კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახო კომახიძე: ,,ქართველი მოზარდების საკანში ასატანი პირობები იყო“

23 დეკემბერი, 2009
ანა შეშაბერიძე

სტუდია ,,რეპორტიორის“ ჟურნალისტის, ვახო კომახიძის ინფორმაციით, ცხინვალში დაპატიმრებული ტირძნისელი არასრულწლოვნები ციხეში ნორმალურ პირობებში იყვნენ.

,,როგორც ბავშვებმა გვითხრეს, მათ საკანში ასატანი პირობები იყო. ზოგადად კი ცხინვალში მშვიდობიანი მოქალაქეებიც კი არ არიან კარგ პირობებში“, - განაცხადა ჟურნალისტმა. მისივე თქმით, ცხინვალში ომით გამოწვეული ნგრევის ხარისხი ძალიან მაღალია, თუმცა მშენებლობა მიმდინარეობს.

16 დეკემბერს, ვახტანგ კომახიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ომის ინვალიდთა და დაღუპული მებრძოლების მეუღლეთა კავშირის“ თავმჯდომარე მანანა მებუკე და კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი ცხინვალში ოსი სეპარატისტების ლიდერის, ედუარდ კოკოითის მიწვევით იმყოფებოდნენ.

ისინი ცხინვალში გატაცებული მოზარდების მოსანახულებლად ჩავიდნენ და რამდენიმე შეხვედრაც გამართეს, როგორც ოს უფლებადამცველებთან, ასევე დაღუპულ და დაკარგულ ადამიანთა ოჯახის წევრებთან.

,,დაღუპულთა ოჯახის წევრების ინტერესი იყო, ქართულ მხარეს შეესრულებინა პირობა, რომელიც, პრინციპით ,,ყველა - ყველაზე“ ტყვეთა გაცვლას ითვალისწინებდა. ასევე დაკარგულთა ოჯახები ითხოვენ მათი ნათესავების ადგილსამყოფელის დადგენას, რომელნიც ქართულ მხარეს ყავს და ასევე დაღუპულთა ცხედრების გადაცემას“, - აცხადებს ვახო კომახიძე.

ჟურნალისტი რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე, ცხინვალში არსებულ მდგომარეობასა და იქ მყოფი ქართველი ტყვეების შესახებ ფილმს იღებს. მისი თქმით, ამ ფილმზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება უერთიერთობა ოს უფლებადამცველებთან.

,,მე და პაატა ზაქარეიშვილი ჩვენი საქმიანობით მათ ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს არ მივცემთ“, - ამბობს ჟურნალისტი და დასძენს, რომ ფილმის დროული დასრულება მასალების მოპოვებაზეა დამოკიდებული.


ახალი ამბები