კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთი „ბათუმელები“ ბრძოლას აგრძელებს

15 დეკემბერი, 2009

მაკა მალაყმაძე

გაზეთ „ბათუმელებთან“ დაკავშირებული არაერთი გამოუძიებელი საქმის მიუხედავად, გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორმა თედო ჯორბენაძემ მაინც მიმართა აჭარის პროკურორს გიზო უგლავას, გამოიძიოს მის მიმართ შსს-ს მხრიდან ზეწოლის ფაქტი. ამ საქმის გარდა, გაზეთს სასამართლო დავა აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგაც. სარჩელი თანამშრომლების 1000-1000 ლარით დაჯარიმებას ეხება.

პროკურატურაში შეტანილი საჩივარი ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორ თედო ჯორბენაძისადმი, 25 ნოემბერს განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს უკავშირდება. როგორც რედაქციაში ამბობენ, სახელმწიფო ბრალდებისგან, ჯერჯერობით, საჩივარს არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია. საჩივარში მოთხოვნილია პირადი ცხოვრების ხელყოფისა და მედიის საქმიანობაში ფარული ჩარევის მცდელობის გამოძიება.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა 29 ნოემბერს დაიწყეს საქმის მოკვლევა და თედო ჯორბენაძეს, ეთერ თურაძესა და მზია ამაღლობელს ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს. ასევე მათ აჩვენეს ფოტოსურათები ამოსაცნობად, თუმცა, მათზე ფაქტთან დაკავშირებული პოლიციელები არ იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ მიცემულ ინტერვიუში შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ შანტაჟის ნიშნები აშკარაა: „ვინც ეს ჩაიდინა, აუცილებელად დაისჯება. მუშაობენ ამ საქმესთან დაკავშირებით, თანამშრომლობენ გაზეთის ხელმძღვანელობასთან...“  

თედო ჯორბენაძის საქმეში ახალი დეტალი მხოლოდ ის არის, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელს იურისტმა ნანა ანდღულაძემ ახსნა-განმარტება მისცა. ანდღულაძე ჟურნალისტის მისვლის დროს ყოფილი უშიშროების სამსახურის შენობასთან (გრიბოედოვის ქუჩა #4) იმყოფებოდა.

გაზეთს ადმინისტრაციული დავა აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა უკვე დაიწყო. საქმე ეხება გაზეთის ორი თანამშრომლის - ეთერ თურაძისა და მზია ამაღლობლის დაჯარიმებას ათას-ათასი ლარით, 15 აგვისტოს, სარფის საბაჟოზე პროფესიიული საქმიანობის გამო.

„ჩვენი დაჯარიმების მიზეზად დასახელდა დაუმორჩილებლობა. „დაუმორჩილებლობა“ კი მხოლოდ ის იყო, რომ ეთერ თურაძემ, როგორც ჟურნალისტმა, ითხოვა კომენტარი მებაჟისგან განბაჟების პროცედურასთან დაკავშირებით“, - ამბობს გაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი.

სასამართლო პროცესზე აჭარის რეგიონალური სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის იურისტებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტები ეწეოდნენ დაცული ინფორმაციის მოპოვებას და შეთანხმებულნი არ იყვნენ ფინანსთა სამინისტროს პრესცენტრთან საბაჟოს ზონაში მუშაობის უფლების მოსაპოვებლად.

„ჩვენ ზუსტად იმ ადამიანებს ვესაუბრებოდით და ჩანაწერს ვაკეთებდით, ვინც მებაჟეებს არწმუნებდნენ, რომ არ ეწევიან კომერციულ საქმიანობას. გაუგებარია ისიც, თუ საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ დარღვევებზე მინდა სტატიის მომზადება, რატომ უნდა ვაცნობო მე ამ სამსახურის თანამშრომელს“, - კითხულობს ეთერ თურაძე.

ახალი ამბები