კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღარიბის ზღვარს მიღმა და ქუჩაში

22 ოქტომბერი, 2009

დევნილს საცხოვრებელი ფართი ჩამოართვეს კომპენსაციად  კი უკარფანჯრო ფართი შესთავაზეს

ანა შეშაბერიძე

აფხაზეთიდან დევნილი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მედიკო ჯიქია უკვე ერთ კვირაზე მეტია სამ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ქუჩაში ცხოვრობს. 2006 წელს მან ვარკეთილში, კალაუბნის #6-ში მდებარე, აფხაზეთის სასამართლოს შენობაში, დევნილისგან 2 ოთახი შეიძინა, რომელშიც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შექმნა. ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნულ მისამართზე დევნილი 2007 წლის ნოემბერში დაარეგისტრირა. ერთი წლის ლოდინის შემდეგ კი საცხოვრებელი ფართი გადაუფორმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა გადაფორმება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ეს ფართი ადვოკატთა ჯგუფზე გაიყიდა, რომელთა შორის ისანი-სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი დავით ჯაბიძეც იყო. ამ ჯგუფმა კი დევნილებს საცხოვრებელის დატოვება მოსთხოვა და იძულებით გამოასახლა.

მედიკო ჯიქიას სახელმწიფომ ალტერნატიული ფართი პოლიკლინიკის შენობაში გამოუყო, თუმცა კარის, ფანჯრების და ნორმალური ჭერის გარეშე. პირობები გაუმჯობესების ნაცვლად – გაუარესდა, ამიტომ, იქ ცხოვრებას მან ქუჩაში ყოფნა არჩია.

ამ შემთხვევაში კანონია დარღვეული. საქართველოს კანონის „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა) დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება;

ბ) გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საცხოვრებელი პირობები“

მედიკო ჯიქიას შემთხვევაში დარღვეულია აღნიშნული კანონის მოთხოვნები.

ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დროებით საცხოვრებელ ადგილზე დევნილის უფლებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად, რომლებიც:

ვ) ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში;

ზ) უზრუნველყოფენ დროებითი საცხოვრებლითა და სურსათით საქართველოში დაწესებული ნორმის ფარგლებში;

ლ) უზრუნველყოფენ საქართველოს ფარგლებში დროებითი საცხოვრებლითა და აუცილებელი პირველადი დახმარებით“

კანონის ამ მოთხოვნების მიუხედავად, მედიკო ჯიქიამ დახმარების თხოვნის პასუხად ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისგან, კობა სუბელიანისგან პასუხად მხოლოდ საყვედირი მიიღო: „ვერ გატეხე და ვერ შეხვედი სადმე?“ - მედიკო ჯიქია ამბობს, რომ სწორედ ამ სიტყვებით უპასუხა მინისტრმა მის თხოვნას დახმარებაზე.

მედიკო ჯიქიამ დახმარებისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, კანონის შესაბამისად დააკმაყოფილონ, მედიკო ჯიქიას ოჯახი შესაბამისი, ისეთი საცხოვრებელი ფართით, რომლითაც არ გაუარესდება მისი საცხოვრებელი პირობები.

ახალი ამბები