კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაზა ხატიაშვილი: „ადვოკატთა კორპუსმა ნათია სირაძის დაკავება არ უნდა გადაყლაპოს“

15 დეკემბერი, 2009

თაკო ხუციშვილი

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ  ადვოკატ ნათია სირაძის დაკავების გადაწყვეტილება  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა იმის გამო, რომ საქმეში ახალი გარემოებები არ ფიგურირებდა, მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ საქმე განსახილველად არ მიიღო.

ნათია სირაძის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ საქმეში იმდენი დარღვევაა, მოსამართლე ვალდებული იყო, საქმე განეხილა. თუმცა, ახალი კანონის მიხედვით, თუ პროცესში ახალი გარემოება არ არის, სააპელაციო სასამართლო საქმეს არ იხილავს.

ადვოკატი ნათია სირაძე ცრუ ჩვენებაზე დაყოლიების ფაქტზე 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნათია სირაძის ადვოკატი მისი დაკავების ფაქტს პოლიტიკური შეკვეთის შესრულებას უწოდებს. მის ეჭვს აძლიერებს ის გარემოება, რომ სირაძეს ორი წლის წინანდელ შემთხვევას ედავებიან.

„მისი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, გარდა პოლიტიკური მოტივისა. ნათია სირაძე იყო მუხროვანის ე. წ. ამბოხის ორგანიზებაში  ბრალდებული კობა ოთანაძის ადვოკატი. ეს საქმე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ  არანაირი ამბოხება არ ყოფილა.  ეს იყო სააკაშვილის მორიგი შოუ, რომელსაც ის საზოგადოების თვალში ნაცრის შესაყრელად ატარებდა. სირაძე და მისნაირი ადვოკატები კი მას ამ შოუს დამთავრების საშუალებას არ აძლევდნენ. ნათია სირაძის ციხეში ჩასმა ადვოკატთა კორპუსის ღირსების საქმეა და ადვოკატებმა ეს შეურაცხყოფა არ უნდა გადაყლაპონ“, - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ციხეებში მყოფი პოლიტპატიმრების გამოვლენის კომისიამ, რომელშიც კონსერვატიული პარტიის წევრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან, ნათია სირაძე პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანეს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო დაკავებულ ადვოკატს თავდებში უდგას.  ადვოკატთა კორპუსი უახლოეს მომავალში შეიკრიბება, რათა ერთად დაგეგმონ საპროტესტო ღონისძიებები, რითაც ნათია სირაძეს დაეხმარებიან.

ახალი ამბები