20:00, Monday, 16.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქუთაისის მერმა სახელმწიფო მოხელე პარტიული ნიშნით გაათავისუფლა

01.12.2009
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვნებთან მუშაობის სამსახურის უფროსი დაკავებული თანამდებობიდან მეხუთედ გაათავისუფლეს. მაგული გიორგაძე მერიას უპირისპირდება და საჩივარი ქუთაისის პროკურატურაში შეაქვს.

დაპირისპირების მიზეზი, როგორც მაგული გიორგაძე აცხადებს, პარტიულია. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობიდან“.

„მე მგონი, მაქვს უფლება, მქონდეს ჩემი დამოუკიდებელი პოზიცია და ამის შესახებ ხმამაღლადაც ვთქვა. არ შეიძლება, ამ მიზეზით ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. მაგრამ ამ ქვეყანაში აუცილებლად „ნაციონალი“ უნდა იყო და აუცილებლად ამ ხელისუფლებას უნდა ემსახურებოდე. მე ბავშვებს, მათ კეთილდღეობას ვემსახურები და ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენმა სამსახურმა ეს არაერთხელ დაადასტურა საქმით და არა მხოლოდ ლაპარაკით, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება“, - აცხადებს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვნებთან მუშაობის სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი.

მაგული გიორგაძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის, გია არსენიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში იგი იმ ზეწოლაზე მიუთითებდა, რასაც მერი და ზოგადად, მერიის აპარატი მის მიმართ ახორციელებდა. საპასუხოდ, გია არსენიშვილმა ქუთაისის მერიას და საკრებულოს წერილით მიმართა, საქმის უკეთ შესწავლა და გადაწყვეტილების გონივრულად მიღებას სთხოვა.

მიუხედავად არსენიშვილის წერილისა, მაგული გიორგაძემ დაკავებული თანამდებობა ვერ შეინარჩუნა: „ქუთაისის საკრებულომ, რომელმაც კარგად იცის ჩემი საქმიანობის შესახებ, არ დამიკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. როგორც ჩანს, ეს საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ვერ გადაწყდა და სხვა ინსტანციის ჩართვაა საჭირო. არც ეს არის პრობლემა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სიმართლე გავიტანო“.

რამდენიმე თვის წინ, ქალაქის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე შენობა, რომელშიც  ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვნებთან მუშაობის სამსახური იყო განთავსებული,  საკმაოდ საეჭვი ვითარებაში დაიწვა. განადგურდა არქივიც, რომელშიც ბევრი გახმაურებული და რეზონანსული საქმე ინახებოდა. მომხდარისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ხანძარი სწორედ აღნიშნული სამსახურის საქმიანობას უკავშირდებოდა. თუმცა, ამაზე თითქმის არ საუბრობენ.

ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვნებთან მუშაობის სამსახურის ყოფილი უფროსი ქალაქის მერთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ მას არც სხვა მერებთან ჰქონდა აწყობილი ურთიერთობა და შამუგიას წინამორბედებმაც რამდენჯერმე გაანთავისუფლეს, მაგრამ თანამდებობაზე თავი აღიდგინა.

თავად ნუგზარ შამუგია აცხადებს, რომ ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვნებთან მუშაობის სამსახურის ყოფილ უფროსთან პოლემიკას არ აპირებს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC