე ძირითადად ოსები ცხოვრობენ. ისინი თავად აღნიშნავენ, რომ კონფლიქტი სოფლის ოს და ქართველ მაცხოვრებლებს შორის, სოფელში საერთოდ არ იგრძნობა.

„ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ქართველებთან, ჩვენს სოფელში ოს-ქართველობა არასოდეს ყოფილა. ერთმანეთისთვის სიყვარულის და სიკეთის მეტი არაფერი გვიკეთებია. სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ჩვენს უბანში ქართველების გარდა, მაჰმადიანი-მესხებიც ცხოვრობენ. კარგი, მშვენიერი ხალხია“, - ამბობსეროვნებით ოსი ქალბატონი ეთერი  რომლის გვარსაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ. საქმე ისაა, რომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც ხშირად სტუმრობს ცხინვალს შემოვლითი გზებით. შემოვლითი გზებით დადის იმის გამო, რომ რუსების მიერ მოწყობილ საგუშაგოებზე გასვლისთვის რუსეთის პასპორტი აუცილებელია. სწორედ ამიტომირჩევენ საქართველოს მიერ კონტროლირებად სოფლებში მცხოვრები ცხინვალში მოსახვედრად უფრო ძნელ გზას.

მართალია წითელუბნელი ოსები ამბობენ, რომ ქართველებთან ურთიერთობის პრობლემა მათ არ შექმნიათ, მაგრამ ომმა მაინც შეცვალა მათი ცხოვრება. ომმა გააჩინა ისეთი საზღვრები, ადრე რომ არ ასებობდა. ამის გამო მათ ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობის საშუალება არ ეძლევათ.

ჩვენი რესპოდენტის, ქალაბტონი ეთერის ქალიშვილი ცხინვალშია გათხოვილი და სწორედ ამიტომ უწევს ამ ქალბატონს შემოვლითი გზებით სიარული ცხინვალში, ქალიშვილთან ჩასასვლელად.

„ჩემმა გოგომ ომის შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოახერხა გადმოსვლა და ძლივს წავიდა უკან. გზები არ ვარგა, ვერ ახერხებს უკან დაბრუნებას, მთებით გადმოდიან ხოლმე, ოსური სოფლები უნდა გამოარონ, ორჭოსანი, წინაგარი. ქართველები არაფერს უშავებენ ხალხს. აქ არანაირი პრობლემები არ გვაქვს. პირიქით, დავნათესავდით, ზოგმა რძალი მოიყვანა, ზოგმა ნათლია გაიჩინა ოსი და ასე“, - ამბობს ქალბატონი ეთერი.

ის იმასაც მოგვიყვა, რომ გამსახურდიას მმართველობის პერიოდში ოსები სოფლიდან მასიურად წავიდნენ.

„საკუთარი სახლები მიატოვეს და წავიდნენ. ზოგს სახელმწიფომ სახლების სანაცვლოდ ფულიც გადაუხადა, ზოგმა კი ისე დატოვა სახლები. უპატრონოდაა დღემდე ის სახლები მიტოვებული. მაშინ ჩემი ერთ-ერთი შვილიც წავიდა ვლადიკავკაზში. კი ჩამოდიოდა ხოლმე, მაგრამ მეშვიდე წელია ჩემი შვილი არ მინახავს. სამი შვილი ჰყავს, ერთი შვილიშვილი თვალით არ მინახავს, ვლადიკავკაზში დაიბადა“.

ცხინვალში გათხოვილი ქალიშვილის შვილი და ვლადიკავკაზში დაბადებული შვილიშვილი, ქალბატონ ეთერის მხოლოდ იმის გამო არ ჰყავს ნანახი, რომ კონფლიქტის შედეგად მიმოსვლა შეფერხებულია და ადამიანები ნათესავების ნახვას ვერ ახერხებენ. ის ამბობს, რომ სწორედ ესაა ყველაზე დიდი უხერხულობა, რომელიც გაუთავებელი დაპირისპირების შედეგად შეექმნა.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისიის წევრები, რომლებიც საქართველოში უკვე სამი წელია მუშაობენ, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოში მათ არ დაუფიქსირებიათ წმინდა ეროვნული ნიშნით წარმოქმნილი ეთნიკური შუღლის მაგალითები. კომისიის წევრების თქმით, ოსების და ქართველების დაპირისპირება უფრო კრიმინალურ ხასიათს ატარებს.

„რადგან სულ რამდენიმე ხნის წინ საქართველომ ომი გამოიარა, საკვირველი არ იქნებოდა ამ ქვეყანაში ეთნიკური შუღლის გაჩენა. თუმცა ასეთი სახის კონფლიქტები ჩვენ ვერ დავინახეთ. მითუმეტეს ამ რეგიონში, სადაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის საშინელება“, - განაცხადა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისიის  წევრმა ევა რასმუსენმა.


ამ თემაზე:

საზღვრისპირა სოფლებს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4245&lang=ge 

ახალი ამბები