კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი „ყაზტრანსგაზის“ მომხმარებლების უფლებებს დაიცავს

6 ნოემბერი, 2009
„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ თბილისში, ვაჟა ფშაველას მე-6 კვარტალში მცხოვრებმა მოქალაქეებმა დახმარება სთხოვეს. მოქალაქეები შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ მრიცხველების სადარბაზოებში გამოტანის მიზნით ჩატარებულ სამუშაოებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ის მილები, რომლებითაც სისტემის ცვლილება და ძველი მილების შეცვლა ხდება უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი არ აკმაყოფილებს.

მართლაც, მილები, რომლებითაც ხდება გაზის ბინებში შეყვანა სერტიფიცირებულია ცხელი და ცივი წყლით სარგებლობისთვის. მილების დაზიანება და მათთვის ცეცხლის წაკიდება ძალიან ადვილია, მაშინ როცა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-2 მუხლის თანახმად ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი პრინციპებია მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ბინებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიას არ განუხორციელებია ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების უსაფრთხოების სისტემით გათვალისწინებული სხვადასხვა მოწყობილობების მონტაჟი, უფრო მეტიც, ჩვენს იმ კორპუსებში, რომლის მაცხოვრებლებმაც "ადამიანის უფლებათა ცენტრს" დახმარებისთვის მიმართეს გაზის მილები გაყვანილია ელექტროენერგიის კაბელებთან ერთად ყოველგვარი დამცავი სისტემების გარეშე.

ამასთან, კანონმდებლობის თანახმად მომსახურე კომპანიის თანამშრომლები ვალდებული არიან მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია ბუნებრივი გაზით მომარაგების მომსახურებასთან დაკავშირებით და გაზის გამორთვასა თუ სარემონტო სამუშაოების წარმოების შესახებ მინიმუმ ათი დღით ადრე აცნობონ მომხმარებლებს. ყაზტრანსგაზ-თბილისის წარმომადგენელთა მიერ ეს მოთხოვნაც დარღვეული იქნა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი", მოსახლეობის საჩივრის გაცნობის შედეგად გამოთქვამს ეჭვს, რომ გაზგაყვანილობის ახალი სისტემების მონტაჟი ხდება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიისგან ყაზტრანსგაზ-თბილისის მიერ ჩატარებული და ჯერ კიდევ მიმდინარე სამუშაოების დეტალურ შემოწმებას მოითხოვს. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ასევე მოითხოვს, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გატარდეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ახალი ამბები