კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთში წინასაარჩევნო სამზადისში რუსი სამხედროებიც მონაწილეობენ?

28 ოქტომბერი, 2009

გალის რაიონში დამატებით რუსეთის სამხედრო ძალების შეყვანაზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება

გერონტი ყალიჩავა, ზუგდიდი

რუსმა სამხედროებმა გალის რაიონში 27 ოქტომბერს დამატებითი სამხედრო ძალა შეიყვანეს. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამიამ 28 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„გალის რაიონის სოფელ ჭუბურხუნჯსა და საბერიოში დაახლოებით 500 სამხედრო და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდა „ენგურჰესის“ მიმართულებით და ამ პერიმეტრზე ყველა გადასასვლელი ბილიკი მკაცრად კონტროლდება“, - აღნიშნა ბარამიამ.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დაახლეობით 350 რუსი სამხედრო და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაშიც.

„რუსული სამხედრო კონტინგენტის ასეთი გაძლიერება ძალიან საგანგაშოა და არც პროვოკაციებია გამორცხული. ამ ვითარებით თავად აფხაზებიც შეშფოთებულნი არიან. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქმედითი რეაგირება მოახდინონ კონფლიქტის ზონასა და მთლიანად აფხაზეთში შექმნილ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაზე. ამ ფონზე არც სამხედრო ესკალაციაა გამორიცხული“, - განაცხადა ბარამიამ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ვითარების გასარკვევად ენგურის ხიდზე, აფხაზეთიდან გადმოსულ ადამიანებს გაესაუბრა. გალის რაიონის სოფლების ჭუბურხინჯის, საბერიოს და დიხაზურგას მკვიდრნი ყვებიან, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილების გადაადგილება მათ არ დაუფიქსირებიათ. მათივე თქმით რუსული სამხედრო დანაყოფები 2009 წლის ივნისის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში არ ყოფილან.

რესპოდენტები ყვებიან, რომ ენგურს გაღმა განთავსებულ უკანონო საგუშაგოზე არა რუსი არამედ აფხაზი მესაზღვრეები დგანან. გალელი ქალბატონების თქმით ბლოკ–პოსტზე მდგომი აფხაზი მესაზღვრეები მათ პრობლემებს არ უქმნიან. „ერთი ესაა, რომ ხიდზე გადმოსასვლელად 100 ან 200 რუსულს გვახდევინებენ. სხვა განსაკუთრებული პრობლემები ჩვენ იქ არ გვექმნება. როცა ფული არ გვაქვს, ვთხოვთ და გვატარებენ. არც „აფხაზური პასპორტის“ აღებას გვაიძულებს ვინმე. წითელი, საბჭოთა კავშირის პასპორტით ვსარგებლობთ. გვითხრეს, რომ ამ დოკუმენტით სარგებლობა 2012 წლამდე  შეგვიძლია“, - ამბობენ ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრები ადამიანები.

გალში რუსეთის საოკუპაციო ჯარების დამეტებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანას საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი პაატა დავითაიაც გამოეხმაურა. „საზღვრის გამაგრება ხდება და ვფიქრობ ეს ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. გალის რაიონის ტერიტორია უმეტესად ქართველებითაა დასახლებული, რომელთა ხმებიც აუცილებლია იმისთვის, რომ გამარჯვება ბაღაფშმა მოიპოვოს. დამატებით შეიარაღებას რუსი სამხედროები ქართულ მოსხლეობაზე ზეწოლისთვის გამოიყენებენ“, - აცხადებს პაატა დავითაია. 

ახალი ამბები