კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსი სამხედროები საპყრობილეს სკოლის შენობაში განათავსებენ

30 ოქტომბერი, 2009

გერონტი ყალიჩავა, ზუგდიდი

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში რუსი სამხედროების გადაწყვეტილებით წინასწარი დაკავების იზოლატორი სოფლის ერთადერთ სკოლაში განთავსდება.

ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ლეკუხონადან აცნობეს. რესპოდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელაზე უარი მისი და ოჯახის უსაფრთხოების გამო გვითხრა, გვიყვება, რომ გასულ კვირას ფსბ–ს წარმომადგენლებმა სკოლაში მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები და სოფლის გამგებელი დაიბარეს. „რუსებმა თათბირზე გვითხრეს, რომ აქ საპატიმროს გახსნიან და სკოლისთვის სხვა შენობას შეარჩევენ. მათი გეგმით“, - განაგრძობს მოყოლას ლეკუხონას მკვიდრი, „სკოლის ერთ ნაწილში იმ მესაზღვრეებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარს აკონტროლებენ დასასვენებელი ოთახები მოეწყობა. მოსახლეობა ამით შეშფოთებულია“.

ამან სოფლის მაცხოვრებლები შეაშფოთა. ისინი ამბობენ, რომ სოფელს სკოლა არ ექნება, რადგან ლეკუხონაში შესაფერისი შენობა არ არსებობს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მოსწავლეებს განათლების მიღება ლეკუხონას მეზობელ სოფელ საბერიოში მოუწევთ. ეს უკანასკნელი კი ლეკუხონადან დიდი მანძილითაა დაშორებული. რუსებმა სკოლის შენობა საპყრობილესთვის იმიტომ შეარჩიეს, რომ ის ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოსაა. ამიტომ ე. წ. საზღვრის უკანონოდ  გადაკვეთისთვის დაკავებულებს გალში კი არ გადაიყვანენ, არამედ იქ მოათავსებენ და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ, როგორც ეს ახლაც ხდება, ამბობენ ლეკუხონელები.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის თორნიკე კილანავას განცახდებით, რუს სამხედროებს სურთ, რომ დაკავებულების სპეცშემოწმება მთლიანად მათ მიერ გაკონტროლდეს. „ეს არის შიშველი სამხედრო ძალა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება არა აქვს. სკოლის შენობაში წინასწარი დაკავების იზოლატორის განთავსებაც ამაზე მეტყველებს“.

სოფელ ლეკუხონას საშუალო სკოლის წინასწარი დაკავების იზოლატორად გადაქცევას რუსი სამხედროები ნოემბრის დასაწყისში გეგმავენ. სარემონტო სამუშაოებისთვის კი, როგორც ადგილობრივები იტყობინებიან სამშენებლო მასალები უკვე ჩამოტანილია.

ახალი ამბები