კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ღალატში ბრალდებულთა საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა

2 ნოემბერი, 2009

თაკო ხუციშვილი 

 2009 წლის 27 ოქტომბერს ევროსასამართლომ შეთქმულებაში ბრალდებულთა საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. კერძოდ საუბარია საქმეზე „ფანჯიკიძე და 6 სხვა საქართველოს წინააღმდეგ“. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება).

საქმე 1999 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულების არჩილ ფანჯიკიძის,ზოია ფანჯიკიძის, გუჯარ ყურაშვილის, კახაბერ ქანთარიას, გიორგი გიორგაძის, ოთარ მელიქიძის და იოსებ ნადირაძის  განაცხადს ეხებოდა, რომლითაც ისინი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ქმედებას ამტკიცებდნენ. ისინი, ჩიოდნენ, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე მათ ვერ ისარგებლეს მათ მიერ არჩეული ადვოკატების მონაწილეობით. დაკავების შემდგომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ფანჯიკიძე, ყურაშვილი და ქანთარია ასევე ამტკიცებდნენ, რომ მათი საქმე არ განიხილა კანონით დადგენილი წესით შექმნილმა სასამართლომ, რადგან განაჩენი ერთი მოსამართლისა და 2 სახალხო მსაჯულისგან შემდგარმა სასამართლომ გამოიტანა.
  
ფანჯიკიძისა და სხვების ინტერესებს ევროსასამართლოში  არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავდა. ორგანიზაციის ადვოკატის ნიკოლოზ ლეგაშვილის შეფასებით, ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დიდი რეზონანსი მოჰყვება:

„ევროპის სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლი დაირღვა. საქართველოს სახალხო მსაჯულთა ინსტიტუტი არ იყო კანონით გათვალისწინებული წესით შექმნილი, რადგან არ არსებობდა წესი, რომელიც მათ საქმიანობას დაარეგულირებდა. საქართველოს კი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცის რატიფიცირებით აღებული ჰქონდა ვალდებულება, კანონით მოეხდინა სასამართლო სისტემის იმგვარი მოწყობა, რომ არ დარღვეულიყო ევროკონვენციით დაცული პრინციპები. შესაბამისად, ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ სახალხო მსაჯულთა მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილება არის უკანონო და არღვევს ევროკონვენციის მე-6 მუხლს“.

აღსანიშნავია, რომ ევროსასამართლომ ფანჯიკიძის, ყურაშვილის და ქანთარიას სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 2000 ევროს გადახდა დააკისრა.

ახალი ამბები