კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ევროკავშირმა საქართველოს მიმართ იმედგაცრუება ღიად გამოხატა“

23 მარტი, 2010

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის ხელმძღვანელებმა მკაფიოდ მიანიშნეს, რომ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება აუცილებელია, თუკი თბილისს ბრიუსელთან თანამშრომლობა სურს.

ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი კობა ლიკლიკაძე პრაღიდან იუწყება. წერილში, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ( http://www.tavisupleba.org/content/article/1987706.html ), ლიკლიკაძე წერს, რომ ეს გაფრთხილება საქართველოში „იმედის“ ყალბი საინფორმაციო გამოშვებით გამოწვეულ სკანდალს დაემთხვა, რის გამოც განმარტების გაკეთება ბრიუსელში თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუხდა.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა ღიად გამოხატა საქართველოს მიმართ იმედგაცრუება. ადრე ევროკავშირი მხოლოდ მინიშნებით საუბრობდა იმედგაცრუებაზე, რასაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იწვევდა საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები. მაგრამ 17 მარტს, როდესაც სამხრეთ კავკასიის არასტაბილური ქვეყნის მიზნებსა და რეალობას შორის არსებულ დეფიციტზე საუბრობდა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ახალი, უფრო მკვეთრი ტონი შეარჩია“, - ნათქვამია წერილში. 

აქვე მოყვანილია ჟოზე მანუელ ბაროზუს გამოსვლიდან ციტატა, სადაც ევროკომისიის პრეზიდეტი ამბობს: „ევროკავშირი იმედოვნებს, რომ გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციისათვის, რათა შეიქმნას ინკლუზიური პოლიტიკური კულტურა და უზრუნველყოფილ იქნეს მედიის სრული თავისუფლება. საქართველოსათვის ამ მიზნების მისაღწევად პროგრესი აუცილებელია, თუკი ამ ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოება სურს“.

აქვე  ევროკომისიის პრეზიდენტი დასძენს, რომ აუცილებელია, ბოლომდე იყოს მიყვანილი ყველა დემოკრატიული რეფორმა.

„მათ შორის, მედიის თავისუფლების პატივისცემის ჩათვლით. ეს შეეხება, ასევე, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას. მე ვფიქრობ, ეს აუცილებლად საჭიროა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო კავშირ-ურთიერთობისათვის“, - აცხადებს ბაროზუ.

ბაროზუმ თქვა, რომ მაისის ადგილობრივი არჩევნები შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, დაადასტუროს ერთგულება პოლიტიკური პლურალიზმისა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტების მიმართ. 

„ევროკავშირის ოფიციალური პირები 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ იმედგაცრუებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მზარდი ავტორიტარიზმისა და არასტაბილური მმართველობის გამო. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ 17 მარტს ამ მისტიფიკაციას „აღმაშფოთებელი“ უწოდა. თუმცა, ბრიუსელში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა უარყო აზრი, თითქოს ტელეკომპანია „იმედს“ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდეს“, - ნათქვამია სტატიაში.

ბარუზომ ხაზი გაუსვა სერიოზულობას, რითაც ამ ინციდენტს ეკიდება ევროკავშირი და აფრთხილებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს რეგიონში სიტუაციის დაძაბვისაგან.

„საქართველოსათვის მნიშვნელოვანია მის ტერიტორიაზე ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობა, თუმცა ეს არ არის ერთმიშვნელოვნად პოპულარული საკითხი ბლოკის შიგნით. საფრანგეთი და გერმანია შიშობენ, რომ შესაძლოა, ევროკავშირის ურთიერთობა რუსეთთან გართულდეს, თუკი მოსკოვსა და თბილისს შორის კვლავ იფეთქებს კონფლიქტი. ამასთან, თუ საქართველოს დემოკრატიული მახასიათებლები შემდგომში კვლავ გაუარესდება, მაშინ, შესაძლოა, მისიის გაგრძელების საკითხი ამ შემოდგომაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს”, - ნათქვამია კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

ახალი ამბები