კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კავკასიის გაყინული კონფლქიტების არც ისე გაყინულია, ამბობს სოკორი

10 ნოემბერი, 2009

ბევრი უცხოელი ექსპერტი დღეს იმაზე ფიქრობს, თუ როგორ აპირებს ყაზახეთი მუშაობას  2010 წლის ეუთოს თავმჯდომარის როლში.  ასტანამ იმ მისიის განსახილველად, რომელიც მას ორ თვეში დაეკისრება,  საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. საკითხთა წრე, რომელიც კონფერენციაზე განიხილებოდა ფართო იყო: რეგიონალური უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ეკონომიკა და ადამიანის უფლებები.

კონფერენციაზე მიწვეულ უცხოელ გამომსვლელთა შორის იყო Jamestown Foundation-ის ანალიტიკოსი ვლადიმერ სოკორი. ერთდღიან კონფერენციაში მონაწილე გამომსვლელები იმ მუშა ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ორმა ამერიკულმა ინსტიტუტმა CSIS-მ და IND -მ ჩამოაყალიბა და რომელთა მიზანი ეუთოს  თავმჯდომარეობისთვის ყაზახეთის მომზადებაა. IND ახალი დემოკრატიის ვაშინგტონური ინსტიტუტია, ხოლო CSIS-ი სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრია და ისიც ვაშინგტონში მუშაობს. ეს წამყვანი ამერიკული საკონსულტაციო და ანალიტიკური ინსტიტუტია. სოკორი მუშა ჯგუფების შემქმნელი ერთ-ერთი ანალიტიკოსია. მის მოხსენებას  ”გაყინული კონფლიქტები ეუთოს სივრცეში” ეწოდებოდა. მომავლი წლიდან ყაზახეთმა დახლართულ, რთულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, ისეთებთან როგორიცაა საქართველო და სამხრეთ ოსეთი, მოლდოვა და მთიანი ყარაბახი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. სოკორმა ასტანაში New Europe-ის კორესპონდნტს, კულპაშ კონუროვას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მან ეუთოზე, კავკასიის კონფლიქტებსა და ნაბუქოს მილსადენზე ილაპარაკა.

-ბატონო სოკორ,  გამოსვლის დასაწყისშივე თქვენ განაცხადეთ, რომ ”ყაზახეთს, როგორც თავმჯდომარეს ბევრის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.  რატომ ფიქრობთ ასე?

მე იმას ვგულისხმობდი, რომ ასტანა  მემკვიდრეობით არა მხოლოდ პრივილეგიებსა და ძალაუფლებას მიიღებს,  არამედ იმ ნაკლოვანებებსაც, რომელიც ეუთოს მთელი თავისი ფუნქციონირების მანძილზე ახასიათებს. ეს ცნობილია ფაქტია, რომ ბოლო 16 წლის მანძილზე ეუთომ თავის  სივრცეში ზოგიერთი კონფლიქტის გადაწყვეტა ვერ შესძლო. მეორე, ნება დამრთეთ, შეგახსენოთ, რომ ბოლო წარმატებული თავმჯდომარე ეუთოს 9 წლის ჰყავდა და ეს რუმინეთი იყო. ქვეყნები, რომლებმაც ამის შემდეგ დაიკავეს პოსტი ვერაფერი შესძლეს. ექსპერტებმა  მათი თავმჯდომარეობა ამ სიტყვით შეაფასეს – იმედგაცრუება. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ზოგიერთ ქვეყანას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა – შეენარჩუნებინა თავმჯდომარეობის 12 თვე. ამიტომ ისინი შემდეგ ტაქტიკას მისდევდნენ: უბრალოდ იცილებდნენ თავიდან მძიმე შეცდომებს და ცდილობდნენ ორგანიზაციისთვის არაფერი ევნოთ.  სწორედ ამ მძიმე მემკვიდრეობის გათავლისწინებით, ვთქვი, რომ ყაზახეთი ძალიან ბევრს არ უნდა ელოდოს. ჩემი აზრით, ამოცანა, რომელიც ყაზახეთმა უნდა გადაჭრას, ასეთია – მან უნდა გააუმჯობესოს ვითარება  კონფლიქტების გადაწყვეტასთან დაკავშირებით და ადრინდელი მიღებული გადაწყვეტილებებიდან უკეთესი შედეგი მიიღოს. მაგალითად, დღეს ყველა ვხედავთ, რომ ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებითმედვედევ-სარკოზის ცნობილი გეგმა ა არ სრულდება.

-შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დაასახელოთ და დაახასიათოთ ის გაყინული კონფლიქტები, რომელსაც ყაზახეთმა მომავალში ყურადღება უნდა დაუთმოს?

უპირველესად ყოვლისა, ექსპერტები უკვე აღარ იყენებენ ტერმინს ”გაყინული კონფლიქტები”, რადგან ”გაყინული” იმას ნიშნავს, რომ მათთან აღარავის არაფერი ესაქმება. ახლა ვიყენებთ ტერმინს ”გაჭიანურებული კონფლიქტები”. მეორე, ბევრი იმ კონფლიქტიდან, რომლებზეც ქვემოთ ვილაპარაკებ, დაიწყო, როგორც შიდა კონფლიქტი, მაგრამ 1990-იანი წლებიდან თანდათან საერთაშორისო კონფლიქტებად გარდაიქმნა. ყველაზე სენსიტიური საკითხები, რომლებიც ყაზახეთმა უნდა გადაწყვიტოს ეხება ავღანეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს, ყირიმს, მოლდოვეთს და ბალკანეთს, სადაც უკვე გამოჩნდა ნიშნები იმისა, რომ კონფლიქტებმა ახალი ძალით შეიძლება იფეთქოს.  კონფლიქტების მახასიათებლებიდან გამომდინარე, ყველაზე გადაუდებელი და სენსიტიური პრობლემა დღეს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო საზღვრების აღიარებაა.  2008-ში რუსეთი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ეცეს. მაგრამ ის არ აღიარებს მის ერთიანობას და ამის ნაცვლად აღიარებს ორ ახალ სახელმწიფოს (სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს), რომლებიც მანამდე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდნენ. ცნობილია, რომ ეუთოს არც ერთ ქვეყანას, მათ შორის არც ყაზახეთს ეს ქვეყნები არ უცვნია.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ცენტრალურია სხვა კავკასიური კონფლიქტისთვისაც, მთიანი ყარაბახისთვისაც.   ჩემს გამოსვლაში კონფერენციაზე მე აღვნიშნე, რომ ამ კონფლიქტში გარკვეული პროგრესი შეინიშნება, ერთის მხრივ ქვეყნის საშინაო პოლიტიკისა(აზერბაიჯანის მთავრობა)  და მეორეს მხრივ,  ამერიკის ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის წყალობით.

თეთრმა სახლმა  კონფლიქტის სწრაფად გადაეწყვეტა სცადა. უმნიშვნელოვანესი იყო თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრების გახსნა. და აშშ-მ პირველი ბარიერის დანგრევაში წარმატებას მიაღწია, რადგან თურქთეთმა ამ ნაბიჯის გადადგმაზე თანხმობა განაცხადა. მაგრამ ჩვენ უნდა გვახოვდეს, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრების გახსნა, მთიანი ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებული წინა შეთანხმებების თანახმად,  მთიანი ყარაბახიდან სომხური ჯარის გამოსვლას უკავშირდება. მნიშნელოვანია, რომ  ყაზახეთმა, ეუთოს მომავალი თავმჯდომარის როლში, აღნიშნოს ამ ორი პროცესის – საზღვრების გახსნისა და მთიანი ყარაბახიდან სომხური ჯარის გამოსვლის, სინქრონიზაციის აუცილებლობა.

-თუ კავკასიის თემას დავუბრუნდებით, არ შემიძლია ნაბუქოს პროექტზე არ გკითხოთ. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ეს პროექტი სხვადასახვა დონეზე დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.

ნაბუქო სამხრეთის კორიდორის, ევროკავშირის ამბიციური პროექტის მხოლოდ  ნაწილია და ის ასევე რამდენიმე სხვა ახალ  მილსადენებსაც შეიცავს. მთლიანობაში სამხრეთ კორიდორის დაგეგმილი შესაძლებლობებით ევროპას  ყოველ წლიურად  80 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიეწოდოს. პროექტი ცენრალური აზიის გაზზეა დამოკიდებული. ევროპის კავშირის მთავარი პოლიტიკური მიზანი ცენტრალური აზიიდან ევროპამდე, რუსეთის გვერდზე ავლით, კასპიის ზღვითა და სამხრეთ კავკასიის გავლით აზიური რესურსების პირდაპირი მიწოდების უზრუნველყოფაა. მაგრამ როგორია ცენტრალური აზიის ქვეყნების შესაძლებლობანი? დავიწყოთ ყაზახეთით. როგორც მე ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური პირებისგან შევიტყვე, ქვეყანას დღეს არ აქვს საკმარისი გაზი პროექტში მონაწილოებისთვის. ყველაზე მეტ იმედს თურქმენეთისა და უზბეკეთის იმედისმომცემ გაზის რესურსებზე ამყარებენ. მაგრამ იგივე თურქმენეთის ჩართვა ნაბუქოს პროექტში დღეს კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ეს მილსადენი ძირითადად აზერბაიჯანული, ერაყული და ეგვიპტური გაზის გათვალისწინებით შეიქმნა. და ცენტრალური აზიის გაზისთვის აქ ძალიან მცირე არეალი რჩება. თუ ევროპის კავშირი იმავე თურქმენეთს შესთავაზებს ყოვეწლიურად 5 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას ნაბუქოსათვის (ნაბუქოს საპროექტო გამტარიანობა წელიწადში 30-31  მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს) თურქმენეთისთვის აზრი აღარ ექნება ასე მცირე მოცულობების გამო რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებასა. ამიტომაც შეიქმნა სამხრეთ კორიდორი, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ამ მარშრუტის გამოყენება მომგებიანი იყოს.
მაგრამ ნაბუქოს მილსადენი ჯერ არც კი აუშენებიათ…

ევროპის კავშირმა ახლა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ძალისხმევა ამ პროექტის გამო და კონკრეტულ ქმედებებს შეუდგა.

ორიგინალი:
http://www.neurope.eu/articles/Caucasus-frozen-conflicts-not-so-frozen-Sokor-says-/97375.php 

ახალი ამბები