კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გრემის სათემო სახლის ბინადართა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება

23 დეკემბერი, 2009

ყვარლის რაიონის სოფელ გრემში, სათემო სახლის ბინადართა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. ორი თვის წინ თუ სათემო სახლს 84 ბინადარი ჰყავდა, ამ დროისთვის მათი რაოდენობა 100-ზე მეტია.

როგორც გრემის სათემოს სახლის მენეჯერმა ნატო მოსიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან გრემის სათემო სახლი დახმარებას მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 30 ადამიანზე იღებს. თითოეული მათგანისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველდღიურად 15 ლარია გამოყოფილი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების კვებისა და სამედიცინო მომსახურებაზე იხარჯება. სათემო სახლის დანარჩენი ხარჯები კერძო შემოწირულობებით იფარება.

გრემის სათემო სახლს აქვს საკუთარი ბოსტანი, ვენახი, მარანი, თონე და სახერხი საამქრო. ჰყავთ საქონელი. ნატო მოსიაშვილის განცხადებით, მეურნეობას სათემო სახლის ბინადრებთან ერთად უცხოელი მოხალისეები პატრონობენ.

სათემო სახლი აქამდე გრემში მდებარე `შტეინების~ სახლში იყო განთავსებული. გადმოცემით, გეორგ ფონ შტაინი რუსეთის იმპერატორთან ყოფილა დაახლოებული. მეფის კარზე დაწინაურებულმა ქართველმა დიდგვაროვანმა გრემში მოიპატიჟა და სოფელში სამუდამოდ დარჩა. გეორგ შტეინი კარდაკარ დადიოდა, ყველას კურნავდა და ვისაც წამლის ფული არ ჰქონდა, ეხმარებოდა. მოგვიანებით ის ბოლშევიკებმა დაიჭირეს და გააციმბირეს. თუმცა გადასახლებიდან მაინც დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ფონ შტაინები გერმანიაში აქტიურ ქველმოქმედებას ეწევიან.

21 დეკემბერს აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა გრემში სათემო სახლისთვის ახალი შენობა გახსნა. ახალი შენობის პირველ სართულზე სასწავლო, ხოლო მეორე სართულზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საძინებელი ოთახები განთავსდება. სახლის მშენებლობა მთლიანად აშშ-მ დააფინანსა და პროექტი 309 223 ლარი დაჯდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს გრემის სათემო სახლიდან.

ფოტორეპორტაჟი

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები