კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოდ-ი გაზეთ „ბათუმელების“ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს აშანტაჟებს

30 ნოემბერი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

გაზეთ „ბათუმელების“ თანამშრომლებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლა გრძელდება. ამჯერად, პოლიციელები შეეცადნენ, სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით, იმიჯი შეელახათ გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის ხელძღვანელ თედო ჯორბენაძისთვის.

26 ნოემბერს „ბათუმელებმა“ სპეციალური პრესკონფერენცია  მოიწვია. ზეწოლის ფაქტი კი წინა დღით - 25 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე მოხდა. როგორც, თედო ჯორბენაძე აცხადებს, ის ჯერ რედაქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს. წარუდგნენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სთხოვეს, მანქანით გაყოლოდა ყოფილ უშიშროების სამინისტროს შენობაში, რადგან საქმე მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. მან პოლიციელებს უთხრა, რომ შეხვედრა ჰქონდა და მოგვიანებით თვითონვე მივიდოდა განყოფილებაში. თედო ჯორბენაძე რედაქციაში მივიდა და სარედაქციო ჯგუფი საქმის კურსში ჩააყენა. ამ დროს მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და კვლავ სთხოვეს ყოფილი უშიშროების შენობაში გამოცხადება. თედო ჯორბენაძეს დანიშნულ ადგილას გაზეთის ხელმძღვანელები - მზია ამაღლობელი და ეთერ თურაძე გაჰყვნენ, მაგრამ მათ ჰოლში შესვლა აუკრძალეს. თედო ჯორბენაძე კი ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს და ფოტოები აჩვენეს, რომელზეც საცვლების ამარა მამაკაცები იყვნენ აღბეჭდილი. მას უთხრეს, რომ მათგან ერთ-ერთი თვითონ იყო. თუმცა, ჟურნალისტმა ფოტოებზე ვერც საკუთარი თავი და ვერც სხვა პიროვნება ვერ ამოიცნო.

როგორც ჯორბენაძე აცხადებს, რომ მას პოლიციასთან თანამშრომლობა შესთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, ფოტოებს მის ავადმყოფ მამას გაუგზავნიდნენ და ინტერნეტშიც ატვირთავდნენ.

თედო ჯორბენაძე, საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორი: „მე შევეცდები,  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვითხოვო ის კადრები და ინფორმაცია, რაც არსებობს ჩემს შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე ვთვლი, რომ გუშინდელი ფაქტით ჩემს შესახებ ადგილი ჰქონდა სიტყვის თავისუფლების ხელყოფას და ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ჩარევას. ამათან დაკავშირებით პროკურატურას მივმართავთ“.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, გაზეთ „ბათუმელების“ თანამშრომლების წინააღმდეგ ზეწოლა რამდენჯერმე განხორციელდა. თუმცა, არც ერთ მათგანზე გამოძიება არ დაწყებულა.

2008 წლის ივლისში, გაზეთის ელექტრონულ მისამართზე მივიდა წერილი, რომლის ანონიმური ავტორი, ლანძღვა-გინებასთან ერთად, გაზეთის ერთ-ერთ ჟურნალისტზე აცხადებდა - „მალე მკვდარს ნახავთ პირში გაზეთგაჩრილს“.

გაზეთის მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძეს თქმით, მანამდე მის ავტომანქანას ღამის საათებში მანქანით უცნობი პირები აედევნენ.

მემედ აბაშიძის გამზირზე მანქანა გაზეთის ერთ-ერთ ჟურნალისტსაც აედევნა. მემედ აბაშიძის გამზირზე მოძრაობა ცალმხრივია, მანქანა კი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა. ავტომანქანის სახელმწიფო ნომრები რედაქციამ აჭარის პროკურატურას მიაწოდა.

2009 წლის 23 იანვარს კი „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნათია როყვა სოდ-მა დააკავა.  ჟურნალისტი სპეცოპერაციას შეესწრო და რამდენიმე ფოტო გადაიღო. სოდ–ის თანამშრომლები მას ფოტოების წაშლა მოსთხოვეს. როყვა არ დაემორჩილა, რის გამოც ის მიიყვანეს სოდის ხელმძღვანელთან, რომელიც სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა. შემდეგ მანქანაში ჩასვეს და უთხრეს, რომ დაკავებული იყო. „ბათუმელებმა“ აჭარის პროკურატურას მიმართა და გამოძიების ჩატარება მოითხოვა. რედაქციას ჰქონდა აუდიოჩანაწერი, რომლის ჩაწერაც  ჟურნალისტმა მოახერხა. ჩანაწერი 17-წუთიანია და მისი მოსმენისას კარგად ისმის, როგორ ემუქრებიან სამართალდამცავები ჟურნალისტს დაკავებით. სახელმწიფო ბრალდებამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო. პასუხად, რაც რედაქციამ მიიღო, წერია: „დადგენილია, რომ „გაზეთ ბათუმელების“ ჟურნალსიტის ნათია როყვას მიმართ მისი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ არსებობს წინასწარი გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი“.

გაზეთი „ბათუმელები“ თედო ჯორბენაძის დაჟანტაჟებასთან დაკავშირებითაც აპირებს, მიმართოს აჭარის პროკურატურას. ალბათ, ამ საქმესაც თაროზე შემოდებენ. ჟურნალისტს აქვს ტელეფონის ნომერი, რომლითაც მას დაუკავშირდნენ. ჩვენ ამ ნომერზე დარეკვას ვცდილობდით, მაგრამ ის მუდმივად გათიშულია.

„ბათუმელების“ რედაქციამ 25 ნოემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. (ტექსტი იხილეთ.:  http://www.humanrights.ge/index.php?a=urgent&id=113&lang=ge

ახალი ამბები