კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰუმან რაითს უოთჩმა საქართველოს ხელისუფლების შეახსენა, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში პასუხს ისიც აგებს

27 იანვარი, 2010

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გთავაზობთ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ჰუმან რაითს უოთჩის“ 2009 წლის ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ეხება. ანგარიშში მკაცრად არის გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც არ გამოიძია 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2009 წლის აპრილ-ივნისში თბილისში დემონსტრანტების კონსტიტუციური უფლებების დარღვევის ფაქტები. ორგანიზაცია ასევე ეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და აცხადებს, რომ საქართველომ უნდა გამოიძიოს ის დარღვევები, რომელიც მის წილ პასუხისმგებლობას ეხება ცხინვალში მშიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სარაკეტო და სხვა სახის სამხედრო იერიშის გამო.

2009 წლის აპრილში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, როცა ათასობით ოპოზიციონერი გამოვიდა ქალაქ თბილისის ქუჩებში მისი გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. პროტესტი გაგრძელდა 2 თვე, სანამ გაერთიანებული ოპოზიცია დაიშლებოდა.საპროტესტო აქციების დროს ადამიანთა უფლებების ჯგუფმა აღწერა ის საეჭვო თავდასხმის ნიმუშები, რომელიც ოპოზიციონერ აქტივისტებზე ხორციელდებოდა უცნობი თავდამსხმელების მიერ. პოლიციამ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, დააპატიმრა აქციის მონაწილეები და თავს დაესხა ჟურნალისტებს.

ერთ წელზე მეტი გავიდა სამხრეთ ოსეთში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ. ხელისუფლებას კი დეტალურად არ გამოუძიებია საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

რუსეთი კვლავ აგრძელებდა კონტროლს სამხრეთ ოსეთსა და სხვა დაკარგულ ტერიტორიაზე - აფხაზეთზე. მან არ შეუშვა საერთაშორისო დამკვირვებლები ამ ტერიტორიაზე და ვეტო დაადო საერთაშორისო მისიის მუშაობას. ევროკავშირმა 2008 წლის კონფლიქტის საერთაშორისო გამოძიება ჩაატარა, რამაც წინა პლანზე წამოსწია პასუხისმგებლობის დრამატული ნაკლებობა.

შეკრების თავისუფლება და პოლიციის ძალადობა

ათასობით ადამიანი ითხოვდა სააკაშვილის გადადგომას. მათ გადაკეტეს თბილისის ქუჩები აპრილიდან ივნისამდე. ხელისუფლება ითმენდა გაგრძელებულ საპროტესტო აქციებს, რა დროსაც პოლიცია იყენებდა გადაჭარბებულ ძალებს დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. უამრავი აქტივისტი დააპატიმრეს. ზოგიერთი  მოგვიანებით მკურნალობდა კიდეც. ამას გარდა, უამრავი შეტაკების დროს აპრილსა და მაისში, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა უცნობებმა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ რეზინის ჯოხებით და ატარებდნენ ნიღბებს, სცემეს და დაემუქრნენ დემონსტრანტების გარვეულ ნაწილს, რომელიც ღამით ტოვებდა საპროტესტო აქციას.

სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და ომბუდსმენმა აღწერეს უამრავი ასეთი ინციდენტი. ხელისუფლებამ გახსნა დაახლოებით 50 ასეთი საქმე, მაგრამ აზრიანად არც ერთი არ გამოუძიებია - უსიტყვოდ დათანხმდა ან მხარი დაუჭირა ასეთ თავდასხმებს.

სამი ახალგაზრდა აქტივისტი, მათ შორის - ერთი არასრულწლოვანი, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს 6 მაისს.სამივე ამბობდა, რომ ცემეს და დაემუქრნენ, სანამ ერთი დღის შემდეგ თავდებით გაუშვებდნენ. აქტივისტების დაკავებას მოჰყვა ოპოზიციის ლიდერის თბილისის მთავარ სამართველოში შეჭრა, რომელიც ღობეზე გადაძვრა. პოლიციასა და ოპოზიციას შორის კონფრონტაცია წარმოიშვა. თუმცა, ზოგიერთმა დემონსტრანტმა ჯოხიც გამოიყენა პოლიციის წინააღმდეგ. პოლიციამ ვერ შეძლო უფრო ნაკლები ძალის გამოყენება ხალხის წინააღმდეგ და გაფრთხილების გარეშე  ესროდა მათ რეზინის ტყვიებს, რამაც თავის არეში სერიოზული დაზიანებები მიაყენა რამდენიმე დემონსტარნტს.

