კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქობოს მცხოვრებლები ჰოლანდიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი გრანტის ხარჯვის კანონიერების შესწავლას ითხოვენ

29 დეკემბერი, 2009

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს მოსახლეობა ჰოლანდიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი გრანტის ხარჯვის კანონიერების შესწავლას ითხოვს.

აღნიშნული გრანტით კახეთის რეგიონში ვადაგასული და ხმარებიდან ამოღებული პესტიციდების რისკ- ფაქტორების შემცირება დაფინანსდა. თუმცა, როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად არ შესრულდა.

საქობოს მაცხოვრებლების თქმით, ყოფილი შხამ-ქიმიკატების საწყობის ტერიტორიიდან გრანტის ფარგლებში მხოლოდ პესტიციდები გაიტანეს.

„უნდა მოეჭრათ მიწაც, რომელიც დაბინძურებულია და საშინელი სუნი აქვს. მიწა არ მოჭრეს და ის ადგილები, სადაც პესტიციდები ეყარა, დაჭაობდა. განსაკუთრებით გაუსაძლისი მდგომარეობაა ზაფხულში და ქარის დროს. სახლებიდან გარეთ გამოსვლას და ფანჯრის გახსნას ვერ ვახერხებთ. გარდა ამისა, დაბინძურებულ წყალს საქონელი სვამს და როგორც სპეციალისტებმა გვითხრეს, რძის ნაწარმიც ეკოლოგიურად დაბინძურებულია, თუმცა მაინც მოვიხმართ და ვყიდით კიდეც“, - განაცხადეს ადგილობრივებმა. ამასთან, მათივე თქმით, წვიმის დროს ჭაობიდან წყალი სანიაღვრე არხებში ჩაედინება და ალაზნის სარწყავ არხში ჩადის.

საქობოს მაცხოვრებლების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ხათუნა ახალაია. მისი თქმით, მაქსიმალურად ამოღებულია ვადაგასული პესტიციდები, რომელიც დაბინძურების წყარო იყო.

შხამ-ქიმიკატების საწყობი საქობოს ტერიტორიაზე 25 წლის წინ ააშენეს. 1994 წლიდან საწყობი დაუცველი იყო და 14 წლის განმავლობაში პესტიციდებიც ღიად ეყარა. შხამ-ქიმიკატების ყოფილი საწყობის ტერიტორია დაახლოებით 10 ჰექტარს მოიცავს და საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრით არის დაშორებული.

ბოლო წლების განმავლობაში საქობოში არაერთი ინვალიდი ბავშვი დაიბადა, რასაც ადგილობრივები შხამ-ქიმიკატების უპატრონოდ მიტოვებულ საწყობს უკავშირებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა სოფელ საქობოში მოამზადა. ამ თემაზე უახლოეს მომავალში ჟურნალისტურ გამოძიებასაც შემოგთავაზებთ.

ფოტორეპორტაჟი

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები