კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კიდევ ერთი მშენებლობა „ნაციონალური“ ხელწერით

4 თებერვალი, 2010

მაკა მალაყმაძე, აჭარა

საგაზაფხულოდ ბათუმში 29 მლნ ლარის ღირებულების ე.წ. კოშკი გაიხსნება. გრანდიოზულ მშენებლობას მის გვერდით მცხოვრები ოჯახები აპროტესტებენ. კოშკსა და მათ სახლებს შორის მხოლოდ სანტიმეტრებია დატოვებული, რაც მათ ცხოვრებისეულ პირობებს უზღუდავთ. ბათუმის არქიტექტურულ სამსახურში კი აცხადებენ, რომ კანონდარღვევა არ არსებობს.

„შეიძლება, ასე სასუნთქი ჰაერიც არ დაგვიტოვონ?! მათი აზრით, ჩვენ ფანჯრების გახსნა არ გვჭირდება?! ეს როგორი კანონებია?! პრეზიდენტი როცა იყო აქ მოსული, მასთან დალაპარაკება ვერ შევძელით _ არ მიგვიშვეს. ადგილობრივი ხელისუფლებიდან ზეპირად კი გვპირდებოდნენ, რომ მშენებარე ნაგებობასა და ჩვენს სახლს შორის მანძილს დატოვებდნენ, მაგრამ კი ხედავთ, რომ 1 მეტრი მანძილიც არაა დატოვებული“, - ჩივიან მაზნიაშვილის ქ. #25-ის მცხოვრებლები.

შეწუხებული მოქალაქეების განცხადებით, შენობებს შორის არსებული მცირე მანძილის გამო ბუნებრივი აირის მილის მონტაჟიც ვერ ხერხდება: „ქუჩაზე გაზის მილი მოყვანილია, მაგრამ სახლში ვერ შეგვყავს, რადგან ჩვენს სახლსა და კოშკის კედლებს შორის იმდენა მანძილი არ არის დატოვებული, რომ მოხელემ იმუშაოს და გაზის მილი გამოიყვანოს“, - აცხადებს გიორგი პინიანცი.

„ნახეთ, სად არის საძირკველი ჩასხმული! აქ კედელს რომ ააშენებენ, ფიზიკურად სამზარეულოს ფანჯარას ვეღარ გავხსნი. ჩვენ თავის დროზე ეს სახლი კანონიერად ავაშენეთ და ვცხოვრობთ“, - აცხადებს ფარნავაზ მეფის ქუჩის #33-ში მცხოვრები. მშენებარე კოშკს ეს სახლი სხვა მხრიდან ესაზღვრება.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ მშენებლობა სამშენებლო ნორმების დაცვით მიმდინარეობს: „შენობის განთავსება შესაძლებელია პირდაპირ საკადასტრო საზღვარზე ყოველგვარი ღიობების გარეშე. თუ სადაო, სამეზობლო საზღვარზე არის ძველი დროიდან რეგისტრირებული და თავის დროზე ნებართვით მოწყობილი ფანჯრები, ღიობები და აივნები, ეს არ ჩაითვლება წინაღობად და დაბრკოლებად შემდგომ ამ სანებართვო ტერიტორიაზე ახალი მშენებლობის წარმოებისას. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის პრეტენზიები უსაფუძვლოა“.

3 600 კვ/მ ტერიტორიაზე, სადაც ბათუმის #3 საჯარო სკოლა მდებარეობდა, რატუშის მოედნის გაკეთების იდეა პრეზიდენტმა გასული წლის ზაფხულში გაახმოვანა. პროექტის ღირებულება 29 მილიონი ლარია. 62 მეტრის სიმაღლის 16-სართულიან კოშკზე მუსიკალური საათიც დამონტაჟდება. ამ ეტაპზე მესამე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს.

ახალი ამბები