15 ივნისს პოლიცია თავს დაესხა ოპოზიციის დაახლოებით 50 მხარდამჭერს, რომლებიც შეიკრიბნენ პოლიციის განყოფილებასთან და აპროტესტებდნენ წინა დღით ახალგაზრდა აქტივისტების დაკავებას. პოლიციამ გაუფრთხილებლად დაარბია და ცემა დემონსტრანტები რეზინის ხელკეტებით, რა დროსაც 17 დემონსტრანტი დაზარალდა. პოლიცია ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებმა მთავარი შესასვლელისა და გზის ბლოკირება მოახდინეს. დაკავებული 38 დემონსტრანტიდან 33 გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დააკისრეს ჯარიმები და 5-დან 30 დღემდე ადმინისტრაციული სასჯელი. გათავისუფლებულთა უმეტესობა აცხადებს, რომ პოლიციის საპატიმროში შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პოლიციამ, აგრეთვე, შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე ჟურნალისტს და ჩამოართვა კამერები. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით პოლიციამ დაუბრუნა მათ მოწყობილობა, რამდენიმე ჟურნალისტი აცხადებს, რომ ვიდეო და ფოტო მასალა წაშლილია. პოლიციამ ბოდიში მოიხადა, რომ ხელი შეუშალა მედიის მუშაობას 15 ივნისის ინციდენტის დროს. თუმცა, არ ჩაუტარებია დამოუკიდებელი გამოძიება. რამდენიმე პოლიციელმა (მათი ვინაობა არ იყო გამჟღავნებული) მიიღო საყვედური მხოლოდ შიდა გამოძიების შემდეგ. არც ერთი მნიშვნელოვანი გამოძიება არ ჩატარებულა პოლიციის მიერ უკიდურესი ზომების გამოყენების თაობაზე.

აშკარად საპროტესტო აქციის მონაწილეთა საპასუხოდ, ივლისში პარლამენტმა შეიტანა რეგრესული ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანთა ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული სასჯელი გაიზარდა 30-დან 90 დღემდე.

მიღებული ზომები გადაჭარბებულია, რადგანაც კრიმინალური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის ვადა არის მხოლოდ 60 დღე. ივლისის ცვლილებებმა რომელიც შეტანილია „შეკრებისა და მანიფესტაციის“  შესახებ კანონში, აკრძალა აქციების დროს გზების სრული ან ნახევრად ბლოკირება, თუ აქციის მონაწილეების რაოდენობა კანონით განსაზღვრულზე ნაკლებია.

წამყვანი საერთაშორისო პირების განუწყვეტელი მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობამ უარი თქვა დაწვრილებითი გამოძიების დაწყებაზე 2007 წლის 7 ნოემბრის ინციდენტთან დაკავშირებით, როცა პოლიციამ გამოიყენა უკიდურესი ზომები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისში, რა დროსაც 500 ადამიანი დაშავდა.

ომის დანაშაულის კანონებისადმი ანგარიშვალდებულების ნაკლებობა

ერთი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის თაობაზე რუსულ-ქართული კონფლიქტის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას უწევს უზრუნველყოს ამომწურავი გამოძიება და პასუხისმგებლობა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანური კანონის დარღვევებზე თავისი ძალებით. (ნახეთ აგრეთვე, ანგარიშის რუსული ვერსია).

ომის დროს ქართველმა სამხედროებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, როგორიცაა სარაკეტო არტილერია - არაპროპორციული იარაღი, რომლის გამოყენება დაუშვებელია მშვიდობიანი ადამიანებით დასახლებულ ადგილებში. სამხედროებმა აგრეთვე ტანკებისა და ტყვიამფრქვევების საშუალებით ცეცხლი გაუხსნეს შენობებს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში; მათ შორის იერიში მიიტანეს იმ შენობებზეც რომელსაც მოსახლეობა აფარებდა თავს. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველებს ზოგიერთი ამ შენობიდან. სამხედროებმა, აგრეთვე, გამოიყენეს კასეტური ბომბები რუსული ჯარის წინააღმდეგ იმ დასახლებულ ქართულ ტერიტორიებზე, რომლებიც ესაზღვრება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს. 20 000 ეთნიკური ქართველი სამხრეთ ოსეთიდან კვლავ დევნილობაშია.

ვითარება ციხეებში

მიუხედავად ახალი ციხეების მშენებლობისა, საპრეზიდენტო შეწყალებებისა და ამინისტიებისა, კვლავ პრობლემად რჩება სისხლის სამართლის დამნაშავეთა საპატიმრო სისტემა, რომელიც პატიმრებითაა გადაჭედილი და უმძიმეს პირობებშია.

მიუხედავად ოფიციალური სტატისტიკისა, რომელიც გვიჩვენებს წინასწარი პატიმრობის რიცხვის შემცირებას, პატიმრების საერთო რაოდენობა 2009 წლის ივნისისთვის 19 504-მდე გაიზარდა. ეს არის 50 პროცენტით მატება 2006 წლის შემდეგ. თბილისის ახლოს აშენებულ ახალ საპატიმროშიც კი არ წყდება პატიმრების განცხადებები, რომ მათ განზრახ ცუდად ეპყრობიან.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ევროპულმა სასამართლომ ორ განაჩენში აღმოაჩინა დარღვევები, რაც ეხება წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. მთავრობა ვერ უზრუნველყოფს შესაბამის პირობებს და სამედიცინო დახმარებას ციხეებში. „ხავთაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეში ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად ლოჯისტიკური და ფინანსური პრობლემებისა, საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს სათანადო პირობები ციხეებში.

მთავრობამ ვერ შეძლო, ჩაეტარებინა 2006 წლის მარტის ოპერაციის სრული გამოძიება, როცა თბილისის №5 საპყრობილეში მომხდარი აჯანყების ჩახშობისას, 7 პატიმარი დაიღუპა და უამრავი დაშავდა.

მთავრობა ინარჩუნებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს - 12 წელს, მიუხედავად 2008 წლის ივნისის გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციისა, რომ განესაზღვრა ეს ზღვარი 14 წლით. მიუხედავად ამისა, მთავრობამ გააგრძელა 14 წლამდე არასრულწლოვნების კრიმინალური ბრალდებულების მორატორიუმი, ვიდრე არ შეიქმნებოდა არასრულწლოვანთა სამართლის სისტემა, რაც დაგეგმილი იყო 2008 წლისთვის, მაგრამ ვერ დასრულდა.

მედიის თავისუფლება

მედია სივრცე კვლავ შერეული რჩება; არსებობს უამრავი ბეჭდვითი მედიასაშუალებები, მაგრამ ეროვნული სატელევიზიო მაუწყებლობა მოიცავს მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ „საზოგადოებრივ მაუწყებეკს“ და სამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ ტელევიზიებს. მედიასაშუალებების მფლობელების გამჭვირვალეობა რჩება საეჭვო. 2009 წლის 15 ივნისს თბილისის ორმა პრო-ოპოზიციურმა სატელევიზიო სადგურმა „მაესტრომ“ და „კავკასიამ“ შეწყვიტა მაუწყებლობა მას შემდეგ, რაც მათ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ჩამოართვეს აღჭურვილობა პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი კონფლიქტის დროს. 30 მაისს ადგილობრივმა საკაბელო ქსელმა რუსთავში, თბილისის მახლობლად ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის შედეგად „მაესტრო“ მოხსნა სამაუწყებლო სიიდან. ოქტომბერში ადგილობრივმა სასამართლომ 166 000 ამერიკული დოლარის გადახდა დააკისრა „25-ე არხს“ რომელიც ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიაა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ტელევიზიის მფლობელები დავობენ ჯარიმაზე და ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფრის მიზანია სატელევიზიო სადგურის დახურვა მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისთვის.

ბეჭდვითი მედიაწყაროების მდგომარეობა მერყევია. ისინი დამოკიდებულები არიან საგაზეთო ჯიხურების გაყიდვებზე და სარეკლამო შემოსავლებზე. სექტემბერში თბილისის მუნიციპალური ხელმძღვანელების მოთხოვნებმა, რომ საგაზეთო ჯიხურები ამახინჯებენ თბილისის სახეს, წარმოშვა საგაზეთო ჯიხურების შესაძლო აღების საშიშროება. ეს საფრთხეს შეუქმნიდა ბევრი ბეჭდვითი საშუალების არსებობას.

რამდენიმე ჟურნალისტი აცხადებდა რომ ისინი განიცდიდნენ ზეწოლას და მათზე ხდებოდა თავდასხმა. 10 ივნისს დასავლეთ საქართველოში, ჩოხატაურის რაიონის პოლიციაში რეგიონალური გაზეთის „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს, ნატო გეგელიას შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა იგი იძიებდა ოპოზიციონერი აქტივისტების დაკავების საქმეს.

წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გააღრმავეს საქმიანობა და საქართველოს ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ ვერ გამოიყენეს მიზნის მისაღწევი ყველა საშუალება, რათა უზრუნველეყოთ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ამასობაში რუსეთმა გააგრძელა საქართველოს კონფლიქტური რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკავება და მისადგომები გადაუკეტა საერთაშორისო დამკვირვებლებს. 2008 წლის დეკემბერში რუსეთმა მანდატის ვადა შეუწყვიტა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მისიას საქართველოში და 2009 წლის ივნისში ვეტო დაადო გაეროს სადამკვირვებლო მისიის მუშაობას აფხაზეთში.

მოხსენების ა1, 1290-ე გვერდის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა სექტემბერში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის თაობაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო გამოძიების მიერ, აღმოაჩინეს, რომ ადამიანის საერთაშორისო უფლებები და ჰუმანური კანონი დაარღვია ყველა მხარემ და ხაზი გაესვა ანგარიშვალდებულების დრამატულ ნაკლებობას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომლის მონაწილეცაა საქართველო, გააგრძელა კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გაანალიზება.

2009 წლის მაისში საქართველომ ხელი მოაწერა ახალი აღმოსავლური პარტნიორობის დეკლარაციას ევროკავშირთან, რომელიც ითვალისწინებს დამატებით დახმარებას და თანამშრომლობას. საქართველო უკვე ნაწილია „ევროპის მეზობლობის პოლიტიკისა“, რომელიც შეპირდა 120 მლნ ევროს 2010 წლის განმავლობაში და დამატებით 500 მლნ ევროს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. 2009 წლის აპრილი „ევროპის მეზობლობის პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის წარმატებულმა მოხსენებამ შეაქო საქართველო განსაზღვრულ ტერიტორიებზე წარმატების მიღწევისთვის, მაგრამ გამოთქვა უკმაკოფილება მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა კონსტრუქციული დიალოგის პირველი რაუნდი ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაიმართვე იმავე თვეს. ევროკავშირმა მანდატის ვადა გაუგრძელა  ევროკავშირის  200 შეუიარაღებელ დამკვირვებელს საქართველოში. რუსეთმა განაგრძო გამოყოფილი რეგიონების მისადგომების ბლოკირება.

შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ  2009 წლის იანვარში ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს მზარდ თანამშრომლობას ადამიანის უფლებების გაძლიერების მხრივაც. 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წლის მაისში, შეერთებულმა შტატებმა გამოყო 53.3 მლნ აშშ დოლარი,  როგორც ნაწილი 1 მილიარდი დოლარის დაპირებისა, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს მდგომარეობა. აქედან 20 მილიონი კარგი ხელმძღვანელობისთვის, სამოქალაქო თანამშრომლობისათვის და საარჩევნო და მედიარეფორმებისთვის. პოლიტიკური მხარდაჭერის გამოსახატავად ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესტუმრა თბილისს ივლისში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რამდენიმე რეზოლუცია საქართველო-რუსეთის ომის ჰუმანურ შედეგებზე და მოუწოდა ყველა მხარეს, აწარმოონ მნიშვნელოვანი გამოძიება კონფლიქტის დროს მომხდარ დარღვევებზე. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაისში გამოაქვეყნა მოხსენება ადამიანის უფლებების შესახებ კონფლიქტის შემდეგ და ხაზი გაუსვა მნიშვნელოვანი ანგარიშვალდებულების საჭიროებას.

ახალი ამბები