კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერიკ ფურნიე: „რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“

17 დეკემბერი, 2009

რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვის თემაზე აქტივობა არ ნიშნავს, რომ შეთანხმება უკვე გაფორმდა  და ეს ასე მოხდება“, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ერიკ ფურნიემ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე.

„მისტრალთან“ დაკავშირებით საუბრები საკმაოდ გააქტიურდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმება რუსეთთან უკვე გაფორმდა და საკითხი დადებითად გადაწყდება“, - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.

რუსეთის ფედერაცია საფრანგეთისგან „მისტრალის“ ტიპის გემის შეძენას, აგრეთვე,  ფრანგული მხარის ტექნიკური დახმარებითა და ლიცენზიით, ამავე ტიპის ოთხი ახალი გემის აგებას აპირებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ეს გარიგება შედგება, საფრანგეთი რუსეთს ერთ ავიამზიდ გემს მიჰყიდის, რომელიც შესაბამისი სისტემებითა და რადარებით იქნება აღჭურვილი. შენაძენის ღირებულება დაახლოებით 400-500 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, რუსეთი მიიღებს ლიცენზიას ოთხი ახალი გემის ასაშენებლად, რაც აღნიშნული გერიგების ღირებულებას კიდევ 1-1,2 მილიონი ევროთი გაზრდის.

გარიგების შესახებ შეშფოთება უკვე გამოთქვეს უკრაინის, ბალტიისპირეთისა და საქართველოს მთავრობებმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველო „უკიდურესად შეშფოთებულია“ რუსეთის მიერ  ახალი ავიამზიდის შეძენის სურვილით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დარწმუნებულია, რომ ამგვარი გემების გამოყენებას რუსეთი, როგორც ჩანს, შავ ზღვაში, საქართველოს წინააღმდეგ გეგმავს.

რაც შეეხება თავად რუსეთის ფედერაციას, მისი სამხედრო საზღვაო ძალების სარდალმა, ადმირალმა ვლადიმერ ვისოცკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ კრემლისთვის ეს გემი საჭიროა მისი საზღვაო ძალების მიერ შავ ზღვაში უფრო ეფექტური ოპერაციების ჩასატარებლად. ვისოცკის არც ის დაუმალავს, რომ საქართველოს სანაპიროს დასაკავებლად „მისტრალით“ აღჭურვილ რუსულ ფლოტს სულ 40 წუთი დასჭირდება.

 „მისტრალი“ უნივერსალური სადესანტო გემია მრავალი სხვადასხვა ფუნქციით. მისი ცურვის სიშორე 20 ათასი მილი/32 ათასი კილომეტრია, სრული სვლის სიჩქარე - 18 კვანძი. გემს ბორტზე 450-კაციანი დესანტის მიღება შეუძლია. აღჭურვილია 4 სადესანტო კატერით. ბაქანზე 40 ტანკი ან 70 ავტომობილი ეტევა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები