კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკრაინულმა მედიამ ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა

20 იანვარი, 2010

უკრაინულმა მედიამ საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა.

მერაბიშვილისა და თარგამაძის ქართულ საუბარს რუსული თარგმანი ახლავს, საიდანაც ჩანს, როგორ განიხილავენ მერაბიშვილი და თარგამაძე თბილისიდან უკრაინაში თვითმფრინავის ჩაფრენისა და ხალხის ჩაყვანის საკითხს. მინისტრი აღნიშნავს, რომ მგზავრებით სავსე თვითმფრინავი უკვე 2 საათია, თბილისის აეროპორტში დგას და გაფრენას ვერ ახერხებს.

მერაბიშვილი ავალებს თარგაძეს, გააკონტროლოს, ხომ არ ფარავს რაიმეს ავიაკომპანია „აირზენას“ გენერალური დირექტორი თამაზ გაიაშვილი. პასუხად თარგამაძე ამბობს, რომ ამ საკითხს გაარკვევს. დეპუტატი, ასევე, აღნიშნავს, რომ ფრენის დაბრკოლების შესახებ ზოგადად იცოდა, თუმცა კონკრეტულ უარზე მისთვის არაფერი იყო ცნობილი. ამასთან, ისინი გაიაშვილს უწმაწური სიტყვებით იხსენიებენ.

 მერაბიშვილის თქმით, ვითარება გაცილებით უარესია, ვიდრე კონკრეტული უარის შემთხვევაში იქნებოდა. შს მინისტრი დეპუტატს სთხოვს, დაურეკოს იულია ტიმოშენკოს, რათა ისაუბრონ, თუ „როგორ უნდა ჩაიყვანონ 1000 ადამიანი“.

ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ მეორე დღისთვის კიდევ ერთი რეისი დაემატა და თარგამაძე 300 კაცამდე მიიღებს. პასუხად თარგამაძე აცხადებს, რომ ეს რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს და დასძენს, რომ დაახლოებით 400 ადამიანი კიდევ ჰყავს.

„ახალაიამ თქვა, რომ მებრძოლებს მოგვცემს. მათაც გამოგიგზავნი“, - ამბობს მერაბიშვილი. თარგამაძე პასუხობს, რომ ეს ადამიანები უკვე დონეცკში არიან. მერაბიშვილის თქმით,  ხალხის გაგზავნა კიდევ სურდა, მაგრამ ეს ტექნიკურად ვერ ხერხდება.

გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის რუსული თარგმანის მიხედვით, მერაბიშვილი სთხოვს გივი თარგამაძეს, დაელაპარაკოს მათ და უთხრას, რომ მეორე ტურისთვის დახმარება დასჭირდებათ და თვითმფრინავები გაამზადონ, რადგან  200-300 ადამიანის გაგზავნა სურს და ამის გაკეთება საქართველოს თვითმფრინავებით ძნელია.

„იულიას უთხარი, რომ თუ ჩვენი თვითმფრინავები ვერ ჩაფრინდებიან, იქნებ, მან თავისი გამოგზავნოს – ხალხი აეროპორტშია და გამოფრენას ვერ ახერხებს. ახლავე დაურეკე იუალიას ხალხს და უთხარი, რომ ხალხი უკვე 2 საათია, აეროპრტშია“, - ამბობს მერაბიშვილი.

თარგამაძე კი პასუხობს, რომ იგი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დარეკავს.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გივი თარგამაძემ ამ საუბრის ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. იგი ბუნდოვანი პასუხით შემოიფარგლა (http://www.humanrights.ge/index.php?a=news&id=7417&lang=ge )

გთავაზობთ უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც შს მინისტრ მერაბიშვილის გარდა, თარგამაძე კიდევ ვინმე, კონსტანტინესაც ელაპარაკება.

ახალი ამბები