23:58, Saturday, 24.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ოსები და ქართველები დროშებს ერთმანეთის ჯიბრზე აფრიალებენ

16.12.2009
საბა წიწიკაშვილი,გორი

29 ნოემბერს დვანის წმინდა გიორგის ეკლესიაში სამი ადამიანი ავიდა და ეკლესიის ზარი ჩამოხსნა. მართალია, ეს შემთხვევა ღამით მოხდა, მაგრამ სოფელში არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ დაინახეს, როგორ ჩამოხსნეს ბოროტმოქმედებმა ეკლესიის ზარი. უფრო მეტიც, დვანელი გულო მამაგულაშვილი ამტკიცებს, რომ ზარი ეთნიკურად ოსმა მოქალაქეებმა ჩამოხსნეს და თან იარაღს ჰაერში ისროდნენ. მამაგულაშვილის აზრით, ბოროტმოქმედები დვანელების ჯიბრზე ისროდნენ, რადგან ზოგიერთი ოსი თვლის, რომ დვანის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია „დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთს“ ეკუთვნის.

გულო მამაგულაშვილის ნათქვამს დვანის საკრებულოს თანამშრომელიც ადასტურებს. სოფლის საკრებულოს სპეციალისტი, თამარ მამაგულაშვილი ამბობს, რომ ზარის ჩამოხსნის შემდეგ ოსებმა ჯერ ჰაერში ისროლეს, შემდეგ კი ეკლესიის თავზე რუსული დროშა ააფრიალეს.

დვანში ამბობენ, რომ ეს ინდიდენტი მას შემდეგ მოხდა, როცა ეთნიკურად ქართველმა მოქალაქეებმა ერთ-ერთ მაღალი ძაბვის ანძაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა ააფრიალეს.

საკრებულოს სპეციალისტი აცხადებს, რომ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს და ოსებს არ ჰქონდათ უფლება, აქ სხვა დროშა აეფრიალებინათ.

დვანის წმინდა გიორგის ეკლესია სოფლის თავზე დგას და პირდაპირ დაჰყურებს სოფელს. ეკლესიის მიმდებარედ სასაფლაოზე დაკრძალულია როგორც ქართველები ასევე ოსები. დვანელები ამბობენ, რომ ეს სასაფლაო საერთოა როგორც დვანისთვის, ისე ოსური სოფლებისთვის, მათ შორის - სოფელ მუგუთისთვის. დვანელები ამბობენ, რომ ოსები საფლავებთან ვერ მიდიან, რადგან ქართველების ეშინიათ. ამავე დროს საფლავზე თავისუფლად ასვლას დვანელებიც ერიდენიან.

დვანის განაპირას მცხოვრები რამდენიმე ოჯახის წარმომადგენელი ამბობს, რომ ყოველ დილით ოსური სოფლებიდან მამლის ყივილის ხმა ესმით. ადამიანებს ურთიერობა არა აქვთ. ერთმანეთთან კონტაქტის ორივე მხარეს ეშინია.

ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ 28 ან 29 ნოემბრისთვის რუსული თვითმფრინავები იმდენად დაბლა დაფრინავდნენ, რომ სახლის კედლები ზანზარებდა.

მოსახლეობა ტყეში შეშის მოსაჭრელადაც ვერ მიდის. დვანელებმა იციან, რომ თუკი პირობით საზღვარს დაარღვევენ, მათ აუცილებლად დააკავებენ. დვანის მდებარეობა ისეთია, გარშემო ფერდობებზე სულ ოსები ტრიალებენ და სოფელს მკაცრად აკონტროლებენ, დვანში ვინც შედის და გადის, ზემოდან აკვირდებიან.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC